უორენ მაინორ კრისტოფერი(დ.27 ოქტომბერი, 1925 – გ.18 მარტი, 2011) — ამერიკელი იურისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში რიგით სამოცდამესამე სახელმწიფო მდივანი.

უორენ კრისტოფერი
ინგლ. Warren Minor Christopher
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1925(1925-10-27) ან 17 ოქტომბერი, 1925(1925-10-17)[1]
დაბადების ადგილი Scranton
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 2011(2011-03-18)[2] [1] [3] [4] [5] [6] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი
მოქალაქეობა  აშშ
განათლება სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, Stanford Law School, University of Redlands და Hollywood High School
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[7]

დაიბადა ჩრდილოეთ დაკოტას შტატის ქალაქ სკრანტონში. სტენფორდის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ კრისტოფერი უზენაეს სასამართლოში მუშაობდა მოსამართლე უილიამ დუგლასის კლერკად. ის გახდა O'Melveny & Myers ფირმის პარტნიორი და 1967 - 1969 წლებში მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის გენერალური პროკურორის მოადგილედ. ის იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში 1977 წლიდან 1981 წლამდე. 1991 წელს ის ხელმძღაველობდა ე.წ. კრისტოფერის კომისიას, რომელიც იძიებდა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტსა და როდნი კინგს შორის მომხდარ ინციდენტს.

1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კრისტოფერი სათავეში ედგა ბილ კლინტონის ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურების არჩევის კამპანიას. საბოლოოდ ბილ კლინტონმა ვიცე პრეზიდენტის პოსტზე აირჩია სენატორი ალბერტ გორი. როდესაც, 1992 წელს, კლინტონმა არჩევნებში გაიმარჯვა კრისტოფერი სათავეში ჩაუდგა კლინტონის ადმინისტრაციის შეცვლის პროცესს და მან 1993 წელს დაიკავა სახელმწიფო მდივნის თანამდებობა. როგორც სახელმწიფო მდივანი, კრისტოფერი, ცდილობდა ნატოს გაფართოებას, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ზეწოლას ახდენდა ჩინეთზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა იმ მოლაპარაკებების წარმოებაში, რომელმაც დეიტონის ხელშეკრულების ხელმოწერას დაუდო საფუძველი, სწორედ ამ ხელშეკრულებით დასრულდა ბოსნიის ომი. კრისტოფერმა პოსტი დატოვა 1997 წელს, მისი მემკვიდრე კი მადლენ ოლბრაიტი გახდა.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ დავაში კრისტოფერი მეთვალყურეობდა გორის კამპანიის გადახედვის საკითხს ფლორიდაში. ლოს-ანჯელესში ის ასევე იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

უორენ მაინორ კრისტოფერი დაიბადა ჩრდილოეთ დაკოტას შტატის ქალაქ სკრანტონში ბანკის დირექტორის ერნესტ უილიამ კრისტოფერისა და კეტრიან ანას ოჯახში. ის ნახევრად ნორვეგიული წარმომავლობის იყო.[8]

მან დაამთავრა ჰოლივუდის უმაღლესი სკოლა ლოს ანჯელესში და სწავლა განაგრძო რედლანდის უნივერსიტეტში, შემდგომ გადავიდა სახმრეთ კალიფორნიიის უნივერსიტეტში (USC). ის იყო ერთ-ერთი სტუდენტური სოციალური გაერთიანების Kappa Sigma Sigma-ს წევრი. მან დიდი წარმატებით დაასრულა USC 1945 წლის თებერვალში. 1943 წლის ივლისიდან 1946 წლის სექტემბრამდე უორენი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო რეზერვში, როგორც ძალიან აქტიური ლეიტენანტი წყნარი ოკეანის აუზში. 1946 წელს მან ჩააბარა სტენფორდის სამართლის სკოლაში, სადაც მან დააარსა და გახდა პირველი რედაქტორი ახალი იურიდიული ჟურნალის Stanford Law Review.[9]

იურისტის კარიერა

რედაქტირება

კრისტოფერი იყო პირველი სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა სტენფორდის სამართლის სკოლა და გახდა ამერიკის შეერთებული შტატის უზენაესი სასამართლოს კლერკი (1949 წლის ოქტომბრიდან 1950 წლის სექტემბრამდე), მოსამართლე უილიამ დუგლასთან მუშაობის პერიოდში.[10] 1950 წლიდან 1967 წლამდე მუშაობდა O'Melveny & Myers ფირმის ადვოკატად, რასაც შემდგომში, 1958 წელს, მოჰყვა მისი დანიშვნა ფირმის პარტნიორად, ამასთანავე მუშაობდა გუბერნატორ პეტ ბრაუნის საგანგებო მრჩევლად. 1967 წლის ივნისიდან 1969 წლის 10 იანვრამდე ეკავა აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა კრისტოფერი აირჩია ფედერალური ძალების, რომლებიც ცდილობდნენ ჩაეხშოთ აჯანყება დეტროიტში 1967 წლის ივლისში და 1968 წელს ჩიკაგოში, დამხმარედ. 1974 წელს დანიშნული იყო ლოს-ანჯელესის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად.

კარტერის პრეზიდენტობისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე

რედაქტირება

კრისტოფერი 1977 წლის 26 თებერვალს დაინიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ და ამ პოსტზე 1981 წლის 20 იანვრამდე იმყოფებოდა. მისი მოადგილეობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობა ალჟირის შეთანხმებების ხელმოწერაში და ასევე ხელი შეუწყო მშვიდობიანად 52 ამერიკელი ტყვის განთავისუფლებას ირანიდან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად ის სათავეში ედგა სინო-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე სწორედ მისი დახმარებით მოხდა პანამის არხის ხელშეკრულებების რატიფიკაცია და ასევე სათავეში ჩაუდგა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე შექმნილ პირველ უწყებათაშორის საბჭოს. პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა 1981 წლის 16 იანვარს კრისტოფერი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა, რომელიც ამერიკის მოქალაქისთვის უმაღლესი ჯილდოა.

პროფესიული საქმიანობა და მიღწევები

რედაქტირება

1974-1975 წლებში კრისტოფერი ლოს-ანჯელესის ადვოკატთა ასოციაციას ედგა სათავეში; 1975-1976 წლებში ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფედერალური მართლმსაჯულების მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე იყო, 1975-1976 წლებში კი კალიფორნიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის ბორდის გუბერნატორი, ასევე 1959 წელს კალიფორნიის გუბერნატორის ედმუნდ ბრაუნის სპეციალური მრჩეველი.

კრისტოფერის სამოქალაქო საქმიანობა შემდეგ თანამდებობეს მოიცავდა: სტენფორდის უნივერსიტეტის მეურვეობის საბჭოს წევრი და პრეზიდენტი; ნიუ-იორკის კერნიგის კორპორაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; საგარეო ურთიერთობების კონსული, დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე; ლოს-ანჯელესის საერთაშორისო ურთიერთობების კონსული, ბილდეგრებგის ჯგუფის და სამმხრივი კომიიის დირექტორი; უატსის აჯანყების ჩახშობისთვის შექმნილი კომისიის ვიცე-თავმჯდომარე 1965-1966 წლებში; კალიფორნიის შტატის უმაღლესი განათლების საკოორდინაციო საბჭოს პეზიდენტი; ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი; წყნარი ოკეანის საერთაშორისო პოლიტიკური კურსის თავმჯდომარე.

1991 წელს კრისტოფერი იკავებდა ლოს-ანჯელესის პოლიციის დამოუკიდებელი დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტს, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა როგორც კრისტოფერის კომისია. კომისიამ გაატარა ძირეული რეფორმები ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში, რაც გამოწვია როდნი ქინგის ინციდენტმა. 1992 წელს კრისტოფერი სათავეში ედგა „ვიცე პრეზიდენტის ძიებას“ ბილ კლინტონის დეპარტამენტისთვის. ის ასევე სათავეში ედგა კლინტონის „პრეზიდენტის ძალაუფლების გადასვლის“ პროცესს.

სახელმწიფო მდივანი

რედაქტირება

სახელმწიფო მდივნის რანგში მისი მთავარი მიზნები იყო გაეფართოვებინა ნატო, დაემყარებინა მშვიდობა ისრაელსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის და ეკონომიკური ზეწოლის გზით ცდილობდა შეეცვალა ჩინეთის პრაქტიკა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გაფორდმა ოსლოს შეთანხმებები და დეიტონის ხელშეკრულება, აშშ-სა და ვიეტნამის ურთიერთობები დალაგდა, მოხდა რუანდის გენოციდი, ჰაიტიზე ჩატარდა დემოკრატიული ოპერაცია და დაიბომბა ხობარის ცათამბჯენები.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის მკვლელობის მცდელობა, 1993 წლის აპრილი

რედაქტირება

1993 წლის 13 აპრილს თერთმეტმა ერაყელმა სადაზვერვო აგენტმა კონტრაბანდის სახით ქუვეითში ჩამოიტანეს ბომბი და დაამონტაჟეს მანქანაში იმ მიზნით რომ მოეკლათ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, როდესაც ის ქუვეითის უნივერსიტეტში სიტყვით გამოდიოდა.[11] კრისტოფერი, სხვებთან ერთად, მოუწოდებდა პრეზიდენტ კლინტონს საპასუხო დარტყმა განეხორციელებინა ერაყზე.[12] 1993 წლის 26 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 23 ტომაჰაუკის რაკეტა გაუშვა ბაღდადის სადაზვერვო შტაბის წინააღმდეგ.[13]

ოსლოს შეთანხმებები, 1993 წლის სექტემბერი

რედაქტირება

1993 წელს ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა ოსლოს შეთანხმებების მიღებით (ნორვეგიაში მიმდინარეობდა და ამიტომ დაერქვა ასე), რომელმაც შესაბამისად პალესტინის ხელისუფლების შექმნას დაუდო საფუძველი იმის საპირწონედ რომ მათ ისრაელის სახელმწიფო აღიარეს. სახელწმიფო მდივანმა კრისტოფერმა მოიწვია ისრაელის საგარეო მინისტრი შიმონ პერესი ხელმოწერის ფერემონიალზე როგორც მასპინძელი. ცერემონიალი გაიმართა ვაშინგტონში 1993 წლის 13 სექტემბერს, მაჰმუდ აბასმა ხელი მოაწერა პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის სახელით, ხოლო პერესმა ისრაელის სახელწმიფოს სახელით, კრისტოფერმა ხელი მოაწერა აშშ-ს სახელით (კლინტონის თანდასწრებით), ხოლო ანდრეი კოზირევმა რუსეთის სახელით.[14] კრისტოფერი იყო ერთ-ერთი მთავარი პიროვნება, რომელიც იბრძოდა და ადვოკატირებდა ცენტრალური აზიის ერთიანობას და კონფლიქტების დასრულებას.[15]

პარტნიორობა მშვიდობისთვის ნატოს გაფართოება, 1994 წლის იანვარი

რედაქტირება

იმისათვის რომ კრისტოფერს ხელი შეეწყო ნატოს შემდგომი გაფართოებისთვის, რუსეთის მინიმალური რეაგირებით, შეიმუშავა თანამშრომლობა მშვიდობისთვის პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი ნაბიჯი ნატოში სრულუფლებიან გაწევრიანებამდე. ეს რეალურად ეწინააღმდეგებოდა პენტაგონის პროტესტს.

რუანდის გენოციდი, 1994

რედაქტირება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს ჩაურევლობა 1994 წლის რუანდის გენოციდის შესაჩერებლად ითვლება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ წარუმატებლობად. დაახლოებით ასი დღის განმავლობაში 800 000-მდე ტუსისი ამოხოცა ჰუტუს მილიციამ.[16] [17]

ჩინეთი: ადამიანის უფლებების შეზღუდვა და ვაჭრობის საკითხი, 1994 მაისი

რედაქტირება

1992 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატმა კლინტონმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ბუში იმის გამო, რომ მიუხედავად ჩინეთში ადამაინის უფლებების შევიწროებისა, მან ჩინეთს დაუწესა სავაჭრო პრივილეგიები, რაც დაბალ ტარიფებში იყო გამოხატული. კრისტოფერს, როგორც სახელმწიფო მდივანს მიაჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა გამოეყენებინა ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლა და ამით ხელი შეეწყო ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მიუხედავად ამისა, 1994 წლიდან კლინტონმა განაახლა ჩინეთის დაბალტარიფიანი სავაჭრო ურთიერთობები და ერთმანეთისგან გაიმიჯნა ზოგადად ვაჭრობა და ადამიანის უფლებების საკითხი. სინო-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების შედეგი იყო 1997 წლის ნოემბერში ჩინეთის პრეზიდენტის ძიანგ წ მინის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 1998 წლის ივნისში ამერიკის პრეზიდენტის კლინტონის ვიზიტი ჩინეთში.[18]

ოპერაცია „დემოკრატიის მხარდაჭერა“ ჰაიტიში, 1994 წლის სექტემბერი

რედაქტირება

1994 წლის 19 სექტემბერს აშშ-ს ხელშეწყობით კუალიციამ ჰაიტის ცნობილ პრეზიდენტს ჯინ-ბერტრანდ არისტიდეს აღუდგინეს ჩამორთმეული პრეზიდენტის თანამდებობა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალისხმევით ჩატარდება ოპერაცია სახელით - დემოკრატიის მხარდაჭერა. ამ ოპერაციაში დიდი წვლილი შეიტანა დიპლომატმა კოლინ პოუელმა და უორენ კრისტოფერმა.[19]

ისრაელ-იორდანიის სამშვიდობო შეთანხმება, 1994 წლის ოქტომბერი

რედაქტირება

1993 წლის ოსლოს შეთანხმებების შემდეგ სახელმწიფო მდივანმა კრისტოფერმა მოუწოდა იორდანიის მეფეს, ჰუსეინს, ისრაელთან გაეფორმებინა სამშვიდობო შეთანხმება. საბოლოოდ ჰუსეინს კრისტოფერმა სამხედრო აღჭურვილობისთვის 200 მილიონი დოლარი, ხოლო 700 მილიონი დოლარი მოლაპარაკების შესამსუბუქებლად შესთავაზა. 1994 წლის 27 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ითჯაკ რაბინმა და იორდანიის პრემიერ-მინისტრმა აბდელსალამ ალ-მაჯალიმ ხელი მოაწერეს ისრაელ-იორდანიის სამშვიდობო შეთანხმებას. ხელისმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტი კლინტონი და სახელმწიფო მდივანი კრისტოფერი. ეს უკანასკნელი გეგმავდა რომ ასეთივე შეთანხმების დადებისთვის შეეწყო ხელი რაბინსა და სირიელ პრეზიდენტ ჰაფეზ ალ-ასადს შორის, მაგრამ უშედეგოდ.[20]

ვიეტნამი: ურთიერთობების დალაგება, 1995 წლის ივლისი

რედაქტირება

1994 წელს სახელმწიფო მდივანი კრისტოფერი სენატორ ჯონ მაკ-კეინთან ერთად აქტიურად მუშაობდა აშშ-ვიეტნამის ურთიერთობების დალაგებაზე. 1975 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა საელჩო ვიეტნამში. მთავარი წინააღმდეგობა რაც ხვდებოდათ მათ ამ საქმეში მოდიოდა, პირველ რიგში, ომის ვეტერანებისაგან და POW/MIA მხარდამჭერი ჯგუფებისგან, რომლებიც ირწმუნებოდნენ რომ ჰანოი არ თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებული შტატებთან ვიეტნამში აშშ-ს ჯარისკაცების ძიების საქმეში. მიუხედავად ამ დაბრკოლებისა კრისტოფერმა დააარწმუნა პრეზიდენტი კლინტონი, რომ ვიეტნამის მთავრობა ძიების საქმეში სრულად თანამშრომლობდა მათთან. პრეზიდენტმა 1995 წლის 11 ივლისს გამოაცხადა ვიეტნამთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.[21]

დეიტონის შეთანხმება, 1995 წლის ნოემბერი

რედაქტირება

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში სახელმწიფო მდივანმა კრისტოფერმა ასისტენტ რიჩარდ ჰოლბრუკთან ერთად აწარმოა სამშვიდობო მოლაპარაკებები სერბეთის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს, ხორვატიის პრეზიდენტ ფრანიო ტუჯმანსა და ბოსნიის პრეზიდენტ ალია იზეთბეგოვიჩს შორის. შედეგად 1995 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა დეიტონის შეთანხმებას, რამაც დაასრულა ბოსნიის ომი.[22]

ხობარის ცათამბჯენების დაბომბვა

რედაქტირება

ხობარის ცათამბჯენების დაბომბვის შემდეგ სახელმწიფო მდივანი კრისტოფერი გაემგზავრა საუდის არაბეთში, რათა ენახა თავდასხმის ადგილი. დაჰრანში, სადაც ეს ცათამბჯენები მდებარეობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი საუდ ალ-ფაისალი თითქოს შეჰპირდა კრისტოფერს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს საუდის არაბეთის მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნებოდათ. მიუხედავად ამისა, გამოძიების პროცესში საუდის არაბეთის მთავრობასა და გამოძიების ევრონულ ბიუროს შორის მუდმივი დაპირისპირება მიმდინარეობდა.[23]

სამსახურიდან გადადგომა

რედაქტირება
 
უორენ კრისტოფერი 2000 წელს

კრისტოფერმა შემდეგი საპატიო ჯილდოები მიიღო: ამერიკის ინსტიტუტის ჯეფერსონის ჯილდო საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, როგორც ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ამავდროულად თანამდებობის პირი იყო; კალიფორნიის უნივერსიტეტის მედალი; ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან მიიღო ჰაროლდ უეილის მედალი; ჯეიმზ გარფილდის ბალერის ჯილდო; ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან მიიღო თომას ჯეფერსონის სამართლის ჯილდო; და ფორდჰემის სამართლის სკოლიდან ლუის შტაინის ჯილდო.

ქალაქ ხოშიმინში ომის ნაშთების მუზეუმში ჯონ კერის, რობერტ მაკნამარის, ელმო ცუმვოლტისა და სხვა პატივსაცემი ამერიკელების სურათების გვერდით ჰკიდია კრისტოფერის სურათი მისი ვიეტნამში სტუმრობის აღსანიშნავად, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოწესრიგდა ვიეტნამისა და ამერიკის ურთიერთობები.[24]

1999 წელს როდესაც კრისტოფერის პორტრეტის წარდგენის ცერემონიალი მიმდინარეობდა დეპარტამენტში, ამ ცერემონიალს ესწრებოდა პრეზიდენტი კლინტონი, კრისტოფერმა აღნიშნა: „ყველასთვის, ვინც ვაშინგტონში მსახურობდა, ნაცნობია მისი პორტრეტის დახატვის პროცესი. თავდაპირველად პროფილში გხატავენ, შემდეგ გასაშრობად გკიდებენ და ბოლოს ჩარჩოში გსვამენ.“

ის იყო პარტნიორობა უსაფრთხო ამრიკისთვის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე არაკომერციული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მხარს უჭერდა ამერიკის ეროვნულ უშიშროებასა და საგარეო პოლიტიკაში ორპარტიული ცენტის შექმნას.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი და კრისტოფერ უორენი მილერის ცენტრის ეროვნული ომის ძალების კომისიის თანათავმჯდომარეები იყვნენ. 5 მარტს სანამ საგარეო ურთიერთობების კომიტეტი გამოაცხადებდა ბეიკერმა და კრისტოფერმა დაამტკიცეს, რომ 2009 წლის ომის ძალების საკონსულტაციო აქტი არსებობდა - სტატუტი კომისიამ ანონიმურად განაცხადა 2008 წლის ივლისში. სტატუტი შეიმუშავეს რათა ჩაენაცვლებინა 1973 წლის ომის ძალების რეზოლუცია. სტატუტი პრეზიდენტსა და კონგრესს ომის საკითხებზე შინაარსობრივ კონსულტაციებს წარუდგენდა.

როგორც ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის საპატიო პროგრამის წევრი კრისტოფერი ამავე უნივერსიტეტში 2003 წლიდან გარდაცვალებამდე მცირე სემინარებს ატარებდა საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე.[25]

 
უორენ კრისტოფერი გადასცემს მისი სახელობის სტიპენდიას 2004 წელს

უორეს კრისტოფერმა ორჯერ იქორწინა. ის დაქორწინდა ჯოან საუზგეიტ უორკმენზე 1949 წლის 14 ივნისს კალიფორნიის შტატ ქალაქ სან-დიეგოში. 1952 წლის 30 მაისს წყვილს ქალიშვილი ლინი შეეძინათ, ისინი 1955 წელს განქორწინდნენ.[26][27]

1956 წელს მან იქორწინა მერი უილისზე და მასთან გარდაცვალებამდე იყო. წყვილს ორი ვაჟი შეეძინათ - სკოტი და ტომასი და ერთი ქალიშვილი კრისტენი.

მან დაწერა In the Stream of History: Shaping Foreign Policy for a New Era (1998) და Chances of a Lifetime (2001).

გარდაცვალება

რედაქტირება

კრისტოფერი საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში, თირკმლისა და შარდის ბუშტის სიმსივნით გარდაიცვალა 2011 წლის 18 მარტს.[28][29] ის დაიკრძალა ჰოლივუდ ჰილში ფორესტ ლაუნის მემორიალურ პარკში.

პრეზიდენტი ობამა, შუა აღმოსავლეთსა და ბალკანეთში კრისტოფერის მოღვაწეობის აღსანიშნავად მას აღწერდა როგორც „მშვიდობისთვის მტკიცე მებრძოლს“.[30] ჰილარი კლინტონი უორენ კრისტოფერს აღწერდა როგორც „დიპლომატთა დიპლომატს - ნიჭიერ, მიზანდასახულ და გამორჩეულად ბრძენ პიროვნებას“.[31] ჯიმი კარტერი თავის მემუარებში კრისტოფერს უწოდებდა „საუკეთესო საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც კი იცნობდა“. 2011 წლის 19 მარტს კარტერმა განაცხადა, რომ „ამერიკამ დაკარგა უდიდესი და ფასდაუდებელი ლიდერი“.[32]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cameron, Fraser. US foreign policy after the cold war: global hegemon or reluctant sheriff? (Routledge, 2006).
  • Chollet, Derek. The Road to the Dayton Accords (Palgrave Macmillan, New York, 2005). excerpt
  • Dumbrell, John. "President Clinton's Secretaries of State: Warren Christopher and Madeleine Albright." Journal of transatlantic studies 6.3 (2008): 217-227.
  • Girard, Philippe. Clinton in Haiti: the 1994 US invasion of Haiti. (Springer, 2004).
  • Hamilton, Nigel. Bill Clinton: Mastering the Presidency (Public Affairs, 2007), with numerous chapters on foreign-policy; excerpt
  • Hyland, William G. . Clinton's World: Remaking American Foreign Policy (1999) excerpt; also online დაარქივებული 2020-05-19 საიტზე Wayback Machine.
  • Larres, Klaus. "'Bloody as Hell' Bush, Clinton and the Abdication of American Leadership in the Former Yugoslavia, 1990-1995." Journal Of European Integration History 10 (2004): 179-202. [https://www.cvce.eu/content/publication/2013/6/17/454ffc3e-05f7-4357-a721-c695b0ac9157/publishable_en.pdf online pp 179–202.
  • Levy, Peter B. Encyclopedia of the Clinton presidency (Greenwood, 2002)
  • Maney, Patrick J. Bill Clinton: New Gilded Age President (2016). Scholarly survey; Christopher's foreign policy on pages 116–40.
  • Murray, Leonie. Clinton, peacekeeping and humanitarian interventionism: rise and fall of a policy (Routledge, 2007).
  • Power, Samantha. "A Problem from Hell": America and the Age of Genocide (2002) covers Bosnia, Kosovo, Srebenica, and Rwanda; Pulitzer Prize.online free to borrow

