ფრანიო ტუჯმანი
ფრანიო ტუჯმანი (ხორ. Franjo Tuđman; დ. 14 მაისი 1922, ველიკო-ტრგოვიშჩე — გ. 10 დეკემბერი 1999, ზაგრები) — ხორვატიის სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, პუბლიცისტი. დამოუკიდებელი ხორვატიის პირველი პრეზიდენტი. მარშალი.
ფრანიო ტუჯმანი | |
ხორვატიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივლისი, 1990 – 10 დეკემბერი, 1999 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ვლატკო პავლეტიჩი |
ხორვატიის სრ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 მაისი, 1990 – 25 ივლისი, 1990 | |
წინამორბედი | ივო ლატინი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 14 მაისი, 1922 ველიკო-ტრგოვიშჩე, სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო |
გარდაცვლილი | 10 დეკემბერი, 1999 ზაგრები, ხორვატია |
პოლიტიკური პარტია | ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება |
მეუღლე | ანკიცა ტუჯმანი |
ხელმოწერა |
მისმა ეროვნულმა პარტიამ (ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება) მოიგო პირველი არჩევნები ხორვატიაში, 1990 წელს. იგი პრეზიდენტად 2–ჯერ აირჩიეს. მან არჩევნების მეორე წელს, ხორვატიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ძალაუფლებას გარდაცვალებამდე, 1999 წლის 10 დეკემბრამდე ფლობდა.