ორისი
ორისი — ქართული კომპანია, რომელიც საქართველოში აწარმოებს და ყიდის კომპიუტერული პროგრამებს.
ისტორია
რედაქტირებაკომპანია „ორისი“ დაარსდა 1992 წელს. იგი კომპიუტერული პროგრამების წარმოების სფეროში და წარმოებული პროდუქტების მრავალფეროვნებით ლიდერთა რიცხვში შედის.
კომპანია უზრუნველყოფს ორგანიზაციებისათვის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებასა და კომპლექსურ მომსახურებას.
კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული სისტემებია:
- საბანკო სისტემა — BankNet.
- უნივერსალური საბუღალტრო და სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვის სისტემა — „ორის ბუღალტერია“.
- საფინანსო და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტალური სისტემა — „ორის მენეჯერი“.
- საცალო და საბითუმო ვაჭრობის სისტემა — Universe.
- სატელეკომუნიკაციო კომპანიის საანგარიშსწორებო სისტემა — TeleNet.
- საბირჟო ვაჭრობის სპეციალიზებული მართვის სისტემა — „კავკასიის ბირჟა“.
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის სისტემა — „დეპოზიტარი“.
- ავიაბილეთების აღრიცხვის სისტემა — AviaNet.
კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები გამოირჩევა მოქნილობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი მხრივ, მარტივად გადაწყვიტონ მათთვის კარგად ცნობილი სტანდარტული ამოცანები და მეორე მხრივ დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ადვილად შექმნან არატიპიური ამოცანები პროგრამირების პროფესიონალური ცოდნის გარეშე.