ძველი საეკლესიო სლავური ენა
ძველი საეკლესიო სლავური ენა (იგივე ძველი სლავური ენა ან ძველი ბულგარული ენა) — ყველაზე ძველი სლავური ენა, რომელიც დაახლოებით 860 წლისთვის უნდა წარმოშობილიყო, ხოლო მოგვიანებით, XI საუკუნიდან კი მის საფუძველზე — სხვადასხვა საეკლესიო სლავური ვარიანტები წარმოიშვა.
თავის მხრივ დროთა განმავლობაში საეკლესიო სლავური ენის ვარიანტების განვითარებამ ადგილობრივი დიალექტების მოძალების ხარჯზე ახალი ენების, კერძოდ კი თანამედროვე სლავური ენების ჩამოყალიბებას დაუდო სათავე.
ძველი საეკლესიო სლავურის ადგილი სლავურ სამყაროში
რედაქტირებაცენტრალური ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორია, აღმოსავლეთ ევროპის უკიდურესი ნაწილი, გერმანელთა განსახლების აღმოსავლეთით ვიდრე წყნარ ოკეანამდე დასახლებულია სლავი ხალხებით, ხოლო დასავლეთით მათი განსახლების ისტორიულ საზღვარს კოტბუსისა და დრეზდენ-ბაუცენის გარშემო სორბების საკმაოდ ფართო არეალი წარმოადგენს. არსებულ მიწებზე სლავთა სახლობის ისტორიულ ფაქტს ადასტურებს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ლიუნებურგთან დამოწმებული, აწ გამქრალი პოლაბური.
ურთიერთგაგებინება სლავური წარმოშობის ადამიანთა შორის, რომელთა საერთო რაოდენობა 20 სლავურენოვან სახელმწიფოში 300 მილიონზე მეტ მოლაპარაკეს აღემატება, წინასწარი მომზადების გარეშე გაძნელებულია ანდა სრულიად შეუძლებელი, თუმცა ამ ხალხთა ენებზე არსებული ძველი ტექსტების შედარებისას, რაც უფრო უწინდელია ისტორიული წარსული, მით უფრო ნაკლებია განსხვავება მათ შორის და მეტია მსგავსება.
ყველა სლავურ ენაზე სულ უფრო ღრმად თვალის მიდევნებას თანადროულობიდან წარსულისაკენ მეცნიერები მიჰყავს იმ დრომდე, როცა განსხვავება ამ ენათა შორის თითქმის არც არსებობდა.
პალეოსლავისტები ამ პერიოდს პროტოსლავურის ან საერთო სლავური ენის ხანას უწოდებენ.
პროტოსლავურიდან ძველ საეკლესიო სლავურამდე
რედაქტირებაისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით დადგინდა, რომ პროტოსლავური ენის ჩამოყალიბების პერიოდი დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს უნდა ემთხვევოდეს, თუმცა ჩვენი წელთაღრიცხვის IX საუკუნეზე უფრო ადრე ე.წ. პროტოსლავურ ენაზე შექმნილი ძეგლი ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეცნიერთა მიერ პროტოსლავურის რეკონსტრუირებული ფორმა არანაირ ლოგიკურ შესაბამისობაში არაა IX საუკუნიდან დღემდე წერილობითი ფორმით მოღწეული ძველი საეკლესიო სლავურის.
სლავები IX საუკუნეში
რედაქტირებაIX საუკუნეში სლავები ერთმანეთისგან დაშორებულ მიწებზე ცხოვრობდნენ. ისინი სახლობდნენ ბალტიის ზღვისა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებთან, მდინარეების ელბისა და დონის ნაპირებთან, ასევე ჩრდილოეთ რუსეთის ილმენის ტბასა და შავ ზღვასთან. მაშინდელი სლავების ენობრივი ურთიერთსიახლოვე კი ჯერ კიდევ მაშინ ამ გეოგრაფიული დაშორების შეესაბამისი უნდა ყოფილიყო.
IX საუკუნეში უკვე არსებობს ორი დიდი სლავური სახელმწიფო. სლოვაკებისა და ჩეხების დღევანდელ საცხოვრებელ არეალში იყო დიდი მორავია (822—906/907).
დიდი მორავია გადაჭიმული იყო აღმოსავლეთით ჩრდილოეთიდან დონში ჩამდინარე მორავას ( - სწორედ ამ მდინარის სახელიდან მორავიის ისტორიული სახელი) ზემო, მდინარე ჰრონის მარცხენა და ტისას ზემო შენაკადებზე მდებარე მდინარეთა ბასეინზე; დასავლეთით კი ელბას შუა წელზე ჩეხთა და სლავ ტომთა მიწები მდებარეობდა, რომლებიც მორავიის სამეფოს ემორჩილებოდნენ. სამხრეთით, დონის სანაპიროებზე, მორავიის სამეფოს ესაზღვრებოდა პანონიის სამთავრო, ხოლო აღმოსავლეთით კი — ბულგარეთის სამეფო. ბულგარეთის სამეფო კი მაშინ არამარტო ბულგარელთა და მაკედონიელთა მიწებს მოიცავდა, არამედ იგი ჩრდილოეთით მდინარე დნესტრამდე და ჩრდილოდასავლეთით მდინარე ტისამდე იყო გადაჭიმული. მორავიისა და ბულგარეთის მიღმა აღმოსავლეთ სლავებმაც მოახერხეს გაერთიანება ერთი სამეფო სახელწოდებით „რუს“, რომელსაც „კიევის რუსეთი“ ეწოდა.
IX საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება ამ ორ სლავურ სამეფოში, - დიდ მორავიასა და ბულგარეთის სამეფოში. ერთი საუკუნის დაგვიანებით, X საუკუნეში კიევის რუსეთიც ქრისტიანდება.
ქრისტიანობამდელ ხანაში სლავები ტომობრივ გაერთიანებებად ცხოვრობდნენ, იცავდნენ ნათესაურ წესრიგს და მისდევდნენ კერპთაყვანისმცემლობას. ქრისტიანობაზე გადასვლა სლავ ტომთათვის ასევე ფეოდალიზმზე და შესაბამისად ცენტრალურ სახელმწიფო მართვაზე გადასვლასაც ნიშნავდა. ამ დროისათვის ევროპის მეზობელ არასლავ ხალხებსაც გააჩნიათ ფეოდალური სახელმწიფოები, რომლებშიაც სახელმწიფო რელიგია ასევე ქრისტიანობაა.
დიდი მორავიის ჩრდილოდასავლელი მეზობელი არის გერმანულენოვანი ფრანკთა სამეფო, ხოლო ბულგარეთის სამეფოს სამხრეთელი მეზობელი კი ბერძნულენოვანი ბიზანტიის იმპერია იყო.
ფრანკთა სამეფომ ქრისტიანობა რომის იმპერიისგან მიიღო. რომისა და ბიზანტიის იმპერიების რთული ისტორიულ-პოლიტიკური ურთიერთობების შედეგია დღესდღეობით ორი ქრისტიანული ეკლესიის, - დასავლეთით, რომის კათოლიკური ეკლესიის, ხოლო აღმოსავლეთით, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის არსებობა.
IX საუკუნის პირველ ნახევარში გერმანელ სასულიერო პირებმა, რომლებიც დასავლეთ რომის ეკლესიას წარმოდგენდნენ, დიდ მორავიაში დაიწყეს ქრისტიანული სწავლების შეტანა-გავრცელება. ამით გერმანელი სასულიერო ფენა მორავიაში არამარტო რომის ეკლესიის ინტერესებს წარმოადგენდა, არამედ ფრანკთა იმპერიის პოლიტიკურ-ძალაუფლებრივ მისწრაფებებსაც. პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დიდი მორავიის მთავარმა როსტისლავმა 862 ანდა 863 წელს ბიზანტიის იმპერატორს მიხეილ III-ს დესპანი გაუგზავნა.
ძველი სლავური დამწერლობის ისტორია
რედაქტირებასახელდების პრობლემა
რედაქტირებასამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება სამივე ტერმინი;
- ძველი საეკლესიო სლავური ენა.
- ძველი სლავური ენა. (словѣньскъ ѩзыкъ),
- ძველი ბულგარული ენა. (старобългарски / starobəlgarski).
ტერმინით „ძველი სლავური“ ამ ენის სიძველესა და ასაკზე მიანიშნებენ, ტერმინით „ძველი ბულგარული“ ამ ენის ისტორიულ ნათესაობაზე ბულგარულთან, ხოლო „ძველი საეკლესიო სლავურის“ გამოყენებით, ცდილობენ მიანიშნონ ამ ენის მეშვეობით დღემდე მოღწეულ ტექსტებსა და შინაარსებზე, ანუ იმაზე მიანიშნებენ, რისთვისაც ეს ენა შეიქმნა საერთოდ.
აქედან გამომდინარე ყველაზე უფრო გამართლებულად შეიძლება მიჩნეული იქნეს ძველი საეკლესიო სლავური ენა.
„ძველი საეკლესიო სლავური ენა“ სხვადასხვა ენებზე
რედაქტირებასლავურ ენებზე
რედაქტირება
|
|
გერმანიკულ ენებზე
რედაქტირება
|
|
რომანულ ენებზე
რედაქტირებაბერძნულ-ლათინურად
რედაქტირება
|
|
- სამეცნიერო დარგს, რომელიც ძველი საეკლესიო ენაზე არსებული ტექსტების შესწავლითა და კვლევითაა დაკავებული პალეოსლავისტიკა ეწოდება.
ძველი საეკლესიო სლავური ენის წარმოშობა
რედაქტირებაძველი საეკლესიო სლავური ენის გაჩენას მეცნიერები უკავშირებენ კირილესა და მეთოდეს სახელებს. კირილესა და მეთოდეს ძალუდევთ ბერძნულ ენაზე არსებული საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა.
ძველი სლავური სამწიგნობრო ენას საფუძვლად დადებია სლავთა ერთ-ერთი კილო, რომელზეც IX საუკუნეში მეტყველებდნენ ქალაქ სოლუნის (დღევანდელი სალონიკი, საბერძნეთი) მახლობლად მცხოვრებნი და რომელიც ასევე კირილეს და მეთოდეს მშობლიური ენაც უნდა ყოფილიყო.
თანამედროვე მკვლევართა აზრით, სალონიკის არეალში არსებული ეს კილო პრასლავური ენის სამხრეთსლავურ ჯგუფის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
IX საუკუნეში სლავურ ენებს შორის განსხვავება მინიმალური უნდა ყოფილიყო, რის გამოც ამ პერიოდის სლავურზე საუბრისას არა იმდენად ენას, არამედ უფრო კილო-თქმებს გულისხმობენ მეცნიერები. სწორედ ამ მიზეზის გამო იქცა ძველი საეკლესიო სლავური წიგნები გასაგებად ადვილი სხვადასხვა სლავურ კილოებზე მომეტყველე ტომებისთვის და შესაბამისად მოცემული მიზეზით გახდა ძველი სლავური ენა საერთო სლავურ სამწიგნობრო ენა.
ბულგარული თეორია
რედაქტირება„ბულგარული თეორია“ წამოაყენა პაველ შაფარიკმა (გერმ. Pavel Jozef Šafárik), ხოლო მოგვიანებით შაფარიკისეული თეორია გადაამუშავა ავგუსტ ლესკინმა. ამ თეორიის თანახმად, ძველი სლავური ენა სინამდვილეში ძველი ბულგარული ენაა, რომლის საფუძველზე მოგვიანებით თანამედროვე ბულგარული ენა ჩამოყალიბდა. არსებულ თეორიას დღესდღეობით ბულგარელ ლინგვისტთა უმრავლესობა უჭერს მხარს.
მაკედონური თეორია
რედაქტირება„მაკედონური თეორიის“ იმავე „ბულგარულ-მაკედონური თეორიის“ მომხრე იყო იგნატი იაგიჩი (გერმ. Vatroslav Jagić) და მის მოწაფესთან, ვატროსლავ ობლაკთან (რუს. Vatroslav Oblak) ერთად. მან 1892 წელს სალონიკის რაიონში მოაწყო დიალექტოლოგიური ექსპედიცია. კვლევითი ექსპედიციის განმავლობაში დადგინდა ბულგარული ენის მაკედონური დიალექტების კავშირი ძველ საეკლესიო სლავურ ენასთან.
სწორედ ამ კავშირის გამო ვატროსლავ ობლაკი თავის კვლევაში ორ ტერმინს იყენებს, - „ბულგარულ-მაკედონური დიალექტსა“ და „დასავლეთ ბულგარული დიალექტს“, და წერს „ძველი საეკლესიო სლავური ენის ბულგარულ-მაკედონურ წარმომავლობა“-ზე.
პანონიურ-კარინთიული თეორია
რედაქტირება„პანონიურ-კარინთიული თეორიის“ თანახმად, ძველი სლავური ენის დამწერლობა შემუშავებულ იქნა სლავთა ენის საფუძველზე პანონიასა და კარინთიაში, რომლებიც საზოგადოდ თანამედროვე სლოვენთა ისტორიულ წინაპრებად მიიჩნევიან. პანონიურ-კარინთიული თეორიის მიმდევრებად გამოდიოდნენ ერნეი კოპიტარი (გერმ. Jernej Kopitar) და ფრანც მიკლოშიჩი (გერმ. Franz von Miklosich), რომლებიც ძველ საეკლესიო სლავურ ტექსტებში არსებული გერმანული, ლათინური და უნგრული ნასესხობების არსებობას იმით ხსნიდნენ, რომ სლავთა საერთო სადამწერლო ენა პანონიელ სლავთა დიალექტის საფუძველზე უნდა შექმნილიყო.
ერნეი კოპიტარი ასევე ამტკიცებდა იმასაც, რომ პირველი სლავურენოვანი ბიბლია სწორედ ხსენებულმა სლავმა ტომებმა შექმნეს, თუმცა იგნატი იაგიჩის, ვატროსლავ ობლაკის, მაქს ფასმერის (გერმ. Max Vasmer) და ვიაჩესლავ შჩეპიკინის (რუს. Щепкин, Вячеслав Николаевич) კვლევებით უარიყო „პანონიურ-კარინთიული თეორია“ და იგი შეუდგარად გამოცხადდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- R. Aitzetmüller: Altbulgarische Grammatik als Einführung in die slavische Sprachwissenschaft. Weiher, Freiburg 1978.
- H. H. Bielfeldt: Altslawische Grammatik – Einführung in die slawischen Sprachen. VEB Max Niemeyer Verlag, Halle (Saale) 1961.
- H. Birnbaum, J. Schaeken: Altkirchenslavische Studien I: Das altkirchenslavische Wort – Bildung, Bedeutung, Herleitung დაარქივებული 2003-08-31 საიტზე Wayback Machine. . Verlag Otto Sagner, München 1997. ISBN 3-87690-668-7
- A. Leskien: Handbuch der altbulgarischen (altkirchenslavischen) Sprache: Grammatik, Texte, Glossar. Heidelberg 91969. ISBN 3-533-00615-8
- August Schleicher: Die Formenlehre der kirchenslawischen Sprache erklärend und vergleichend dargestellt. Nachdruck H. Buske Verlag, Hamburg (1998), ISBN 3-87118-540-X
- N. Trubetzkoy: Altkirchenslavische Grammatik. Schrift-, Laut- und Formensystem. Hg. R. Jagoditsch. Wien 1954.
- Н. С. Трубецкой: Основы фонологии. М., 1960. (2-е изд. — Москва: Аспект-Пресс, 2000.).
- W. Vondrák: Altkirchenslavische Grammatik. Weidmannsche Buchhandlung, Berlin 21912.
- P. Diels, Leskien, A., Berneker, E.: Altkirchenslavische Grammatik. Mit einer Auswahl von Texten und einem Wörterbuch von Diels, P.. I. Teil: Grammatik. Heidelberg: Carl Winters Universitätsverlag, 1932.
- R. Eckert, E. Crome, Chr. Fleckenstein: Geschichte der russischen Sprache. Leipzig: Verlag Enzyklopädie 1983.
- Philipp Ammon: Tractatus slavonicus. დაარქივებული 2020-07-19 საიტზე Wayback Machine. in: Sjani (Thoughts) Georgian Scientific Journal of Literary Theory and Comparative Literature, N 17, 2016, pp. 248-56
- Leskien, A., Rottmann, Otto A.: Handbuch der altbulgarischen (altkirchenslavischen) Sprache. Grammatik, Texte, Glossar. Elfte Auflage. Heidelberg: Universitätäsverlag C. Winter, 2002. ISBN 3-8253-1401-4
- Мейе, А.,: Общеславянский язык. Москва: Изд-во иностранной литературы, 1951.
- N. H. Trunte: Slověnski język. Ein praktisches Lehrbuch des Kirchenslavischen in 30 Lektionen. Zugleich eine Einführung in die slavische Phlologie. Band I: Altkirchenslavisch. 5., vollig neu bearbeitete Auflage. München: Verlag Otto Sagner 2003. ISBN 3-87690-480-3