ქონების გადასახადი
ქონების გადასახადი — გადასახადი ქონების ფლობაზე. მისი გადახდა ევალებათ როგორც იურიდიულ პირებს ისე ფიზიკურ პირებს (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
საბუღალტრო აღრიცხვა |
|
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები |
---|
ბასსი და ფასსი |
სააღრიცხვო პოლიტიკა |
მარაგების აღრიცხვის მეთოდები |
ანგარიშთა გეგმა |
საქართველო
რედაქტირებასაქართველოში ქონების გადასახადი მიეკუთვნება „ადგილობრივი გადასახადის“ ტიპს. ის აღწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარის XXIX თავში[1]. აღნიშნული გადასახადის სიდიდე განისაზღვრება, მანამდე დეკლარირებული ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის ქონების გადასახადის თავი შედგება შემდეგი მუხლებისაგან:
მუხლი 200. ცნებების მნიშვნელობა ამ კარის მიზნებისათვის
რედაქტირებამუხლი 201. ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
რედაქტირებამუხლი 202. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი
რედაქტირება§1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
— საქართველოს საგადასახადო კოდექსი, IX კარი, XXIX თავი, მუხლი 202.
მუხლი 203. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
რედაქტირებამუხლი 204. მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი
რედაქტირებამუხლი 205. ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა
რედაქტირებაქონების გადასახადი სრულ წელზე უტოლდება „ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულების“ ერთ პროცენტს, სადაც „საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება“ გამოითვლება ფინანსურ აღრიცხვაში (და არა საგადასახადო აღრიცხვაში) როგორც გამოსათვლელი პერიოდის საწყისი (ცვეთადაკლებული ქონების ღირებულება) და ნარჩენი ღირებულებების (ცვეთა დაკლებული ქონების ღირებულება) ჯამის ნახევარი.
ძირითად საძუალების ქონების გადასახადი გამოიანგარიშება ფორმულით:
- ქონების გადასახადი=(ძ. ს. საწყისი საბალანსო ღირებულება + ძ. ს. ნარჩენი საბალანსო ღირებულება)/2 * 1%
სრული წელი
რედაქტირებასრულ წლად მოიაზრება პერიოდი, როდესაც ძირითადი საშულაება შეძენილია არადაფუძნების წელს. დაფუძნების წელის გარდა ნებისმიერი წელი ითვლება სრულ წლად. შესაბამისად ძირითადი საშუალებისთვის ქონების გადასახადისათვის არსებობს შემდეგი შემთხვევები:
- ძირითადი საშუალება შეძენილი იყო წინა წლებში.
- ძირითადი საშუალება შეიძინეს საანგარიშო პერიოდში.
- ძირითადი საშუალება გაასხვისეს საანგარიშო პერიოდში.
- ძირითადი საშუალება გაასხვისეს ისევე როგორც შეიძინეს საანგარიშო პერიოდში.
პირველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე რომ ცნობილია საწყისი და ნარჩენი საბალანსო ღირებულება, გამოიყენება ქონების გადასახადის სტანდარტული ფორმულა:
- ქონების გადასახადი=(ძ. ს. საწყისი საბალანსო ღირებულება + ძ. ს. ნარჩენი საბალანსო ღირებულება)/2 * 1%
მაგალითი: დავუშვათ 2000 წელს შევიძინეთ ძირითადი საშუალება 7000 ლარად. ივარაუდება რომ აღნიშნული ძირითადი საშუალებას ცვეთა დაერიცხება წრფივი მეთოდით, ხოლო მას საწარმო გამოიყენებს 5 წლის მანძილზე, რომლის შედეგადაც მისი ნარჩენი ღირებულება შეფასდება 1000 ლარად. ფინანსური აღრიცხვის მიხედვით წლიური ცვეთა ტოლი იქნება (7000-1000)/5=1200 ლარი. შესაბამისად ყოველთვიურად ქონებას უნდა დაერიცხოს 100 ლარი ცვეთა. თუ ქონება შევიძინეთ 2000 წლის 16 თებერვლიდან 14 მარტამდე გამოვა რომ ჩვენ მას 2000 წელს ვფლობდით 10 თვე და შესაბამისად 2000 წელში ცვედტის ოდენობა იქნება 1000 ლარი ხოლო ნარჩენი ღირებულება 7000-1000=6000 ლარი. ანუ აღნიშნული 6000 ლარი არის როგორც 2000 წლის ნარჩენი ღირებულება 31 დეკემბრის მდგომარეობით ისე 2001 წლის 1 იავნვრის ღირებულება. რადგანაც ცნობილია რომ 2001 წელში ქონებას დაერიცხება ცვეთა 1200 ლარი გამოდის რომ 2001 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ნარჩენი ღირებულება 6000-1200=4800 ლარის ტოლი იქნება.
თვეები | თვიური ცვეთის გაანგარიშების ბაზა | თვიური ცვეთის თანხა | დაგროვილი ცვეთა | აქტივის საბალანსო ღირებულება თვის ბოლოსათვის |
---|---|---|---|---|
6000 | ||||
1 | 1200/12= | 100 | 100 | 5900 (6000-100) |
2 | 1200/12= | 100 | 200 | 5800 (6000-200) |
3 | 1200/12= | 100 | 300 | 5700 (6000-300) |
4 | 1200/12= | 100 | 400 | 5600 (6000-400) |
5 | 1200/12= | 100 | 500 | 5500 (6000-500) |
6 | 1200/12= | 100 | 600 | 5400 (6000-600) |
7 | 1200/12= | 100 | 700 | 5300 (6000-700) |
8 | 1200/12= | 100 | 800 | 5200 (6000-800) |
9 | 1200/12= | 100 | 900 | 5100 (6000-900) |
10 | 1200/12= | 100 | 1000 | 5000 (6000-1000) |
11 | 1200/12= | 100 | 1100 | 4900 (6000-1100) |
12 | 1200/12= | 100 | 1200 | 4800 (6000-1200) |
შესაბამისად ქონების გადასახადი სრული 2001 წელზე იქნება ((6000+4800)/2)*1%=54 ლარი.
მეორე შემთხვევაში, რადგანაც საწყისი საბალანსო ღირებულება არ არსებობს, მის მაგივრად იწერება 0, ხოლო ქონების გადასახადის ფორმულას აქვს შემდეგი სახე:
- ქონების გადასახადი=(0 + ძ. ს. ნარჩენი საბალანსო ღირებულება)/2 * 1%
მესამე შემთხვევაში, რადგანაც საბოლოო ნარჩენი საბალანსო ღირებულება არ არსებობს, მის მაგივრად იწერება 0, ხოლო ქონების გადასახადის ფორმულას აქვს შემდეგი სახე:
- ქონების გადასახადი=(ძ. ს. საწყისი საბალანსო ღირებულება + 0)/2 * 1%
მეორე და მესამე შემთხვევის უკეთ გაანალიზება შესაძლებელია ერთი ძირითადი საშუალების მაგალითზე:
დავუშვათ რომ გავიხილავთ ზემოთმოყვანილ მაგალითს სადაც ცნობილია რომ საწყისი საბალანსო ღირებულება ერთი ორგანიზაციისათვის იყო 6000 ლარი, ხოლო თუ მის რეალიზაციას წლის რომელიმე რიცხვში მოახდენდა მისი წლის ნარჩენი საბალანსო ღირებულება 0-ის ტოლი იქნება, შესაბამიოსად სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებული არის (6000+0)/2*1%=30 ლარის ქონების გადასახადით. მეორე ორგანიზაცია კი რომელიც აღნიშნულ ქონებას შეიძენდა სახლმწიფოს წინაშე ვალდებული იქნებოდა (0+4800)/2*1%=24 ლარის ქონების გადასახადით. ჯამში სახელმწიფო აღნიშნული ქონებიდან, როგორც პირელ შემთხვევაში ასევე მეორე/მესამე შემთხვევებში ღებულობს ქონების გადასახადის მის კუთვნილ 54 ლარს.
მეოთხე შემთხვევაში, ერთსა და იმავე წელს მოხდა ძირითადი საშუალების როგორც შეძენა ასევე მისი გასხვისება (მაგ: ძ. ს. შეძენილია იანვრის დასაწყისში და რეალიზებულია დეკემბრის ბოლოს. აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს ე. წ. საწყისი და ნარჩენი ღირებულებები წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის) მაშინ ორგანიზაციას არ ეკისრება ქონების გადასახადი.
არასრული წელი
რედაქტირებაარასრულ წლად ითვლება ორგანიზაციის დაფუძნების წელი.
§8. თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
— საქართველოს საგადასახადო კოდექსი, IX კარი, XXIX თავი, მუხლი 205.
- თუ ძირითადი საშუალება შეძენილია ორგანიზაციის დაფუძნების წელს (აღნიშნული წელი შეიძლება მერყეობდეს 1-11 თვემდე), ქონების გადასახადი ითვლება შემდეგნაირად:
- ქონების გადასახადი=(0 + ძ. ს. ნარჩენი საბალანსო ღირებულება)/2*1%*(თვეების რაოდენობა/12)
სადაც თვეების რაოდენობა გამოიანგარიშება იმის და მიხედვით თუ თვის რომელ რიცხვშია ორგანიზაცია დაფუძნებული (და არა რომელ რიცხვშია შეძენილი ძირითადი საშუალება — 15 რიცხვამდე თუ 15 რიცხვის შემდეგ).
მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს საგადასახადო კოდექსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-31. ციტირების თარიღი: 2016-02-01.