მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება)
მოთხოვნები — კომპანიის დებიტორული დავალიანება, რომელიც წარმოექმნება კომპანიას სხვა ფიზიკურ თუ იურიდულ პირებთან ურთიერთობისას. მოთხოვნები თავისი შინაარსით წარმოადგენს კომპანიის აქტივს, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას მრავალი მიზეზის გამო: პროდუქციის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურეობის გაწევა, მომწოდებლებისათვის გადახდილი ავანსები, გაცემული სესხები და სხვა.
საბუღალტრო აღრიცხვა |
|
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები |
---|
ბასსი და ფასსი |
სააღრიცხვო პოლიტიკა |
მარაგების აღრიცხვის მეთოდები |
ანგარიშთა გეგმა |
მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები
რედაქტირებაგანასხვავებენ მოკლევადიან და გრძელვადიან მოთხოვნებს. მოკლევადიანია ის მოთხოვნები რომელთა დაფარვა მოსალოდნელია წარმოქმნიდან ერთი წლის მანძილზე, ხოლო გრძელვადიანი კი ის მოთხოვნები, რომელთა დაფარვა მოსალოდნელია წარმოქმნიდან 12 თვის შემდეგ.
ძირითადი ანგარიშები:
მოკლევადიანი მოთხოვნები | გრძელვადიანი მოთხოვნები |
---|---|
1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან | 2310 - მიღებული გრძელვადიანი თამასუქები |
1415 - გამოქვითული საეჭვო მოთხოვნები | 2320 - ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნები |
1420 - მოთხოვნები მეკავშირე საწარმოს მიმართ | 2330 - მოთხოვნები საწესდებო კაპიტალის შევსებაზე |
1430 - მოთხოვნები საწარმოს პერსონლის მიმართ | 2340 - გადავადებული საგადასახადო აქტივები |
1440 - მოთხოვნები ხელმძღვანელებისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრების მიმართ | 2390 - სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები |
1450 - მოთხოვნები პარტნიორებზე გაცემული სესხიდან | |
1460 - კაპიტალის შევსებაზე პარტნიორების გრძელვადიანი დავალიანების მიმდინარე ნაწილი | |
1470 - გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილი | |
1480 - მომწოდებელზე გადახდილი ავანსები | |
1490 - სხვა მოთხოვნები | |
1810 - მისაღები დივედენდები | |
1820 - მისაღები პროცენტები | |
1890 - სხვა დარიცხული მოთხოვნები |
დამატებითი ანგარიშები:
დამატებითი ანგარიშების დასახელება | ანგარიშის მიზანი |
---|---|
1416 - კერძო საეჭვო მოთხოვნების კორექტირება | 1415 ანგარიშისაგან დამოუკიდებლად აღსაღრიცხვი კერძო საეჭვო მოთხოვნები |
1417 - მოთხოვნებზე ფასდათმობის კორექტირება | |
1431 - მატერიალურად პასუხისმგებელი პირი | ანგარიში რომელზეც აღირიცხება თანამშრომელზე ჩაბარებული მატ-ტექნიკური მარაგი |
1477 - მოკლევადიანი მოთხოვნები ფინანსური იჯარიდან | გრძელვადიანი ფინანსური იჯარის მიმდინარე ნაწილი |
1891 - მოთხოვნები იჯარაზე | პერიოდული მოთხოვნები იჯარაზე |
მოთხოვნის აღრიცხვა რეალიზაციის შემთხვევაში
რედაქტირებამოთხოვნის წარმოქმნა | მოთხოვნის დაფარვა |
---|---|
მყიდველზე საქონელის მიწოდება:
|
მყიდველის მიერ თანხის გადახდა:
|
მოთხოვნის აღრიცხვა ფასდათმობის შემთხვევაში
რედაქტირებაფასდათმობის აღრიცხვა შეიძლება ორი მეთოდით:
- I. ოპერაციის აღრიცხვა მთლიანი თანხის მეთოდით
მოთხოვნის წარმოქმნა | მოთხოვნის დაფარვა |
---|---|
საქონლის რეალიზაცია
|
მყიდველის მიერ ფასდათმობის(2%) გამოყენება.
|
- II. ოპერაციის აღრიცხვა წმინდა თანხის მეთოდით
მოთხოვნის წარმოქმნა | მოთხოვნის დაფარვა |
---|---|
საქონლის რეალიზაცია:
|
თანხის დროული გადახდა:
|
ვალდებულების დარიცხვა (ფასდათმობის გამოუყენებლობის შემთხვევაში):
|
თანხის გადახდა:
|
უიმედო და საეჭვო მოთხოვნები
რედაქტირებასხვადასხვა მიზეზთა გამო პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნები სრულად დაფარვას არ ექვემდებარება. ამიტომ ფინანსურ აღრიცხვაში მიღებულია ნაწილი მოთხოვნების როგორც საეჭვო მოთხოვნებად აღიარება. აღნიშნული ნაწილი აიღება წინა პერიოდების გამოცდილებიდან. ბასს-18 მიხედვით:
პრაქტიკაში დადგენილია საეჭვო მოთხოვნების დათვლის ორი ხერხი:
- მოთხოვნის ნაშთის ხანგრძლივობის რანჟირების მეთოდი.
- პროცენტული გამოთვლის მეთოდი, (ნეტო რეალიზაციიდან, ნეტო კრედიტით რეალიზაციიდან ან წლის ბოლოს გაუნაღდებელი მოთხოვნების თანხიდან).
პრაქტიკაში მიღებულია პროცენტული მეთოდი ნეტო კრედიტით რეალიზაციიდან.
"1415 - საეჭვო მოთხოვნების" ანგარიშის წარმოება მიმდინარეობს შემდეგნაირად. წლის ბოლოს კრედიტის მხარეს დაერიცხება დათვლილი სავარაუდო ოდენობა საეჭვო მოთხოვნებისა, ხოლო ხარჯად აღიარდება საბოლოო ნაშთს დაკლებული საწყისი ნაშთი. თუ საწყისი ნაშთი ნულია მაშინ საბოლოო ნაშთი სრულად გაიქვითება ხარჯებში. ასევე იმ მიზეზთა გამო, რასაც ჰქვია უიმედო დავალიანების გაცოცხლება და გაზრდა, გავლენას ახდენს მიმდინარე პერიოდში ხარჯებში გასაქვით თანხაზე.
მოთხოვნის წარმოქმნა | მოთხოვნის დაფარვა |
---|---|
უიმედო მევალეების ფაქტობრივი ზრდა.
|
უიმედო მევალეების ფაქტობრივი შემცირება.
|
მიმიდინარე პერიოდში თუ ადგილი აქვს საწყისიდან საბოლოომდე ნაშთის ზრდას მაშინ სხვაობა ტარდება შემდეგნაირად:
|
თუ პირიქით მაშინ:
|
დარიცხული მოთხოვნები
რედაქტირებადარიცხული მოთხოვნები ეს ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც კომპანიას პერიოდულად ერიცხება, სხვადასხვა აქტივების დროებით სარგებლობაში გაცემის სანაცვლოდ. იქიდან გამომდინარე რომ მისაღები დივიდენდი და მისაღები პროცენტები მიღების შემთხვევაში კომპანიისათვის წარმოადგენს ეკონომიკურ შემოსავალს, საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე გადასახადით იბეგრება მხოლოდ პროცენტით მიღებული შემოსავალი. იურიდიულ პირებს შორის განაწილებული დივიდენდი, ფიზიკურ პირებზე გაცემებისაგან განსხვავებით, გადასახადით არ იბეგრება.
მოთხოვნების დარიცხვა | მოთხოვნების დაფარვა |
---|---|
მისაღები დივიდენდები:
|
დივიდენდების მიღება:
|
მისაღები პროცენტები:
|
პროცენტების მიღება:
|
მოთხოვნები იჯარაზე:
|
საიჯარო ქირის მიღება:
|
მოთხოვნების აღრიცხვა უცხოური ვალუტით ანგარიშსწორებისას
რედაქტირებამოთხოვნის წარმოქმნა | მოთხოვნის დაფარვა |
---|---|
20 ნოემბერი, საქონლის რეალიზაცია 1000$. - კურსი 1.6
|
31 დეკემბერი, მოთხოვნის გადაფასება 1000$. - კურსი 1.55
20 იანვარი, მყიდველის მიერ მოთხოვნის დაფარვა 1000$. - კურსი 1.65
|
- ყურადღებით! მოთხოვნები (საავანსო მოთხოვნებისაგან განსხვავებით), თუკი უცხოურ ვალუტაში არიან წარმოშობილნი, მათი გადაანგარიშება ხდება წლის ბოლოს საბოლოო სავალუტო კურსით.
საავანსო მოთხოვნის აღრიცხვა
რედაქტირებამოთხოვნის აღრიცხვა თანხის ავანსად გადახდის შემთხვევაში
რედაქტირებამოთხოვნის წარმოქმნა | მოთხოვნის დაფარვა |
---|---|
ავანსად ფულის ჩარიცხვა:
|
ავანსის გადაფარვა საქონლის რეალიზაციით:
|
- შენიშვნა! თუ ბუღალტრული გატარებებისას ავანსების დროსაც, სიმარტივისთვის ვსარგებლობთ მხოლოდ 1410 ანგარიშით, საბუღალტრო პროგრამა, რომელიც მოთხოვნის ანგარიშს გადააფასებს წლის ბოლოს არსებული კურსით, წარმოშობს ცვლილებას, რადგანაც ავანსებზე (3120 ანგარიშზე) გატარების შემთხვევაში უცხოურ ვალუტაში წარმოშობილი ავანსები გადაიანგარიშება იმ თანხითა და თარიღით, როდესაც ის დასაწყობდება, შესაბამისად წლის ბოლოს გამოთვლილი მოგება-ზარალი განსხვავებული გამოვა. ამიტომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ დაკავებული ვართ უცხოურ ვალუტაში რეალიზაციით, 3120 ანგარიშის გამოყენება სავალდებულოა.
საავანსო მოთხოვნების აღრიცხვა უცხოური ვალუტით ანგარიშსწორებისას
რედაქტირებამოთხოვნის წარმოქმნა | მოთხოვნის დაფარვა |
---|---|
ავანსად ფულის ჩარიცხვა 25 მარტი 20 000 $, კურსი 1.5:
|
ავანსის გადაფარვა საქონლის რეალიზაციით 13 იანვარი, 5 000$, კურსით 1.18:
13 იანვარი, საავანსო მოთხოვნის 5 000$-ის გადაფასება 1.5 და 1.18 კურსთაშორის სხვაობით — 1600 ლარით
მყიდველზე საქონელის მიწოდება, 5 000$, კურსით 1.18:
დარჩენილი ნაშთის 15 000$-ის გადაფასება ხდება მხოლოდ მისი შემდგომი რეალიზაციით ჩახურვის დროს. |
- შენიშვნა! სავაანსო მოთხოვნების ნაშთის გადაანგარიშება წლის ბოლოს საბოლოო სავალუტო კურსით არ ხდება. ის რჩება იმ კურსით ეკვივალენტი ლარში, რა კურსითაც ის აისახა ბალანსში, წარმოშობის მომენტში.
- ავანსების გადაანგარიშება ხდება, როდესაც ავანსი გადაიხურება დასაქონლებული ნაწილით, ხოლო გადაანგარიშება დასაქონლებისდროინდელი თარიღით (და არა წლის ბოლოს). ნაშთის დარჩენის შემთხვევაში წლის ბოლოს არ გადაიანგარიშება არამედ რჩება წარმოშობისდროინდელი კურსით.
ლიტერატურა
რედაქტირება- "მთავარი ბუღალტერი". №1, 2007 წ.
- "ბუღალტრული აღიცხვა" ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. 2008 წ.
- "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" რ. ძაძამია. თბილისი. 2008