საბუღალტრო აღრიცხვა

საბუღალტრო აღრიცხვა[1] — ასახავს და შეისწავლის სამეურნეო პროცესებს ურთიერთკავშირში და დროში უწყვეტად. აღწერს ორგანიზაციაში შემავალ საკუთრებას, მასში არსებულ მიმდინარე პროცესებს და ახდენს მის ლეგალიზაციას. მას სხვანაირად დოკუმენტურ აღრიცხვასაც უწოდებენ, რადგან მისი მეშვეობით ვიგებთ თუ საიდან წარმოიშვა ორგანიზაცია, მასში შემავალი ქონება, პროდუქცია, მომსახურება და რა დანიშნულება აქვს მას.

საბუღალტრო აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საბუღალტრო აღრიცხვისათვის დამახასიათებელია სამეურნეო პროცესების განზოგადება მთლიანობაში (სინთეზური აღრიცხვა) და ამავე პროცესის დეტალური (ანალიზური) აღრიცხვა.

საბუღალტრო აღრიცხვის საბოლოო ჩანაწერები გვევლინება მხოლოდ ფულადი მაჩვენებლებით. იგი თავის კვლევებს ასახავს (ჩაწერს) სპეციალურ ანგარიშებზე, რომლის პარამეტრებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. ბუღალტრული ანგარიშები, დანიშნულების მიხედვით, დაიყოფა შემდეგ ანგარიშებად:

საბოლოოდ, ბუღალტერიამ დოკუმენტურად უნდა ასახოს და კონტროლს დაუქვემდებაროს საწარმოს კაპიტალის ტრანსფორმაციის მთელი პროცესი. რა საანგარიშგებო ვალდებულებები აქვს მწარმოებელს საფინანსო, საკრედიტო და სადაზღვეო ორგანოებისადმი, მომწოდებლების და მოიჯარეების, სახელმწიფოს, მუშა-მოსამსახურეების, სახელმწიფო ორგანოების, მყიდველების და სხვათა მიმართ. დააკვირდეს, თუ როგორ სრულდება ეს ვალდებულებები. ჯეროვნად ასახოს კომერციული საქმიანობა და დეტალურად სწორი ანალიზი გაუკეთოს მას, ასევე მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია აღრიცხვის მეთოდიკაში არსებული თანამედროვე სტანდარტებითა და ვალდებულებებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 2008. — გვ. 1107