სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები (მატერიალური მარაგების შეფასების მეთოდები) — პრინციპები, რომლებითაც შესაძლებელია მარაგებიდან გასული და ნაშთად დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფინანსური ღირებულების დადგენა.
საბუღალტრო აღრიცხვა |
|
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები |
---|
ბასსი და ფასსი |
სააღრიცხვო პოლიტიკა |
მარაგების აღრიცხვის მეთოდები |
ანგარიშთა გეგმა |
მმართველობითი აღრიცხვა
რედაქტირებამმართველობითი აღრიცხვა დახარჯული მასალების შეფასებისათვის იყენებს ექვს მეთოდს:
- ინდივიდუალური თვითღირებულების მეთოდი - გამოიყენება ისეთი სახის მასალისა და დეტალებისათვის, რომელთაც მაღალი თვითღირებულება გააჩნიათ და შეიძლება საკუთარი თვითღირებულებით შევიდეს მზა პროდუქციის თვითღირებულებაში.
- საშუალო შეწონილის მეთოდი - ემყარება პერიოდის განმავლობაში შეძენილი ან წარმოებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო შეწონილ თვითღირებულებას.
- ფიფო მეთოდი (FIFO) - მიიჩნევა რომ მარაგებში პიველი შემოსული, პირველი გადის.
- ლიფო მეთოდი (LIFO) - მიიჩნევა რომ მარაგებში ბოლო შემოსული, პირველი გადის.
- ნიფო მეთოდი (NIFO) - მოითხოვს რომ მარაგებიდან გაცემული მასალები შეფასდეს მომავალში შესაძენი მასალების მოსალოდნელი ფასით.
- ნორმატიული მეთოდი - საწარმოში დადგენილია მასალების ნორმატიული ფასი. მარაგებიდან გასული და ნაშთად დარჩენილი მასალების შეფასება ხდება ნორმატიული ფასით, რომელიც ფაქტიურისაგან განსხვავდება.
ფინანსური აღრიცხვა
რედაქტირებაფინანსური აღრიცხვა ეყრდნობა ბასს-ისა და ფასს-ის სტანდარტებს. ბასს 2 ადგენს თვითღირებულების განსაზღვრის სამ მეთოდს:
- სპეციფიკური იდენტიფიკაციის მეთოდი - ცალკეული სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, რომლებიც არ არიან ურთიერთშემცვლელი, აგრეთვე სპეციფიკური პროექტისათვის წარმოებული საქონლისა და მომსახურეობის თვითღირებულება უნდა განისაზღვროს მათი ინდივიდუალური დანახარჯების სპეციფიკური იდენტიფიკაციით.
- ფიფო მეთოდი (FIFO) - ამ მეთოდის დროს მიიჩნევა რომ გაყიდვის შემთხვევაში მარაგებიდან გადის პირველად შესყიდული მატერიალური ფასეულობა და შესაბამისად საბოლოო ნაშთიც ითვლება ამ მეთოდიდან გამომდინარე.
- საშუალო შეწონილის მეთოდი - ემყარება პერიოდის განმავლობაში შეძენილი ან წარმოებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო შეწონილ თვითღირებულებას.
საგადასახადო აღრიცხვა
რედაქტირებასაგადასახადო აღირცხვა - საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხავად გამოიყენოს სამიდან ერთ-ერთი მეთოდი:
- ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდი - თითოეული მარაგი ფასდება ინდივიდუალურად.
- საშუალო შეწონილის მეთოდი - ემყარება პერიოდის განმავლობაში შეძენილი ან წარმოებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო შეწონილ თვითღირებულებას.
- ფიფო მეთოდი (FIFO) - მიიჩნევა რომ მარაგებში პიველი შემოსული, პირველი გადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ა. ხორავა "ბუღალტრული აღრიცხვა". თბილისი. 2008 წ.
- ი. ჭილაძე "მმართველობითი აღრიცხვა". თბილისი 2012 წ.