ძირითადი საშუალების ცვეთა

ძირითადი საშუალების ცვეთა (მატერიალური გრძელვადიანი ძირითადი საშუალების ცვეთა) — პერიოდული დანარიცხია რომლითაც მცირდება ძირითადი საშუალების თვითღირებულება. სხვაობას ძირითად საშუალებასა და აკუმულირებულ ცვეთას შორის ძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულება ანუ ნარჩენი ღირებულება ეწოდება.

ბუღალტრული აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ფინანსური აღრიცხვა რედაქტირება

ფინანსურ აღრიცხვაში არსებობს ცვეთის დარიცხვის შემდეგი მეთოდები:

წრფივი მეთოდი რედაქტირება

ცვეთის დარიცხვის წრფივი მეთოდი - გულისხმობს ცვეთის ერთი და იმავე თანხის დარიცხვას, გრძელვადიანი აქტივის მთელი მომსახურების ვადის მანძილზე. წრფივი მეთოდის დროს, ყოველი პერიოდის ცვეთის სიდიდე ერთმანეთის ტოლია და გაიანგარიშება აქტივის ცვეთადი ღირებულებისა და მისი მომსახურეობის ვადის თანაფარდობით.

წლიური ცვეთა (წრფივი მეთოდი)=(პირვანდელი ღირებულება-ნარჩენი ღირებულება)/სასარგებლო მომსახურეობის ვადა

წლები წლიური ცვეთის გაანგარიშების ბაზა წლიური ცვეთის თანხა დაგროვილი ცვეთა აქტივის საბალანსო ღირებულება წლის ბოლოსათვის
40000
1 (40000-5000)/5= 7000 7000 33000 (40000-7000)
2 (40000-5000)/5= 7000 14000 26000 (40000-14000)
3 (40000-5000)/5= 7000 21000 19000 (40000-21000)
4 (40000-5000)/5= 7000 28000 12000 (40000-28000)
5 (40000-5000)/5= 7000 35000 5000 (40000-35000)

შემცირებადი ნაშთის მეთოდი რედაქტირება

ცვეთის შემცირებადი ნაშთის მეთოდი - იწვევს ცვეთის კლებადი თანხების დარიცხვას აქტივის მომსახურეობის ვადის განმავლობაში. შემცირებადი ნაშთის მეთოდით ცვეთის დასარიცხავად უფრო ხშირად მიმართავენ შემდეგ მეთოდებს: ცვეთის გაორმაგებული ნორმის მეთოდი - დარიცხვა ხდება წრფივი მეთოდის ცვეთის გაორმაგებულ ნორმით არა აქტივის პირვანდელი ღირებულებიდან, არამედ შემცირებული ნაშთიდან.

პერიოდის წლიური ცვეთა (შემცირებადი ნაშთის მეთოდი)=აქტივის ნაშთი პერიოდის დასაწყისში*(2*პროცენტულ განაკვეთთან)

თუ ვიცით მხოლოდ აქტივით სარგებლობის წლების რაოდენობა, მაშინ პროცენტული სიდიდე განისაზღვრება ფორმულით:

პროცენტი=100%/წლები

წლები წლიური ცვეთის გაანგარიშების ბაზა წლიური ცვეთის თანხა დაგროვილი ცვეთა აქტივის საბალანსო ღირებულება წლის ბოლოსათვის
40000
1 40000*40%= 16000 16000 24000 (40000-16000)
2 24000*40%= 9600 25600 14400 (40000-25600)
3 14400*40%= 5760 31360 8640 (40000-31360)
4 8640*40%= 3456 34816 5184 (40000-34816)
5 40000-5000-34816= 184 35000 5000 (40000-35000)

რადგან ნარჩენი ღირებულება მეხუთე წლის ბოლოს უნდა იყოს 5000 ლარი, მაშინ ბოლო წელს ვარიცხავთ 184 ლარს.

რიცხვთა ჯამის მეთოდი რედაქტირება

ცვეთის რიცხვთა ჯამის მეთოდი - ცვეთის გასაანგარიშებელ ფორმულაში წილადის მნიშვნელად გამოიყენება ძირითადი საშუალების სასარგებლო მომსახურეობის ვადის ყველა წლის რიცხვითი მნიშვნელობის ჯამი. (მაგ: თუ აქტივის მომსახურეობის ვადა 4 წელია მაშინ რიცხვთა ჯამი ტოლი იქნება 1+2+3+4=10). რიცხვთა ჯამი=N*(N+1)/2 (მაგ: 4*(4+1)/2=10)

პერიოდის წლიური ცვეთა (რიცხვთა ჯამის მეთოდი)=დარჩენილი წლების რაოდენობა*ცვეთადი ღირებულება/რიცხვთა ჯამი

წლები წლიური ცვეთის გაანგარიშების ბაზა წლიური ცვეთის თანხა დაგროვილი ცვეთა აქტივის საბალანსო ღირებულება წლის ბოლოსათვის
40000
1 (40000-5000)*5/15= 11667 11667 28333 (40000-11667)
2 (40000-5000)*4/15= 9333 21000 19000 (40000-21000)
3 (40000-5000)*3/15= 7000 28000 12000 (40000-28000)
4 (40000-5000)*2/15= 4667 32667 7333 (40000-32667)
5 (40000-5000)*1/15= 2333 35000 5000 (40000-35000)

წარმოების ერთეულთა ჯამის მეთოდი რედაქტირება

ცვეთის წარმოების ერთეულთა ჯამის მეთოდი - ცვეთა ირიცხება აქტივების მოსალოდნელი გამოყენების ან წარმოებული პროდუქციის საფუძველზე.

წლები მწარმოებლურობა წლიური ცვეთის გაანგარიშების ბაზა წლიური ცვეთის თანხა დაგროვილი ცვეთა აქტივის საბალანსო ღირებულება წლის ბოლოსათვის
40000
1 19000 19000*0.35= 6650 6650 33350 (40000-6650)
2 24000 24000*0.35= 8400 15050 24950 (40000-15050)
3 18000 18000*0.35= 6300 21350 18650 (40000-21350)
4 19000 19000*0.35= 6650 28000 12000 (40000-28000)
5 20000 20000*0.35= 7000 35000 5000 (40000-35000)

ფინანსური აღრიცხვაში ძირითად საშუალებებს ცვეთა ერიცხებათ ყოველთვიურად.

  • თუ ძირითადი საშუალების საწყისი ნაშთი 1 იანვრისთვის ცნობილია, მაშინ ძირითად საშუალებაზე დაირიცხება წლიური ცვეთა სრულად.
  • თუ წელიწადი არასრულია მაშინ მიმდინარე პერიოდის ცვეთა დაიანგარიშება ფორმულით:

ცვეთა=(მიმდინარე პერიოდის წლიური ცვეთა)X(არასრული წლის თვეთა რიცხვი)/12

არასრული წლის თვეთა რიცხვი იცვლება იმის დ ამიხედვით თუ როდისაა ძირითადი საშუალება აღრიცხვაზე აყვანილი. თუ თვის 1-15 რიცხვებში უწევს მაშინ არასრული თვე აიღება როგორც ერთი თვე, ხოლო თუ 16-30 რიცხვებში მაშინ არ ხდება მისი თვედ აღიარება.

  • 14 იანვარი - იანვრის არასრული თვე + სრული 11 თვე. რადგანაც გვაქვს რიცხვი 14, ესე იგი არასრული თვე იანვარი აღიარდება როგორც ერთი თვე და გამოვა 1+11=12 თვე.
  • 20 ივნისი - ივნისის არასრული თვე + სრული 6 თვე. რადგანაც გვაქვს რიცხვი 20, ესე იგი არასრული თვე ივნისი არ აღიარდება როგორც ერთი თვე და გამოვა 0+6=6 თვე.
  • 25 დეკემბერი - მარტო დეკემბრის არასრული თვე. რადგანაც გვაქვს რიცხვი 25, ესე იგი არასრული თვე დეკემბერი არ აღიარდება როგორც ერთი თვე და შესაბამისად ცვეთა არ დაირიცხება 15-31 დეკემბერს შეძენილი/აღრიცხვაზე აყვანილ ძირითად საშუალებაზე.

მაგალითი რედაქტირება

დავუშვათ ძირითადი საშუალება შესყიდულია პირველი წლის 17 სექტემბერს და გაყიდულია მეოთხე წლის 25 ივნისს.

წლები წრფივი ცვეთა შემცირებადი ნაშთის ცვეთა რიცხვთა ჯამის ცვეთა ცვეთა მწარმოებლურობით
1 1750
(7000*1/4)
4000
(16000*1/4)
2916.75
(11667*1/4)
1662.50
(6650*1/4)
2 7000
5250(7000*3/4)+1750(7000*1/4)
14400
12000(16000*3/4)+2400(9600*1/4)
11083.50
8750.25(11667*3/4)+2333.25(9333*1/4)
7087.50
4987.50(6650*3/4)+2100(8400*1/4)
3 7000
5250(7000*3/4)+1750(7000*1/4)
8640
7200(9600*3/4)+1440(5760*1/4)
8640
6999.75(9333*3/4)+1750(7000*1/4)
7875
6300(8400*3/4)+1575(6300*1/4)
4 3500
(7000*3/4)2/3
2880
(5760*3/4)2/3
5250
(7000*3/4)2/3
2362.50
(6300*3/4)2/3

რადგანაც შესყიდვა 17 სექტემბერს მოხდა, შესაბამისად წლიური (12 თვიანი) პერიოდი იწყება ოქტომბრის 1 რიცხვიდან (17 სექტემბერი ერთ თვედ ვერ ჩაითვლება) და თითოეული კალენდარული წელი იყოფა წინა წლის 9 თვისა და შემდგომი წლის ცვეთის 3 თვისაგან. შესაბამისად ერთი სრული წელი შედგება 9/12 და 3/12 ნაწილებისაგან. მაგალითებიდან ჩანს, რომ თუ ვისარგებლებთ წრფივი დარიცხვის მეთოდით მაშინ ზედმეტი დათვლისაგან შეიძლება თავი ავირიდოთ და დავარიცხოთ პირდაპირ 7000 ლარი წლიურად.

ბუღალტრული გატარებები რედაქტირება

ცვეთის დარიცხვა ცვეთის ჩამოწერა
დ. 1630 - დაუმთავრებელი წარმოება
(ხარჯების ფუნქციური დანიშნულების მიხედვით აღრიცხვის დროს)
დ. 2120 - დაუმთავრებელი მშენებლობა
(მშენებლობაზე გამოყენებული აქტივების ცვეთა)
დ. 7170 - ცვეთა და ამორტიზაცია
(საწარმოო დანიშნულების აქტივების ცვეთა)
დ. 7390 - მიწოდების სხვა ხარჯები
(საქონლის მიწოდების მიზნით გამოყენებული აქტივების ცვეთა)
დ. 7455 - ცვეთა და ამორტიზაცია
(საერთო და ადმინისტრაციული დანიშნულების აქტივების ცვეთა)
კ. 2200 - ძირითადი საშუალების ცვეთა
დ. 2200 - ძირითადი საშუალების ცვეთა
კ. 2100 - ძირითადი საშუალებები

საგადასახადო აღრიცხვა რედაქტირება

საგადასახადო აღრიცხვაში ძირითად საშუალებებს ცვეთა ერიცხება ყოველწლიურად.

საგადასახადო აღრიცხვის კუთხით, ძირითად საშუალებაზე ირიცხება წლიური ცვეთა მიუხედავად იმისა სრულია წელი თუ არა. ანუ როგორც 1 იანვარს შეძენილ ასევე 31 დეკემბერს შეძენილ ძირითად საშუალებას ერიცხებათ ერთი და იგივე სიდიდის წლიური ცვეთა.

საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით რედაქტირება

 
„1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

3. ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით:

2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.“
ჯგუფის ნომერი ძირითადი საშუალებები ამორტიზაციის ნორმა,%
1
მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა.
20%
2
სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა.
20%
3
სარკინიგზო, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელ-გენერატორები,ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები.
8%
4
შენობები, ნაგებობები.
5%
5
ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში.
15%

1000 ლარამდე ღირებული ძირითადი საშუალება რედაქტირება

ფინანსური აღრიცხვისაგან განსხვავებით საგადასახადო აღრიცხვაში ის ძირითადი საშუალებები რომელთა საბალანსო ღირებულება 1000 ლარამდეა, მათზე ცვეთის დარიცხვა აღარ გრძელდება და პირდაპირ ჩამოიწერება მიმდინარე პერიოდის ხარჯებში, მაგრამ აღრიცხვა გრძელდება ფინანსურ აღრიცხვაში, რათა მოხდეს ქონების გადასახადის სრულფასოვანი დაანგარიშება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ა ხორავა. "ბუღალტრული აღრიცხვა" თბილისი 2008 წ.

სქოლიო რედაქტირება