მომხმარებლის განხილვა:Zangala/არქივი 32

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala თემაში გულწრფელად რომ გითხრათ
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

რობ ზომბი

რედაქტირება

გამარჯობა, ცანგალა. თარგი:დაბადების წელი და ასაკი რატომ ამოიღე რობ ზომბიდან? Gobrona განხილვაწვლილი 19:13, 26 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

მართალი ხარ. ასაკის ამოგდება არ მინდა. უბრალოდ იქ იყო თარგი. თარგში ეწერა ყველაფერი, ოღონ სტატიაში ჩანდა მხოლოდ თვე რიცხვის გარეშე. მე კი მსურს რიცხვიც ეწეროს. თუ შეგიძლია გაასწორე. მადლობა.-- ცანგალა 19:21, 26 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

გავასწორე, ჩემი შეცდომა ყოფილა :) Gobrona განხილვაწვლილი 19:26, 26 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

@Gobrona: — ინფორმაციისთვის: როდესაც წერია ამერიკელი მომღერალი და ა. შ. ამერიკელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბმული აშშ-ზე. დაკონკრეტებაა საჭირო. -- ცანგალა 19:54, 26 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

კალე-ი ბუგურტი

რედაქტირება

ცანგალა, შენ გეცოდინება: კალე-ი ბუგურტი თუ ყალე-ი ბუგურტი? Gobrona განხილვაწვლილი 10:13, 27 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#თურქული — ამით ვხელმძღანელობ. რაც შეეხება Qq — ქ, გ, ხ, ყ, გამონაკლისი კ — კახი. Xx — ხ, Ə — სიტყვის დასაწყისში — ა. მეჰმანმა იცის. წესით ვიკიში სპეციალისტი გვჭირდება. ვეძებ და იქნებ თბილისში ჩასვლისას მოვიძიო.-- ცანგალა 10:33, 27 იანვარი 2018 (UTC)პასუხი
ახლა, თურქული რომ იყოს იქნებოდა, მაგრამ აზერბაიჯანულიდან ბევრი ვარიაცია აქვს და ამიტომ ან უნდა იყოს, ან . თუ ამ ნაგებობას ყიზყალასი ჰქვია, მაშინ სავარაუდოთ ამასაც უნდა. --Mehman 97 10:44, 27 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

"მიხეილ ნანეიშვილი" სტატია ჩავასწორე და მიშველე

რედაქტირება

ცანგალ, ძველი gvz ვარ და ვერ განვაახლე და მიშველე ფოტოც ვერ ავტვირთე რაღაც შეცდომას მაძლევს Ze.giorgi განხილვაწვლილი 07:54, 29 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

@Ze.giorgi: აქ დეტალურად წერია როგორ უნდა აიტვირთოს ახალი ფაილი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის--დათო1010 07:20, 29 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

მადლობა, ჯერ არ მქონია ატვირთვის უფლება, პატარა ვარ :) Ze.giorgi განხილვაწვლილი 07:57, 29 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

ლაკმუსი

რედაქტირება

გამარჯობა! გთხოვ ამას გადახედე. მსგავსი ადრე მეც მომივიდა და რამის წაიშალა სტატია. გიო ოქრო 16:24, 1 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

გავითვალისწინებ. უი წაუშლია. უპს.-- ცანგალა 11:15, 3 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

გმადლობთ

რედაქტირება

გმადლობთ.

ყურადღება მივაქციე.--Nariman.58 განხილვაწვლილი 08:52, 3 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

ვსევოლოდ ზენკოვიჩი

რედაქტირება

ვსევოლოდ ზენკოვიჩი — გარდაცვალების რიცხვი ერთი წერია, ხოლო კატეგორიაში მეორე, მიზეზს ხომ ხვდები რატომაც ?. - OTOGI Messages 20:15, 4 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

მგონი 5 მაგივრად 8 აკრიფე სიჩქარეში. კატეგორიას იღებს ვიკიმონაცემებიდან (ე. ი. სწორია). სტატიაში უნდა ჩასწორდეს. ტექსტშის ჩასასწორებელია „ვსევოლოდ ზენკოვიჩი დაიბადა 1910 წლის 22 თებერვალს, “-- ცანგალა 20:41, 4 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
დაბადების რიცხვს ჩავასწორებ, მაგრამ გარდაცვალების რიცხვი ქართული აკადემიური წყაროების მიხედვით 18 აგვისტოა. ვიკიმონაცემები აკადემიური წყარო არ არის, აკადემიური წყაროა კონკრეტული ლიტერატურა, ხოლო ასეთს ვერ ვხედავ. - OTOGI Messages 20:44, 4 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

@Otogi: ქსე-სა და დსე -ებში არ წერია გარდაცვალების თარიღი. ეტყობა მაშინ ცოცხალი იყო. შენ საიდან აიღე?-- ცანგალა 20:55, 4 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

ენციკლოპედია „საქართველო“. - OTOGI Messages 20:59, 4 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

კივი

რედაქტირება

გამარჯობა. შეგიძლია ქსე-ში გადაამოწმო კივი (ფრინველი) რა სახელითაა შეტანილი. მგონი კივისნაირნი უნდა იყოს. გიო ოქრო 09:38, 8 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

უნდა იყოს კივისნაირნი — რატომ გადავიტანე კივიზე? Apterygiformes გერმანულში კივიზე გადადის და ალბათ იმიტომ გადავიტანე. მაშინ ენათშორისო ბმულები შესაცვლელია. მგონი რიგზე სტატიები არ არის სხვა ენებში.- ცანგალა 14:16, 9 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
სხვაგან რიგის, ოჯახის და გვარის სტატიები ერთადაა გაერთიანებული. გადავიტანოთ კივისნაირზე. მომავალში გაფართოებას შევეცდები და რა ვქნა მირჩიე: ცალცალკე დავწერო გვარზე და ოჯახზე სტატიები თუ სხვებს მივბაძო და გავაერთიანო. პლიუს ეს ნახე გასაუქმებელია? გიო ოქრო 18:36, 15 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
გაუუქმებიათ უკვე. გიო ოქრო 18:38, 15 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
ოკ.-- ცანგალა 18:48, 15 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
ანუ გავაერთიანო ხო. გიო ოქრო 18:49, 15 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
გერმანულს აქვს კარგად ყველაფერი. -- ცანგალა 18:51, 15 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

