იმპორტის გადასახადი

იმპორტის გადასახადი — არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც ემატება საბაჟო ღირებულებას განაკვეთის სახით. საქართველოში იმპორტის გადამხდელად ითვლება ყველა, ვინც საბაჟოზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ქსპორტის მიზნისა.

ბუღალტრული აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

დაბეგვრის ობიექტი ამ საქონლის მთლიანი ღირებულებაა. შესაბამისად, არა მხოლოდ თვითღირებულება, არამედ გადაზიდვის და ყველა სხვა ქმედების ღირებულებაც, რომელიც ამ საქონლის ერთი ადგილიდან მეორემდე მიტანას ემსახურებოდა.[1]

გადასახადის გადამხდელი (მუხლი 195) რედაქტირება

იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.

დაბეგვრის ობიექტი (მუხლი 196) რედაქტირება

იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება.

იმპორტის გადასახადის განაკვეთები (მუხლი 197) რედაქტირება

დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს შემდეგი იმპორტის გადასახადები:

  • 12%-ით დასაბეგრი საქონელი.
  • 5%-ით დასაბეგრი საქონელი.
  • ალკოჰოლური სასმელები (მხოლოდ ჩამოთვლილი) - ამ ნაწილში აღნიშნული საქონელი იბეგრება იმპორტის გადასახადის შემდეგი განაკვეთებით (euro/%vol/HL ნიშნავს, რომ ერთ ჰექტოლიტრზე (100 ლიტრზე) გადასახდელი იმპორტის გადასახადის თანხა შეადგენს იმპორტის გადასახადის განაკვეთის ნამრავლს მოცემულ საქონელში ალკოჰოლის პროცენტული შემცველობის მაჩვენებელზე)
  • მსუბუქი ავტომნაქანები - საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტში მოქცევისას იმპორტის გადასახადის განაკვეთია 0,05 ლარი ავტომობილის ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე დამატებული იმპორტის გადასახადის თანხის 5 პროცენტი ავტომობილის ექსპლუატაციაში ყოფნის ყოველი წლისათვის.

გადასახადისაგან გათავისუფლება (მუხლი 199) რედაქტირება

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება ეხება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ჩამონათვალს, რომელიც პერიოდულად იცვლება. აღნიშნული გადასახადისაგან გათავისუფლებულთა უახლესი ჩამონათვალის ნახვა შეიძლება "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" თავი XXVIII, მუხლი 199-ში.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება