კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი (ხორ. Kolinda Grabar-Kitarović; დ. 29 აპრილი, 1968) — ხორვატიელი დიპლომატი. 2011-2014 წწ. იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში. 2008-2011 წლებში იყო ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში. რწმუნებათა სიგელი გადასცა 2008 წლის 19 მარტს[1]. 2005-2008 წლებში იყო ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2003-2005 წლებში ევროპის საქმეთა მინისტრი.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი | |
ხორვატიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 თებერვალი, 2015 – 18 თებერვალი, 2020 | |
წინამორბედი | ივო იოსიპოვიჩი |
მემკვიდრე | ზორან მილანოვიჩი |
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი, 2005 – 12 იანვარი, 2008 | |
პრემიერ-მინისტრი | ივო სანადერი |
წინამორბედი | მიომირ ჟუჟული |
მემკვიდრე | გორდან იანდროკოვიჩი |
ხორვატიის ევროპის საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 დეკემბერი, 2003 – 16 თებერვალი, 2005 | |
პრემიერ-მინისტრი | ივო სანადერი |
წინამორბედი | ნევენ მიმიცა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 29 აპრილი, 1968 რიეკა, ხორვატია |
პოლიტიკური პარტია | ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება |
მეუღლე | იაკობ კიტაროვიჩი |
შვილები | ლუკა, კატერინა |
განათლება | ზაგრების უნივერსიტეტი, ვენის დიპლომატიური აკადემია |
რელიგია | კათოლიკე |
ხორვატიის 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კანდიდატი ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანების მხარდაჭერით. პირველ ტურში მცირე უპირატესობით დამარცხდა მოქმედ პრეზიდენტთან, ხოლო მეორე ტური 50,74% მოიგო და გახდა ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი[2].
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი გათხოვილია იაკობ კიტაროვიჩზე, ჰყავთ ორი შვილი. იგი ხორვატულის გარდა ფლობს ინგლისურს, ესპანურსა და პორტუგალიურ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Embassy of Croatia in Washington: Biography of the Ambassador. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-14. ციტირების თარიღი: 2014-12-10.
- ↑ ხორვატიაში პირველად აირჩიეს პრეზიდენტი ქალი