გასტორნისი

რედაქტირება

გასტორნისი — შენი დაწერილია. ინფორმაცია ქსე-დანაა ნაწილობრივ (მგონი ხო?). გთხოვ ლიტერატურაში მიუწერე. მადლობა. გიო ოქრო 09:45, 16 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

დიატრიმა — ეს არის ჩემი შემოტანილი. ისტორიას გადახედე? იმ წინადადებებიდან მგონი ერთიც კი არ არის დარჩენილი. ლიტერატურა რის საფუძველზე შემოვიტანო?-- ცანგალა 15:47, 16 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

ხელს გვიშლი

რედაქტირება

ცანგალა სიახლეებში გთხოვეთ, რომ ნუ მიიღებთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს მეთქი. გთხოვ ნუ დასდევ ამ ბავშვებს და აცადე სტატიების წერა. პრობლემებს მიქმნი პროექტის განხორციელების დროს! იმის მაგივრად რომ ბავშვებს სტატიების გამართვაში მივეხმარო მეუბნებიან რას გვწერენ რა უნდათო. გარდა ამისა დიდი ხანია ლიტერატურაში გვერდებს არ ვუთითებთ. --ჯაბა 1977 08:17, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

მერე გამახსენდა. რომ არ ვზდიოთ სათანადოდ მოამზადე. ლიტერატურაში გვერდები უნდა მიუთითო, ავტორიც საჭიროა.-- ცანგალა 08:39, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
გვედებს არ ვუთითებთ, ავტორი არ ყავს. უკვე გიპასუხეს. --ჯაბა 1977 08:51, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი
ტომებს ავტორი არ ჰყავს? ვინ შეადგინა?-- ცანგალა 09:01, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

შენთვის უკვე მერემდენედ მიწევს თქმა, რომ ზოგჯერ წიგნს ავტორები კი არა ავტორთა კოლექტივი ყავს. უკვე დროა დაიმახსოვრო. --ჯაბა 1977 14:01, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

შენი მოსწავლე არ ვარ. მათ ელაპარაკე ასეთი ტონით!!! მე დავასრულე შენთან საუბარი.-- ცანგალა 14:04, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

ჩემს მოსწავლეებს ერთხელ ნათქვამი კარგად ესმით. თუ დაასრულებ კარგი იქნება. ამის პასუხს ვიკიშეხვედრაზე მიიღებ დეტალებში. --ჯაბა 1977 14:06, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

@Jaba1977: რის საფუძველზე აღარ უთითებთ გვერდებს? გაუგებარია. გიო ოქრო 17:14, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

ფეხბურთელის ინფოდაფები

რედაქტირება

ცანგალა, გამარჯობა. პარტიული დავალება შესრულებულია :). გავასწორე ის ინფოდაფები რაც დაწერე Arkaitz1974-ის განხილვის გვერდზე. გამოუშვი ახალი პარტია. Gobrona განხილვაწვლილი 09:26, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

პასუხი განხილვის გვერდზე მივწერე.-- ცანგალა 09:50, 17 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

სხვა ენა

რედაქტირება

გამარჯობა, შეგიძლიათ დამეხმაროთ? როგორ დავამატო ინგლისურენოვანი ტექსტი უკვე არსებულ ქართულ გვერდს? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Teamukeria (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები-- ცანგალა 17:53, 22 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

კასანდრა

რედაქტირება

გამარჯობა ქალბატონო ცანგალა! გვერდს კასანდრა რა ვუყოთ?GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:25, 28 მარტი 2018 (UTC)პასუხი

ეს შენც შეგეძლო გაგეკეთებინა. გავაუქმე ცვლილება.--ცანგალა 07:42, 29 მარტი 2018 (UTC)პასუხი
Danke frolein!GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:09, 29 მარტი 2018 (UTC)პასუხი
იხ. Fräulein — მე არ ვარ. კოცნა --ცანგალა 16:12, 29 მარტი 2018 (UTC)პასუხი

შენიშვნა

რედაქტირება

გამარჯობა ცანგალა! როდესაც მომხმარებელი აქტიურად არედაქტირებს რაღაცა სტატიას, მინიმუმ 15 წუთი სტატიას ხელს არ ვახლებთ, ამიტომ გთხოვ დააცადო მომხმარებელს. პატივისცემით --Mehman 97 09:52, 30 მარტი 2018 (UTC)პასუხი

მე წუთებს ვერ დავუწყებ თვლას. დადოს თარგი მუშავდება და ყველაფერი გასაგები იქნება.--ცანგალა 09:59, 30 მარტი 2018 (UTC)პასუხი

გაფრთხილება

რედაქტირება
გაფრთხილება მომხმარებელი:Zangala თქვენი მხრიდან ადგილი აქვს ვიკიპედიის წესების დარღვევას: 1). მომხმარებლის უსაფუძვლო დადანაშაულება (Otogi) პერსონალურ საქციელზე, რომელიც დამამტკიცებელი საბუთების გარეშეა ითვალისწინებს ვპ:პშდ-ს და შესაბამისად სანქციების გატარებას მომხმარებელთან მიმართებაში და 2). ოპონენტზე უსაფუძვლო იარლიყის მიმაგრება, რომ ვარ „მიკერძოებული“, რაც წინააღმდეგობაშია ვპ:ენ. შეგახსენებთ, რომ სტატია ნიკა ხოფერია წაიშალა საერთო კონსენსუსის საფუძველზე (იხ. ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2018/განხილვა:ნიკა ხოფერია), ხოლო თქვენ წერთ, რომ განხილვა აღარ ჩანს და წავშალე მიკერძოებულად. ზემოთ მოყვანილი წესების დარღვევის საფუძველზე შემდეგში თქვენი ანგარიში დაიბლოკება! გმადლობთ!
. - OTOGI Messages 09:29, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
მე ვწერ, რომ სტატია წაიშალა, ხოლო განხილვა არ ჩანს. იქმნება: „ნიკა ხოფერია“ [[1]] --ცანგალა 14:47, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
@Otogi: — სანამ სხვას მისცემ გაფრთხილებას, საკუთარ მოქმედებებსაც გადახედო და გაფრთხილება საკუთარ თავსაც მისცე, იქნებ მიკერძოებული ხარ და ზოგ სტატიას შლი და ზოგს კი არა.--ცანგალა 14:55, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
ახლა მე ვითხოვ, რომ დაასაბუთო ის, რომ მე ვარ მიკერძოებული. 3 მომხმარებელმა დააფიქსირა აზრი, რომ სტატია იყო წასაშლელი, ერთმა ეჭვის ქვეშ დააყენა იგი, შესაბამისად 4 მომხმარებელმა ჩათვალა, რომ სტატია არის წასაშლელი, მინიმუმ სამმა მაინც ერთის წინააღმდეგ და სტატიაც წესების დაცვით წაიშალა, ხოლო ვიკიპედიის პრაქტიკის შესაბამისად განხილვა გადავიდა აქ: ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები. შენ აგრძელებ და მდებ ბრალს, რომ ვარ მიკერძოებული. გიმეორებ, ახლავე მოვითხოვ დაასაბუთო, რომ ვარ მიკერძოებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ანგარიში დაიბლოკება ვპ:პშდ და ვპ:ენ დარღვევის გამო. - OTOGI Messages 16:16, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
დამბლოკე, მადარდე (ცოტას დავისვენებ). რაღაც დროის მერე ხომ აღარ ვიქნები დაბლოკილი. 1). უნდა გვახსოვდეს, რომ ვიკიპედიაში გამოქვეყნებული მასალა უნდა ეფუძნებოდეს უკვე გამოქვეყნებულ, ავტორიტეტულ წყაროებს, მით უმეტეს როდესაც საუბარია სტუდენტზე. 2). არსებული სტატიები უნდა ეფუძნებოდეს სანდო, აკადემიურ, დამოუკიდებელ წყაროებს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სტუდენტზე 3) მასალის ხასიათსა და ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს ხმამაღალი განცხადებები, რომელიც წააგავს საკუთარ, ორიგინალურ მიდგომასა და ხედვას. თუნდაც ამ კრიტერიუმებით კატეგორია:სტატიები წყაროს მითითების გარეშე — წესით ეს სტატიები ყველა წასაშლელია. რა წესებზე მელაპარაკები? ვპ:პშდ და ვპ:ენ — მხოლოდ ამის მითითება იცი. ხოლო ვინც ნიკა ხოფერიას სტატიას წაშლის მომხრე იყო — იმათმაც უნდა გაითვალისწინონ კატეგორია:სტატიები წყაროს მითითების გარეშე და ამ კატეგორიას დაემატება ის სტატიები, რომლებშიც რესურსები ინტერნეტში ფეისბუქი, სასკოლო სახელმძღვანელოები და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდებია (როგორც ნიკა ხოფერიას სტატიაში იყო — სამწუხაროდ სტატიას ვეღარ ვკითხულობ) და კიდევ მრავალი სტატია, სადაც მითითებული ბმულები აღარ იძებნება. არ მელაპარაკო მიკერძოებაზე. დავით გონდაური სტუდენტზე უკეთესი რითია? მე დავასრულე. წარმატებები. --ცანგალა 17:00, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ნიკა ხოფერია ეს ის შემთხვევაა, სადაც მისი პიროვნების ენციკლოპედიურობის გადამოწმება შეუძლებელია. მასთან დაკავშირებული სანდო და აკადემიური წყაროები არ არსებობს ვებ-სივრცეში და არსად. ბიოგრაფიულ ლექსიკონს ზედაპირულად ნუ აფასებ, დააკვირდი, რომ ბიოგრაფიული ლექსიკონი თავის ჩანაწერებს როგორც წესი, დამატებითი, სანდო და აკადემიური წყაროებით იმყარებს, მაგალითად, იხილე: ალექსანდრე მურადაშვილი და ბოლოში ნახავ ორ მითითებულ სანდო წყაროს. ეს უკვე ნამდვილად სარწმუნო ინფორმაციაა. ახლა იხილე ნიკა ხოფერია, რომელიც არც ერთი აკადემიური წყაროთი არ არის დამოწმებული. ამაზე მაქვს საუბარი. ხოლო ის კატეგორია, რომელიც შენ მიუთითე, ვფიქრობ იქ არსებული თითქმის ყველა გვერდი გადამოწმებას ექვემდებარება, მაგ., აიზენერცი ჩაწერე ინტერნეტში და საკმაო წყაროებს იპოვი (de:Eisenerz (Steiermark) ამაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ხოლო ნიკა ხოფერიაზე ვერაფერს იპოვი. მგონი გასაგებად ავხსენი გარემოება, ხოლო შენ იარლიყი მომამაგრე და უსაფუძვლოდ დამადანაშაულე. გახსოვდეს, რომ სერიოზული ბრალდებები მოითხოვს სერიოზულ მტკიცებულებებს. შენ ვერ მიმტკიცებ ბრალს და საპასუხოდ მეუბნები მადარდეო. მართლა ძალიან სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება. - OTOGI Messages 17:21, 3 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

1945

რედაქტირება

მომხმარებელი იმაზე მიუთითებდა, რომ შენ ვანდალური ცვლილება დააბრუნე უკან. იხ. სტატია 1945-ის ისტორიის ბოლო შენი რედაქტირება. მაგრამ მე უკვე ავუხსენი, რომ მოხდა ელემენტარული შეცდომა. - OTOGI Messages 08:55, 27 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

გასაგებია. ისე რა ჩაატარა სამმა მომხმარებელმა გუშინ გაურკვეველია.--ცანგალა 09:22, 27 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
რატომ არის გაურკვეველი ? George Trubotadze არის გლობალური ვანდალი, რომელიც სისტემატურად სხვადასხვა IP-დან ახორციელებს ვანდალურ ქმედებებს. ის, რომ იგი საყოველთაო ვანდალია ამის შესახებ მეტაზე დაწერა Incnis Mrsi-იმ, ხოლო Krassotkin აგრეთვე ებრძოდა ვანდალიზმს, ხოლო David1010 უყურადღებობის გამო ორივე შეცდომით დაბლოკა, რის გამოც მიიღო შენიშვნა სტიუარდისგან (მომხმარებლის განხილვა:David1010#Block of Incnis Mrsi). ეს იყო და ეს. იყავით ყურადღებით. და აგრეთვე, როდესაც სტატია წასაშლელია გაფრთხილების თარგს სტატიაში ნუ ათავსებ, ვგულისხმობ ემანუელ-ჯოზეფ სიეესი. გაფრთხილების თარგი უშუალოდ მომხმარებელს უნდა გაუგზავნო, ხოლო სტატიაში მხოლოდ წაშლის თარგი დატოვო. - OTOGI Messages 09:47, 27 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
@Otogi: David1010 უყურადღებობა რა შუაშია (არ გვინდა სხვებზე თითის გაშვერა). ყველაფერი შესაბამისად გააკეთა. ამ დაბლოკვით შეჩერდა — ვანდალი. თვითონ მომხმარებელი წერს (Сейчас я заметил, что два раза откатил მომხმარებლის განხილვა:Zangala к неправильной версии, но это была очевидная ошибка.) (Made two mistakes in მომხმარებლის განხილვა:Zangala because the vandal sock restored non-vandal version ) თავის განხილვის გვერდზე, რომ ჩემს განხილვის გვერდზე ორჯერ შეცდომა მოუვიდა. შეცდომა ვიცი ერთხელ და არა ორჯერ. თუ George Trubotadze არის გლობალური ვანდალი (ე. ი. მარტო ქართულში არ იყო ვანდალი) — მითითებულმა მომხმარებლებმა რატომ არ დაბლოკეს? (მომხმარებლის განხილვა:David1010#Block of Incnis Mrsi) — სამწუხაროდ ინგლ. ვერ გავიგე.
ხოლო რაც შეეხება გაფრთხილებას — ვიცი, რომ სტატიებში არ ვსვამთ. მომხმარებელს კი სამწუხაროდ არ ესმის. მან უნდა ისწავლოს ვიკიპედიაში მუშაობა. მომხმარებელმა უნდა დაეხმაროს ვიკიპედიას და არა პირიქით დაუმატოს სამუშაო. მადლობა და წარმატებებიცანგალა 11:25, 27 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
ხოდა თუ იცი სტატიაში ნუ ათავსებ გაფრთხილების თარგს. დამცველად ნუ დაუდგები ნურავის. გარდა ამისა, მომხმარებელი მაშინ იბლოკება როდესაც იგი გამოკვეთილი ვანდალია, ხოლო ისინი ვანდალები არ იყვნენ. კი არ უნდა დაებლოკა, გაფრთხილების თარგი უნდა მიეცა, ხოლო გლობალური ვანდალი იმთავითვე დაებლოკა. მასე მაშინ შენც დასაბლოკი იყავი, ვინაიდან მკვეთრად გამოყოფილ ვანდალურ ვერსიაზე დააბრუნე გვერდი უყურადღებოთ. მაგ ლოგიკით საინტერესოა რატომ არ დაიბლოკე ?. სამართლიანი შენიშვნები ნუ გწინთ. ასე იტყვიან ხოლმე, ჯერ შენი საკუთარი თავისკენ უნდა გაიშვირო თითი რათა შენში არსებული პრობლემები დაინახო, ხოლო მერე უკვე სხვაზე შეიძლება ილაპარაკო. წარმატებები. - OTOGI Messages 11:41, 27 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

თუთიყუშისნაირნი

რედაქტირება

თუთიყუშისნაირნი — მგონი ქსე-დან არის ხომ? თუ ასეა გთხოვ მიუთითე ლიტერატურა. გიო ოქრო 15:18, 30 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

გაკეთდა--ცანგალა 15:49, 30 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

კითხვა

რედაქტირება

თარგ Oldstyle რატომ იღებ სტატიებიდან? გიო ოქრო 18:48, 22 მაისი 2018 (UTC)პასუხი

თარიღებთან? პეტრე ჩაადაევი. ზოგან წერია 26 მაისი/6 ივნისი ალექსანდრე პუშკინი, ზოგან ძველი სტილით [27 აგვისტო], ახალი სტილით [8 სექტემბერი], დიმიტრი ანუჩინი — ვაკეთებ ყველგან ერთნაირად. 4 თებერვალი [ძვ. სტ. 22 იანვარი], მომხმარებლისთვის მგონი უფრო გასაგები ენაა. მხოლოდ ძველ სტილს ვუთითებ ახალს პირდაპირ ვწერ. ჯერ ახალი, შემდეგ ძველი სტილი. არ მოგწონს? პრობლემა არ არის. როგორც სხვა საქმე შევწყვიტე ამასაც შევწყვიტავ. --ცანგალა 19:40, 23 მაისი 2018 (UTC)პასუხი
უბრალოდ იმას ვგულისხმობდი, რომ არსებობს თარგი და რატომ არ ვიყენებთ თქო. გიო ოქრო 19:42, 23 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა 2

რედაქტირება

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:37, 3 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი

რედაქტირება

გადავხედე ამ საკითხს და გავარკვიე, თუ ინფოდაფა ავტომატურად სვამს მონაცემებს ვიკიმონაცემებიდან (როგორც მაგ. თარგი:ინფოდაფა მწერალი), მაშინ ასაკს ავტომატურად უწერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც დაბადების თარიღს ვუთითებთ, ხელით უნდა ჩავსვათ თარგი:დაბადების თარიღი და ასაკი (მაგ. ასე, {{დაბადების თარიღი და ასაკი|1999|6|7}} და გამოჩნდება ეს: 7 ივნისი, 1999 (1999-06-07) (25 წლის)). თვითონ ინფოდაფაში ჩამატება მგონი არ გამოვა, ინგლისურშიც ყველგან ხელით სვამენ (ან ვიკიმონაცემებიდან გადმოდის თავისით).

პ.ს. გარდაცვალების თარიღზეც იგივე, იხ. თარგი:გარდაცვალების თარიღი და ასაკი. პატივისცემით — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 10:29, 14 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

.ე. ი. ბევრი სამუშაო და ხასიათზე არ ხარ. როდესაც ხასიათზე იქნები მაშინ გააკეთე ხოლმე.--ცანგალა 14:00, 14 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

სელინჯერ / კირკეგორ

რედაქტირება

გამარჯობათ! თუ არ ვცდები ქართულად სწორად არის გადმოტანილი კირკეგორი და არა კიერკეგორი, ამიტომ ჩემი შესწორება(ვიკიფიცირება) სელინჯერის სტატიაზე სწორი უნდა იყოს )) --Qwelly განხილვაწვლილი 07:37, 20 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

იხ. განხილვა:სიორენ კირკეგორი — უკაცრავად, დავაბრუნე უკან.--ცანგალა 07:49, 20 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

კოსტა მაისურაძე

რედაქტირება

გამარჯობა! ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება გახსენი ეს გვერდი და ქვემოთ კატეგორიებს დააკვირდი. რუსული ასო „В“-ს არსებობა ალბათ თარგის ბრალია. ეს საკითხი ჩემზე გაცილებით კარგად შენ იცი და თუ გაასწორებ მადლობას მოგიხდი. (ისე გერმანია გამოვარდა! ვა-ჰა-ჰა-ჰა!!!).GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:53, 27 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

Otogi–ის მივწერე. მისიშექმნილია სტატია და იქნებ უფრო გაუგოს. გერმანიის გავარდნა ნაკლებად მადარდებს. ვიკრიჭები--ცანგალა 18:52, 27 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

გიორგი კეჩხუაშვილი

რედაქტირება

კი მთხოვე ცანგალა ხელი არ ახლო ამ სტატიასო, მაგრამ უკვე დიდი ხანი გავიდა და არც გამოჩენილა მაგის ავტორი. არ შეიძლებოდა მაგიის ასეთ საშინელ მდგომარეობაში დატოვება. Gobrona განხილვაწვლილი 15:26, 29 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

გეთანხმები და მადლობაც გამოგიგზავნე. ისე მაგ სტატიის შემომტან მომხმარებელს კი მივწერე, მაგრამ თითიც არ დააკარა. შრომის გარეშე სურთ ყველაფერი. --ცანგალა 15:32, 29 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

Satureja hortensis

რედაქტირება

ცანგალა, გამარჯობა. ასეთ სტატიას Satureja hortensis წავაწყდი, ძაან დანგრეულია და როგორც ვიცი, ეს სფერო გაგეგება და თუ შეძლებ ცოტა რაღაცას რომ დაამსგავსო. Gobrona განხილვაწვლილი 21:35, 8 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ხომ არ აჯობებს, რომ სახელწოდება ბაღის ქონდარი-ზე გადავიტანოთ? Gobrona განხილვაწვლილი 08:14, 9 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

გაკეთდა--ცანგალა 13:12, 9 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

Обьекты украинской географии

რედაქტირება

Добрый день. Обращаю внимание на то как странно выглядит что они все сделаны от русскаго языка. С большими городами с которыми ассоцируеться Украина это еще понятно. Но когда маленькпие захудалые поселки Карпат . к которым и добраться проблемно - то это уже неправильно. Например ანდრეკოვსკოე Andrekovskoe от русскoго Андрековское Настоящее название русскими буквами Андрэкивськэ Пора от прищедшей при СССР традиции - использовать русские названия для Украины для транскрибирования и транслитерации а украиские в игнор , постепенно уходить. Также нужно - Сакартвело полностью уходит от коммуникаций разных с Россией в Европространство -Картография Европы на 99 или 99, 9 процентов взависимости от языка - используют названия сделанные через транслитерацию с украинскаго языка обратите внимание Китай перешел чтоб не лгать яб написал бы на 80 поцентов от количества (все статьи о поселках райцентрах некоторые областные центры от транскрибирования -СССР в прошлом. даже на последней Олимпиаде коментаторам было запрещено называть страны Вас СНД и Украину (полностью покинула СНД) странами бывшего СССР . -синхронизация вашей картографии--Bohdan Bondar განხილვაწვლილი 12:19, 11 ივლისი 2018 (UTC)--Bohdan Bondar განხილვაწვლილი 12:19, 11 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

Мы с Вами уже говорили и писали об этом. К сожалению у Вас тоже самое. Например uk:Сухумі. --ცანგალა 14:12, 11 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

მეგობრებით თამაში

რედაქტირება

გამარჯობა! თქვენ აქ, ღიად სდებთ ბრალს მომხმარებელ @Jaba1977:-ს ვიკიპედიის ფუნდამენტური წესების დარღვევაში. მე, როგორც პროექტის ადმინისტრატორი მოვითხოვ კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს (და არა თქვენ შეხედულებას) ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა შემთხვევაში ეს არის პირდაპირი დევნა მომხმარებლისა და მისი დისკრედიტაცია საჯაროდ. მადლობა. - OTOGI Messages 16:43, 8 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

ბატონო @Otogi: იხ. ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით#მეგობრებით თამაში:
  1. მომხმარებლის განხილვა:Nina1009, რომელმაც მოიგო კონკურსი, ხოლო თქვენ შედეგი გააუქმეთ. იხ. მომხმარებლის განხილვა:Nina1009#1918 — დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე — მილოცვა არ დაგავიწყდათ.
  2. მომხმარებელი:NaswKai, რომლის ბოლო წვლილი არის 12 ივნისი 2018 წელი, ხოლო შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეობა.
  3. მომხმარებელი:დავით ბანცაძე, შეგიძლიათ იხილოთ მისი წვლილი და შეგიძლიათ განიხილოთ, თუ როგორ შესტკივა გული ვიკიპედიისთვის.
  4. მომხმარებელი:იაკობ მახარაძე, გაეცანით მის წვლილს.
  5. მომხმარებელი:ნიკოლოზ ზივზივაძე იხ. მომხმარებლის განხილვა:ნიკოლოზ ზივზივაძე რეგისტრირებიდან სამ თვეში ვიკიორდერი ჯაბასგან. ამჟამად ბოლო ცვლილება იყო 2018 წლის 23 ივნისს.
  6. გავაგრძელო სია?

იხ. სტატია სტირმასიგის ციხე, სტატიის შემომტანი მომხმარებელი:Mariam Xuchua, სადაც მოსწავლეებს შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004 წიგნიდან აწერინებდა როგორც ჯავის რაიონის ძეგლს, ხოლო ამჟამად არქიტექტურული ძეგლი შედის ონის მუნიციპალიტეტში (შეგიძლიათ სტატიის ისტორია იხილოთ). და რამდენიმე ასეთი სტატია. მოუმზადებელი მასწავლებელი მოსწავლეებს აწერინებდა შეუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც ვიკიპედიაში დაიდო საჯაროდ. და თქვენ მე მთხოვთ ბოდიშის მოხდას ბატონო @Otogi:. ბოდიში მომხმარებელი:Jaba1977 უნდა მოუხადოს მე არა ბანაკის მოსწავლეებს, რომ ასე მოუმზადებელი დასვა კომპიუტერებთან. საქმეს თან უნდა ახლდეს ხარისხიც. ესენი ხომ ჩვენი მომავალი თაობაა.

ასე, რომ ნუღარ შეიყვანთ მოსწავლეებს შეცდომაში ამჟამად მაინც, ვგულისხმობ კენჭისყრაში მონაწილეობას. მე ისიც მაინტერესებს, საიდან გაიგეს მათ, რომ კენჭისყრა მიმდინარეობს. მადლობა ყურადღებისათვის. --ცანგალა 18:27, 8 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

ბლოკი

რედაქტირება
--OTOGI Messages 18:33, 8 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

მეგობრებით თამაში

რედაქტირება

გამარჯობა! სამწუხაროდ, თქვენ ერთი ფაქტიც კი ვერ წარმოადგინეთ საიმისოდ, რომ დაგემტკიცებინათ თქვენი შეხედულება. შეგახსენებთ, არც მომხმარებელი: deu იყო აქტიური, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. გადახედეთ მის წვლილს 2016 წლიდან მოყოლებული და პასუხსაც თავადვე მიიღებთ. თქვენ მოახდინეთ, არა მხოლოდ ერთი ადამიანის დისკრედიტაცია, არამედ მთელი პროექტისა, ამიტომაც თქვენი ანგარიში 1 კვირით დაიბლოკა. - OTOGI Messages 18:37, 8 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

აქა მშვიდობა!

რედაქტირება

როგორ ხარ აქ? ცოტა ხნის წინ დამჭირდა ერთი სტატია ქართულად და აღმოვაჩინე არ იყო. მერე ვიფიქრე დავწერდი... დავიწეყე კიდეც, მაგრამ მერე შევყევი ბოლო განცხადებას და ისიც ვნახე რა ვნებათა ღელვა გადაგიტანია(თ). ბოლოს წამიხდა ნირი და აღარ შევინახე სტატია. როგორც ბულგაკოვი ვოლანდის პირით იტყოდა: „Люди как люди. Любят деньги, но ведь это всегда было… квартирный вопрос только испортил их…“. --Rastrelli F 21:09, 2 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ...--ცანგალა 07:02, 3 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

გაფრთხილება

რედაქტირება

ვიკიპედიის წესია, როდესაც რედაქტირების თარგია სტატიაში ცვლილება არ უნდა შეიტანო, გთხოვ გაითვალისწინო შემდეგისთვის. --ჯაბა 1977 18:35, 3 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

Hotcat

რედაქტირება

გამარჯობა. შემთხვევით, hotcat-თან ხომ არ გაქვს პრობლემა? კატეგორიის ჩასმისას, ასოების მაგივრად, კვადრატები რომ იხატება? -- UndDerDie 14:36, 24 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

@UndDerDie:მე ჯერჯერობით არა. მომხმარებელი:გიო ოქრო–ს აქვს.--ცანგალა 16:27, 24 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
@UndDerDie: მეც მაქვს პრობლემა და მომხმარებელი:Surprizi-საც. მე და სიურპრიზი Google chrome-ს ვხმარობთ და სავარაუდოდ ბრაუზერი ურევს. შენ რომელს იყენებ? გიო ოქრო 17:24, 24 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
@UndDerDie: აბა უბრალოდ ნებისმიერი ქართული სტატიისათვის ინტერვიკის მითითება სცადე. ჩემთან მაგასაც ჭედავს. გიო ოქრო 18:16, 24 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: კი, მეც მაქვს ანალოგიური პრობლემა. Chrome-ის განახლება გადმოვწერე, ალბათ მაგის ბრალია. -- UndDerDie 18:23, 24 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

ჩემთან თვითონ განახლდა. იძულებული ვარ სხვა ბრაუზერი გამოვიყენო.გიო ოქრო 18:26, 24 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

საქართველოს მმართველთა სია

რედაქტირება

ცანგალა გამარჯობა. იქნებ ჩვენ გვესაუბრა, სანამ მიხეილს ეტყოდე. ეს თარგი ვახუშტის ბატონიშვილის წყაროდანაა აღებული და რამდენიმეჯერ მითითებული მაქვს თვითონ სტატიის განხილვაში თუ საიდანაა ეს წყარო საქართველოს მმართველებისა და რატომ უნდა დავიბლოკო იქნებ მითხრა?--Lasha-george განხილვაწვლილი 20:02, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

მერე დაგბლოკეს?--ცანგალა 21:07, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

გამარჯობა,

ინსტრუქციების გვერდი გამომიგზავნეთ და თითქოს ჯდება სტატია კრიტერიუმებში. ეს უბრალოდ ინსტრუქციები გამომიგზავნეთ თუ რამე კონკრეტული შენიშვნა გქონდათ?

გივი შაჰნაზარი

რედაქტირება

ცანგალა, აბა ამ სტატიის ისტორიას გადახედე. ძალიან გთხოვ მიეჩვიო, რომ ახალშექმნილ სტატიას ხელს ნუ ახლებ სანამ მას აქტიურად არედაქტირებს მომხმარებელი, რათა თავიდან ავიცილოთ რედაქტირების კონფლიქტი. --ჯაბა 1977 03:29, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

თარგი:მუშავდება არ იყო ჩასმული. ამ შემთხვევაში არაფერს არ მივეჩვევი და მივიღებ მონაწილეობას. ახალ მომხმარებელს ასწავლე, რომ თარგი არსებობს, ჩააასმევინე და პრობლემა არ იქნება. ამ შემთხვევაში მე კი ნუ მითითებ არამედ ახალ მომხმარებელს მიუთითე.--ცანგალა 07:37, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

ეგ თარგი განკუთვნილია ხანგრძლივი რეაქტირების შემთხვევისთვის. ერთი წუთის შემდეგ რომ ცვლილება შეგაქვს სტატიაში ეს ნიშნავს, რომ კოლეგას პატივს არ სცემ. თუმცა მახსენდება რომ შენიშვნა მოგეცი სწორედ მაგ შემთხვევაშიც, როცა თარგი იყო ჩასმული და მაინც დაარედაქტირე. --ჯაბა 1977 14:56, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

მირჩევნია არავითარი კომენტარი არ დაგიწერო, რადგან ეძებ ჩხუბის მიზეზს. მე კი პროვოკაციას არ წამოვეგები. ასე, რომ წარმატებები. -ცანგალა 15:26, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

პასუხი არ გაქვს და ვერც დაწერ. მე გაფრთხილება უკვე მეორედ მოგეცი, მესამედ მსგავს შემთხვევას თუ ვნახავ ვანდალიზმის თარგს გამოგიგზავნი. წარმატებები. --ჯაბა 1977 15:29, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

გაიქეცი ადმინებთან და დააბლოკინე ჩემი თავი. ვანდალიზმი არ გამიკეთებია არც პირველ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში. ტექსტი არსად არ შემიცვლია. რა ტყუილად ვიყავი შენი მასწავლებელი. მგონი „გამზრდელივით“ თავის მოკვლა მომიწევს.--ცანგალა 15:32, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

გაფრთხილება

რედაქტირება
გაფრთხილება ძვირფასო ცანგალა! ამ გაფრთხილებას იმიტომ გაძლევ, რომ შენ პირად უთანხმოება(ებ)ში და მიმოწერა(ებ)ში ადანაშაულებ და დისკრედიტაციას ახდენ ადმინისტრატორის სტატუსის (იხ. განხილვის წინა სექცია). გაითვალისწინე, რომ ადმინისტრატორები ტყვილად, თავიანთი პირადი ინტერესებიდან და ვიღაცის მითითებით კი არა, რეალური გადაცდომის შემთხვევაში აძლევენ გაფრთხილებას, ისევე როგორც ბლოკს. გთხოვ, სამომავლოდ ეს ფაქტი გაითვალისწინე და შესაბამისად იმოქმედე. პატივისცემით.
Mehman 97 16:25, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
@Mehman97: ალბათ ხუმრობ?! ☻ --Rastrelli F 16:52, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
ნუ, მე სახუმარო ვერაფერს ვხედავ. --Mehman 97 16:55, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
„რეალური გადაცდომის შემთხვევაში აძლევენ გაფრთხილებას, ისევე როგორც ბლოკს.“ - ეს კი ნამდვილად ხუმრობაა. -- UndDerDie 17:05, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
კი. გიო ოქრო 17:07, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
@Mehman97: ძალიანაც ცუდი! სწორედ „ამით“ განსხვავდება ძველი ვიკიპედია ახლანდელისგან... R. 17:08, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
@Mehman97: ჯაბა იწყებს და გაფრთხილებას მე მაძლევ? ეტყობა გსურს ჩემი დაბლოკვა და პროვოკაციებს იწვევ. --ცანგალა 17:19, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
ძვირფასო Mehman97, ადმინებს თქვენობით ხომ არ მივმართოთ? ვიღიმი ჰოდა კიდევ, წინა სექციაში ადმინისტრატორის სტატუსის დისკრედიტაციას ახდენდა ცანგალაო და ეტყობა Jaba1977 ადმინია და არ ვიცით მოკვდავთ. კიდევ გაგვაცანი ვინ არიან სხვა ადმინებიც, რომ თავი დავუხაროთ ხოლმე და მორჩილად და ზრდილობიანად მივმართოთ, თორემ რას იფიქრებენ ჩვენზე. ვიღიმი Deu. 19:07, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
ვერაფერი გავიგე. კონკრეტულად რის გამო მიიღო ცანგალამ გაფრთხილება? :დ ან ადმინისტრატორი რა შუაშია?--შოთა (განხილვა) 09:21, 5 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

