ოქტომბერი - 2011 წლის მეათე თვეა. დაიწყო შაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ, ორშაბათს.
|
- კორპორაცია „Apple“-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მის მიერ დაარსებული კომპანია უკვე დიდი ხანია მსოფლიოში უნაკლო ხარისხისა და სტილის სიმბოლოა. (1 არხი)
- ქიმიის დარგში 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად გამოცხადდა დანიელ შეხტმანი ისრაელიდან. შეხტმანმა აღმოაჩინა „კვაზიკრისტალები“, რომელთა არსებობა მანამდე შეუძლებლად იყო მიჩნეული და ამით „ძირეულად შეიცვალა ქიმიკოსთა წარმოდგენა მყარ მატერიაზე“. (რადიო თავისუფლება)
|
|
- კონცერტები, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენები, ხილისა და ღვინის ფესტივალი, ტრადიციული ტივით სეირნობა და გრანდიოზულ საწნახელში ყურძნის დაწურვა – თბილისობა 2011 დაიწყო. დღესასწაულის მთავარ მოვლენებს ძველი თბილისი, რიყის პარკი, აბანოთუბანი, მეიდანი და ევროპის მოედანი უმასპინძლებს. წლევანდელი თბილისობის დღესასწაული სამ დღეს გაგრძელდება. (1 არხი)
|
|
- მუსიკოსი, თბილისის კონსერვატორიის კათედრის გამგე ვაჟა ჩაჩავა გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ლა-სკალას, ლიცეოს, ჰამბურგის, დრეზდენის ოპერის თეატრებში მოღვაწეობდა. იყო ვერდის მეგობართა საზოგადოების საპატიო წევრი. წლების განმავლობაში იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. ვაჟა ჩაჩავას სამშაბათს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. (1 არხი)
- ანომალიური სიცხე ევროპაში მოულოდნელმა თოვლმა შეცვალა. ერთ ღამეში ჰაერის ტემპერატურა ავსტრიასა და ხორვატიაში + 30-დან 0 გრადუსამდე დაეცა. ხორვატიაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ბელოვარში ხანძარი გაუჩნდა მოხუცებულთა თავშესაფარს, დაიღუპა 4 ადამიანი, 11 კი დაშავდა. (1 არხი)
|