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #121103056 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. http://www.cnn.com/2011/US/03/19/warren.christopher.obit/index.html?hpt=T2
  3. SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Munzinger Personen
  7. Presidential Medal of Freedom Remarks at the Presentation Ceremony. — 1981.
  8. Cornwell, Rupert (March 22, 2011). „Warren Christopher: Lawyer and diplomat who served as Secretary of State under President Clinton“. The Independent. London, UK.
  9. Warren Christopher, Chances of a Lifetime. (2001) pp 9-19.
  10. Woo, Elaine (March 19, 2011). „Warren Christopher dies at 85; former secretary of State's quiet diplomacy was prized from Washington to L.A.“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 16, 2020.
  11. The Bush assassination. ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების კომისიის და ეროვნული სამაგოძიებო ბიუროს ლაბორატორიის ანგარიში. ციტირების თარიღი: 2007-05-06.
  12. Christopher, Chances of a Lifetime. (2001). Page 234.
  13. Cruise Missile Strike - June 26, 1993. Operation Southern Watch. GlobalSecurity.org. ციტირების თარიღი: 2007-05-06.
  14. Christopher, Warren. Chances of a Lifetime. (New York: Scribner Press, 2001) p. 200.
  15. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2012-06-12.
  16. Manry, Bill Clinton pp 127-29.
  17. "A Problem from Hell": America and the Age of Genocide (2002) by Samantha Power, pp 329-90. online
  18. Christopher, Chances of a Lifetime. p. 242.
  19. Christopher, Chances of a Lifetime. (2001) p. 192.
  20. Christopher, Chances of a Lifetime. (2001) p. 214.
  21. Christopher, Chances of a Lifetime. (2001) p. 293.
  22. Christopher, Chances of a Lifetime. (2001) p. 251
  23. Christopher, Chances of a Lifetime. (2001) p. 225.
  24. [1] დაარქივებული May 16, 2006, საიტზე Wayback Machine.
  25. Warren Christopher profile at. International Hot Spots/UCLA Spotlight (March 1, 2003). ციტირების თარიღი: 2009-03-18.
  26. Lynn Southgate Christopher (date of birth: 05/30/1952). ციტირების თარიღი: April 14, 2016.
  27. Scheer, Robert (February 21, 1993). „Clinton's Globe-trotter: Secretary of State Warren Christopher Knows the Power of Being an Insider With a Social Conscience. And He's Carrying it Into the Global Arena“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: February 6, 2018.
  28. Tripp, Leslie (2011-03-19). „Former Secretary of State Warren Christopher dies“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-09. ციტირების თარიღი: 2011-03-19.
  29. „Former US Secretary of State Warren Christopher dies“. BBC. March 19, 2011. ციტირების თარიღი: March 19, 2011.
  30. „Obama on Christopher: 'Resolute pursuer of peace'. USA Today. March 19, 2011. ციტირების თარიღი: March 19, 2011.
  31. Hillary Clinton. (March 19, 2011) Passing of Warren Christopher. State Department. ციტირების თარიღი: March 19, 2011.
  32. Megan Matteucci (March 19, 2011). „Former Secretary of State Warren Christopher dies at 85“. Atlanta Journal-Constitution. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2011. ციტირების თარიღი: March 19, 2011.