საბუნებისმეტყველო ფილოსოფია
ნატურფილოსოფია (ლათ. natura — ბუნება), ასევე საბუნებისმეტყველო ფილოსოფია (ლათ. philosophia naturalis) — მცდელობა აიხსნას ბუნება სამეცნიერო მეთოდებით მიღებული შედეგების საფუძველზე, რათა შესაძლებელი გახდეს ზოგიერთ ფილოსოფიურ საკითხებზე პასუხის გაცემა. სწავლობს მნიშვნელოვან საბუნებისმეტყველო მცნებებს (სუბსტანცია, მატერია, ძალა, სივრცე, დრო, სიცოცხლე, განვითარება, ბუნების კანონი), ასევე ბუნებრივი მოვლენების კანონზომიერებისა და მათ შორის კავშირის შემეცნებას.
მეცნიერების სხვადასხვა ფორმები ისტორიულად ფილოსოფიისგან, ან უფრო კონკრეტულად ნატურფილოსოფიისგან განვითარდა. ძველ უნივერსიტეტებში ოდითგანვე არსებულ საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის კათედრას ამჟამად ფიზიკის პროფესორები განაგებენ. მეცნიერებისა და მეცნიერთა თანამედროვე გაგება მე-19 საუკუნიდან მომდინარეობს. მანამდე კი სიტყვა "მეცნიერება" უბრალოდ ცოდნას ნიშნავდა და გაგება "მეცნიერი" როგორც ასეთი არ არსებობდა. ისააკ ნიუტონის 1687 წლის მეცნიერული ტრაქტატი ცნობილია როგორც "ნატურფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები".
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „საბუნებისმეტყველო ფილოსოფია“ ვიკისაწყობში.