მადლენ ოლბრაიტი (ინგლ. Madeleine Albright; დ. 15 მაისი 1937 — გ. 23 მარტი, 2022) — ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1997-2001 წლებში. გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი 1993-1997 წლებში.

მადლენ ოლბრაიტი
Madeleine Albright
მადლენ ოლბრაიტი Madeleine Albright
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 იანვარი, 1997 – 20 იანვარი, 2001
პრეზიდენტი  ბილ კლინტონი
წინამორბედიუორენ კრისტოფერი
მემკვიდრეკოლინ პაუელი

დაბადებული15 მაისი, 1937
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
გარდაცვლილი23 მარტი, 2022 (84 წლის)
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1937 წელს პრაღაში, წარმოშობით ბოჰემიელი ებრაელიების[1][2] იოსებ და ანა კორბელების ოჯახში. მადლენის დაბადების დროს მამამისი მუშაობდა ბელგრადში ჩეხოსლოვაკიის საელჩოშ პრეს-ატაშედ. 1939 წელს გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ ოჯახთან ერთად გადასახლდა ლონდონში. იოზეფ კორბელი მუშაობდა ემიგრაციაში მყოფი ედუარდ ბენეშის მთავრობაში მრჩევლად.[3][4] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორბელების ოჯახი დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიაში, მაგრამ ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ აშშ-ში ითხოვეს პოლიტიკური თავშესაფარი.[3][4][5]

1957 წელს გახდა ამერიკის მოქალაქე. 1959 წელს უელსლის კოლეჯის პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, რუსულ, ჩეხურ და ფრანგულ ენებს. კითხულობდა პოლონურად და სერბო-ხორვატულად.[6]

გაირდაიცვალა 2022 წლის 23 მარტს, 84 წლის ასაკში.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. «Madeleine Albright and Big Bang actress 'ready to join Muslim registry'» დაარქივებული 2017-01-26 საიტზე Wayback Machine. .
  2. Michael Dobbs, «Albright’s Family Tragedy Comes to Light» დაარქივებული 2017-07-20 საიტზე Wayback Machine. , The Washington Post February 4, 1997, p. A01.
  3. 3.0 3.1 Michael Dobbs, Josef Korbel’s Enduring Foreign Policy Legacy დაარქივებული 2019-05-27 საიტზე Wayback Machine. , Washington Post, December 28, 2000.
  4. 4.0 4.1 Koven, Steven G.; Götzke, Frank (2010), American Immigration Policy: Confronting the Nation's Challenges, Springer Science & Business Media, p. 159, ISBN 978-0-387-95940-5, https://books.google.com/books?id=Pq04PFuRmQgC&pg=PA159. წაკითხვის თარიღი: 2022-03-23
  5. About us დაარქივებული 2017-02-04 საიტზე Wayback Machine. , Josef Korbel School of International Studies, University of Denver, retrieved May 15, 2016.
  6. Brockes, Emma (2003-10-30). „Interview: Madeleine Albright“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-29. ციტირების თარიღი: 2017-01-27.
  7. Kelly, Caroline (March 23, 2022). „Madeleine Albright, first female US secretary of state, dies | CNN Politics“. CNN. ციტირების თარიღი: March 23, 2022.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: