ხორვატიის პრეზიდენტი
ხორვატიის პრეზიდენტი (ხორ. Predsjednik Hrvatske) — ხორვატიის სახელმწიფოს მეთაური, ასრულებს ძირითადად ცერემონიულ ფუნქციებს, აგრეთვე ხელმძღვანელობს არმიასა და დიპლომატიას. ირჩევს მოსახლეობა 5 წლით. ერთი და იმავე პიროვნების პრეზიდენტად არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი. გარდაცვალების, გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ხორვატიის პრეზიდენტების სია
რედაქტირებასურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება | |
---|---|---|---|---|
1. | ფრანიო ტუჯმანი | 30 მაისი 1990 | 10 დეკემბერი 1999 | |
2. | ვლატკო პავლეტიჩი | 10 დეკემბერი 1999 | 2 თებერვალი 2000 | |
3. | ზლატკო ტომჩიჩი | 2 თებერვალი 2000 | 18 თებერვალი 2000 | |
4. | სტიპე მესიჩი | 18 თებერვალი 2000 | 18 თებერვალი 2010 | |
5. | ივო იოსიპოვიჩი | 18 თებერვალი 2010 | 18 თებერვალი 2015 | |
6. | კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი | 18 თებერვალი 2018 | 18 თებერვალი 2020 | |
7. | ზორან მილანოვიჩი | 18 თებერვალი 2020 | დღემდე |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხორვატიის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-09-07 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: