საშემოსავლო გადასახადი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საშემოსავლო გადასახადი — კერძო და იურიდიულ პირთა ფინანსური შემოსავლის დაბეგვრა. არსებობს სხვადასხვა სახის საშემოსავლო გადასახადის სისტემები, რომელიც ვარირებს ფიქსირებული გადასახადიდან პროგრესულ საგადასახადო სისტემამდე. გადასახადი, რომლითაც კომპანიების შემოსავალი იბეგრება ხშირად კორპორაციულ გადასახადად ან კორპორაციულ საშემოსავლო გადასახადად მოიხსენიება. კერძო პირის საშემოსავლო გადასახადი როგორც წესი ამ პირის მთლიანი შემოსავლიდან იბეგრება (გარკვეული კანონით დადგენილი დედუქციების შემდეგ), მაშინ როდესაც კორპორაციული საშემოსავლო გადასახადი იურიდიული პირის საბოლოო (ხარჯების გამოკლებით) შემოსავლიდან იქვითება.
საქართველოში საშემოსავლო გადასახადი შეადგენს დასაბეგრი თანხის 20%-ს.