ვლატკო პავლეტიჩი
ვლატკო პავლეტიჩი (ხორ. Vlatko Pavletić; დ. 2 დეკემბერი, 1930 — გ. 19 სექტემბერი, 2007) — ხორვატიელი პოლიტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესეისტი.
ვლატკო პავლეტიჩი | |
ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ოქტომბერი, 1995 – 2 თებერვალი, 2000 | |
წინამორბედი | ნადელკო მიხანოვიჩი |
მემკვიდრე | ზლატკო ტომჩიჩი |
ხორვატიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 1999 – 2 თებერვალი, 2000 | |
წინამორბედი | ფრანიო ტუჯმანი |
მემკვიდრე | ზლატკო ტომჩიჩი |
დაბადებული | 2 დეკემბერი, 1930 ზაგრები, იუგოსლავიის სამეფო |
გარდაცვლილი | 19 სექტემბერი, 2007 ზაგრები, ხორვატია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1930 წლოის 2 დეკემბერს ზაგრებში, იუგოსლავიის სამეფოში. 1955 წელს დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1972 წელს იჯდა ციხეში ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის ბრალდებით.
1990-1992 წლებში განათლების, კულტურის, ტექნოლოგიებისა და სპორტის მინისტრია. 1992 წელს აირჩიეს პარლამენტში. 1995-2000 წლებში პარლამენტის თავმჯდომარეა.
1999 წლის 26 ნოემბერს მძიმედავადმყოფმა ტუჯმანმა გადააბარა პრეზიდენტის ფუნქციები. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 10 დეკემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. 2000 წლის 2 თებერვალს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ასევე პრეზიდენტის მოვალეობები გადააბარა ზლატკო ტომჩიჩს.
2004 წლიდან არ მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2007 წელს გარდაიცვალა.