საჭადრაკო ოლიმპიადა 1970

5 - 27 სექტემბერი 1970 ზიგენი, გერმანია

დასავლეთგერმანული ეს პატარა ქალაქი აქმადე მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ სწორედ აქ დაიბადა ცნობილი ფერმწერი პეტერ პაულ რუბენსი, ახლა კი ეს ქალაქი საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობდა. ზიგენში 63 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩამოვიდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ეკვადორის, ვენესუელის და საფრანგეთის გუნდებს ტურნირში გამოსვლის ნება არ დართო, განაცხადის ვადაზე გვიან შემოტანის გამო. ტურნირი ,,ზიგენლანდჰალეს’’ ვეებერთელა დარბაზში ტარდებოდა, სადაც კომფორტულად იყო განლაგებული 120 მაგიდა. ფიცარნაგზე ყოფნის უფლება მხოლოდ მოჭადრაკეებს, მსაჯებს და გუნდების კაპიტნებს ჰქონდათ. გერმანელები ჩვეული პედანტიზმით იცავდნენ ამ წესს და ერთხელ ეს ფიცარნაგი ფიდეს პრეზიდენტსაც დაატოვებინეს.

მთავარი ფავორიტები კვლავ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონი, ბორის სპასკი თავკაცობდა. ძიერი გუნდები ჰყავდათ უნგრელებს (მათ გუნდში დებიუტი ჰქონდა ზოლტან რიბლის), იუგოსლავიელებს და ჩეხებს. დიდი მიზენები ჰქონდა ამერიკელებსაც, რომლებმაც როგორც იქნა დაიყოლიეს რობერტ ფიშერი თამაშზე. სახელმოხვეჭილი, მაგრამ უკვე ხანდაზმული მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული არგენტინის ნაკრები. სიურპრიზების შემოთვაზება შეეძლოთ გფრ-ს, ბულგარეთის და გდრ-ს გუნდებსაც.

გუნდების ქვეჯგუფებში დასაყოფად პირველად გამოიყენეს კომპიუტერი (ადრე გუნდების კაპიტნები წერდნენ გუნდების სიძლიერის თავთავიანთ ვარიანტს და შემდეგ მსაჯთა კოლეგიას ამ ვარიანტებიდან გამოყავდა საშუალო ვარიანტი), რომელშიც წინა ხუთი ოლიმპიადის შედეგები იქნა შეყვანილი. უნდა ითქვას, რომ კომპიუტერმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და გუნდები ქვეჯგუფებში ძირითადად თანაბრად გადაანაწილა. ნახევარფინალებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ფინალურ ტურნირში უძიერესები გავიდნენ, თუმცა ზოგიერთ მათგანს გაუჭირდა კიდეც. ამერიკელებმა საერთოდ წააგეს გდრ-ის გუნდთან და მხოლოდ ნახევარი ქულით აჯობეს ნიდერლანდელებს. ასევე ნახევარი ქულით აჯობეს ბენტ ლარსენს და კომპანიას უნგრელებმა. თავის ტრადიციებზე სუსტად გამოვიდნენ ინგლისელები, შვედები და პოლონელები.

ფინალში ბრძოლა დაძაბული გამოდგა. მესამე ტურის შემდეგ ლიდერობდა უნგრეთის გუნდი. მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ საბჭოთა მოჭადრაკეები და ქულით - იუგოსლავიელები და ამერიკელები. მეშვიდე ტურში უნგრელები დამარცხდნენ იუგოსლავიელებთან. ამით კარგად ისარგებლეს საბჭოელებმა, მათ 3 ქულა აართვეს გდრ-ს და პირველად დაწინაურდნენ. შემდგომში საბჭოთა მოჭადრაკეებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ და პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისათვის. აქ სხვაობა სულ ნახევარ ქულას შეადგენდა. ბოლო ტურში უნგრელებმა 3-1 მოუგეს გდრ-ს გუნდს. იუგოსლავიელებმა მხოლოდ 2,5 ქულა აიღეს არგენტინელებთან შეხვედრაში და მესამე ადგილს დასჯერდნენ. მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგოთ ამერიკელებს. ოკეანისგაღმელებმა მთლად კარგად ვერ ითმაშეს ფინიშზე (მხოლოდ 5,5 ქულა მერვე-მეათე ტურებში) და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.

ტექნიკური შედეგები რედაქტირება

მონაწილეობდა 60 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ექ ვს ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C, D და E ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXIV, XXV-XXXVI, XXXVII-LXVIII და LXIX-LX ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XLIX-LX ადგილები

49.  ახალი ზელანდია - 36 50.  როდეზია - 28 51.  თურქეთი - 28 52.  მალტა - 27,5 53.   ჰონგ-კონგი - 26 54.  მაროკო - 25 55.  ფარერის კუნძულები - 19 56.  ანდორა - 18 57.  კვიპროსი - 16 58.  ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 15 59.  გერნზი - 13 60.  მონაკო - 12,5

  • XXXVII-XLVIII ადგილები

37.  შვეიცარია - 29,5 38.  ალბანეთი - 28 39.  პერუ - 27,5 40.  სინგაპური - 26,5 41.  პორტუგალია - 24,5 42.  ირლანდია - 23,5 43.  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 22,5 44.  მექსიკა - 21 45.  ლიბანი - 17 46.  ლუქსემბურგი - 15,5 47.  იაპონია - 15 48.  დომინიკანელთა რესპუბლიკა - 13,5

  • XXV-XXXVI ადგილები

25.  ინგლისი - 30 26.  ფილიპინები - 27,5 27.  ისლანდია - 26 28.  ბრაზილია - 25,5 29.  ნორვეგია - 24 30.  იტალია - 22,5 31.  საბერძნეთი - 20,5 32.  ირანი - 19 33.  ბელგია - 18,5 34.  შოტლანდია - 18,5 35.  ტუნისი - 17,5 36.  პუერტო-რიკო - 14,5

  • XIII-XXIV ადგილები

13.   ისრაელი - 27.   პოლონეთი - 25 15.  ავსტრალია - 24,5 16.  მონღოლეთი - 23,5 17.  შვედეთი - 23 18.  ნიდერლანდები - 23 19.  დანია - 22 20.  ფინეთი - 21,5 21.  კუბა - 20 22.  ავსტრია - 19,5 23.  კოლუმბია - 18 24.  ინდონეზია - 17

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

ბორის სპასკი 9,5 (+7=5-0), ტიგრან პეტროსიანი 10 (+6=8-0), ვიქტორ კორჩნოი 11 (+8=6-1), ლევ პოლუგაევსკი 9 (+7=4-1), ვასილი სმისლოვი 8 (+5=6-0), ეფიმ გელერი 8 (+6=4-2),

ლაიოშ პორტიში 11 (+7=8-1), ლევენტ ლენდიელი 5,5 (+2=7-3), იშტვან ბილეკი 10 (+7=6-0), დიოჟე ფორინტოში 11,5 (+9=5-2), იშტვან ჩომი 10,5 (+8=5-1), ზოლტან რიბლი 4,5 (+3=3-1)

სვეტოზარ გლიგორიჩი 7,5 (+3=9-1), ბორესლავ ივკოვი 10 (+7=6-0), მილან მატულოვიჩი 13 (+10=6-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 10 (+8=4-0), (+9=9-0), ბრუნო პარმა 7 (+3=8-1), დრაგოლუბ მინიჩი 7,5 (+6=3-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
ბორის სპასკი   სსრკ 9,5 12 79,2
რობერტ ფიშერი   აშშ 10 13 76,9
ბენტ ლარსენი   დანია 13 17 76,5
მეორე დაფა ქვეყანა %
ბორესლავ ივკოვი   იუგოსლავია 10 13 76,9
ტუდევ უიუტმენი   მონღოლეთი 13,5 18 75,0
ლოტარ შმიდტი   გერმანია 9 12 75,0
მესამე დაფა ქვეყანა %
უილიამ ჰარტსონი   ინგლისი 12,5 16 78,1
მილან მატულოვიჩი   იუგოსლავია 13 17 76,5
ვიქტორ კორჩნოი   სსრკ 11 15 73,3
კრისტიან ლანგევეგი   ნიდერლანდები 11 15 73,3
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ალექსანდრ მატანოვიჩი   იუგოსლავია 10 12 83,3
იან სმეიკალი   ჩეხოსლოვაკია 13 17 76,5
ლევ პოლუგაევსკი   სსრკ 9 12 75,0
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
უილიამ ლომბარდი   აშშ 11 14 78,6
იშტვან ჩომი   უნგრეთი 10,5 14 75,0
ვასილი სმისლოვი   სსრკ 8 11 72,7
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
სამუელ ესტიმო   ფილიპინები 8 10 80,0
იგრემ კონცი   ალბანეთი 7 10 70,0
ლეიფ ოგარდი   ნორვეგია 7,5 11 68,2

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება