ძირითადი ანგარიშები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძირითადი ანგარიშები არის ისეთი ანგარიშები, რომლისგანაც ყალიბდება ბუღალტრული ბალანსი. თავად სიტყვა გვამცნობს, რომ ეს ანგარიშები არის არსებითი, რომლისაგანაც შედგება საწარმო ან ორგანიზაცია, რადგან ისინი აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე პროცესებში და წარმოადგენენ ფირმის,ან ორგანიზაციის საკუთრებას. იგი იყოფა ოთხ ძირითად ჯუფად:

  1. ინფორმაციული ანგარიშები, სხვანაირად ინვენტარული ანგარიშები;
  2. ფონდების;
  3. ანგარიშწორებათა ანგარიშები;
  4. საოპერაციო ანგარიშები.

ინფორმაციულ ანგარიშებზე აისახება ფულად–მატერიალური საშუალებები. ისინი, რომელიც შეიძლება დავითვალოთ, გავზომოთ, ავწონოთ და ა.შ., როგორიცაა მასალები, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები, მზა პროდუქცია და სხვა. ეს ანგარიშები აქტიური ანგარიშები არიან.

ფონდების ანგარიშების ამსახველია ქონების და სოციალური დანიშნულების ფონდები, როგორიცაა საწესდებო ფონდები და სპეციალური ფონდები. ისინი მიუთითებენ საწარმოს საკუთარი საშუალების წარმომქმნელ წყაროებზე: დამფუძვნებელთა მიერ ქონების შემოტანაზე ორგანიზაციაში, მიღებული მოგების სხვადასხვა სპეციალური დანიშნულებით გამოყოფაზე და სხვა. ეს პასიური ანგარიშია.

ანგარიშწორებათა ანგარიშები ასახავენ ორგანიზაციის ნებისმიერი სახის ფინანსურ ურთიერთობას,როგორიცაა ბიუჯეტთან, დაზღვევის ორგანოებთან, ანგარიშვალდებულ პირებთან, თანამშრომელთა ხელფასი, ბანკებთან და სხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან. ისინი წარმადგნენენ პასიურ ანგარიშებს.

საოპერაციო ანგარიშებია ის ანგარიშები, რომელზეც აისახება გარკვეული სამეურნეო ოპერაციები და მათი შედეგები. ამ ანგარიშებს საკალკულაციო ანგარიშებს უწოდებენ, რადგან აქ თავს იყრის წარმოებაზე გაწეული ხარჯები და მათი გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით, დანიშნულებისამებრ.