დაბადების წლები

რედაქტირება

გამარჯობა! თუ ღმერთი გწამს გთხოვ გამარკვიო ამ ადამიანების — მოციქულთასწორი ელენე და დიოკლეტიანე — დაბადების წლები. ტექსტში წერია ერთი, ხოლო ინფოდაფაში მეორე. წინასწარ დიდი მადლობა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:04, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

აბა ახლა გადახედე. თუ არა და ისტორიის მიხედვით ჯაბას შემოტანილია მოციქულთასწორი ელენე — იქნებ ჰქონდეს ლიტერატურა. მოკლედ ორივე სტატია გავასწორე, იმედია სწორედ.--ცანგალა 16:41, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
გადავხედე და დიდი მადლობა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:14, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ჩემს ვერსიაში დაბადების წელი სტატიაში არ ყოფილა მითითებული. სხვისი შემოტანილია. --ჯაბა 1977 21:15, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

@Jaba1977: თუ არ ვცდები ინფოდაფა შენი (თქვენი-აღარ ვიცი როგორ დავწერო) შევსებულია.--ცანგალა 21:42, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

ინფოდაფა კი, მაგრამ ტექსტში არა. --ჯაბა 1977 21:51, 12 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

@Jaba1977: მითითებული სქოლიო სხვა თარიღს გვაწოდებს. როდესაც GiorgiXIII მომწერა — შევეცადე სხვა ვიკის მიხედვით გამესწორებინა.--ცანგალა 08:42, 14 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
სტატიის ისტორია გვიჩვენებს თუ ვისია ინფოდაფა შევსებული.--ცანგალა 18:47, 16 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

გილოცავ

რედაქტირება

ცანგალ, ერთი დღის დაგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი! გისურვებ პირად და ვიკი-წარმატებებს! — Mikheil მიწერა 06:57, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი

ვუერთდები მილოცვას. წარმატებები! გიო ოქრო 08:09, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი
მეც მოგვიანებით გეუბნებით დიდ მადლობას. ვიღიმი--ცანგალა 08:12, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი
ვუერთდები სხვებს და მეც გილოცავ :) --Mehman 97 13:58, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი
ვუერთდები ჩემს მადლობას. ვიღიმი--ცანგალა 14:23, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი
გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ საუკეთესოს, კეთილი სურვილებით, - OTOGI Messages 18:15, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი
დიდი დიდი მადლობა --ცანგალა 18:21, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი
მეც ვუერთდები მოლოცვას :)--დათო1010 19:19, 2 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი
ვუერთდები ჩემს მადლობას. ვიღიმი --ცანგალა 06:33, 3 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი

გაგიმარჯოსს!

რედაქტირება

გაგიმარჯოსს!— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Lukagogoladze03 (განხილვაწვლილი) 16:44, 21 ნოემბერი 2018 (UTC).პასუხი

ვუერთდები გამარჯობას და მოლოცვებს (მომიკვტეს თავი არ მახსოვდა!). როგორ ხარ? ის საკითხი ჯერ კიდევ განხილვაშია. ხვალ უნდა ვნახო უმფროსი და შევასენებს.--Rastrelli F 16:44, 21 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი

@Rastrelli F: ამჟამადაც ვიღებ მოლოცვას. სიკვდილი კი ასი წლის შემდეგ. ყველაფერი გასაგებია.--ცანგალა 07:07, 23 ნოემბერი 2018 (UTC)პასუხი

ალექსანდრე ერქომაიშვილი

რედაქტირება

Пожалуйста, помогите прочесть, что написано под фотографией ალექსანდრე ერქომაიშვილი в русской Вики.--Bogdanov-62 განხილვაწვლილი 07:50, 2 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

Секретарь социально-экономического факультета государственного университета. გიო ოქრო 07:54, 2 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი
@Bogdanov-62:ru:Декан (образование) ამხ. ალ. ერქომაიშვილი (тов. Ал. Еркомайшвили) Декан(დეკანი) социально-экономического факультета государственного университета. Может фотку скините. Спасибо.--ცანგალა 08:37, 2 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი
Куда скинуть?--Bogdanov-62 განხილვაწვლილი 08:42, 2 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი
ალექსანდრე ერქომაიშვილი--ცანგალა 08:44, 2 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი
მდივანი რატო წავიკითხე ნეტავ? ვიკრიჭები გიო ოქრო 09:48, 2 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი
აბა რა ვიცი. კომუნისტური პარტიის მდივანი მოგენატრა ვიკრიჭები--ცანგალა 09:51, 2 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

Помогите опознать персону

რედაქტირება

(https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%B0%D0%B9%D0%BB:Tbilisi_3222.jpg) Огромная просьба помочь прочесть надпись на памятнике (в русской википедии). Кто это?--Bogdanov-62 განხილვაწვლილი 20:16, 20 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

ვახტანგ ბოჭორიშვილი--ცანგალა 20:21, 20 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

Вахтанг Бочоришвили.--ცანგალა 20:23, 20 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

Памятник стоит Тамар мефе/ Давид Агмашенебели, если хорошо помню. см. განხილვა:ვახტანგ ბოჭორიშვილი – информация по-русски написано.-ცანგალა 20:31, 20 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი
Диди мадлоба!--Bogdanov-62 განხილვაწვლილი 05:36, 21 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

ისევ დაბადების წლები

რედაქტირება

გამარჯობა! ერთი თუ შეიძლება წაიკითხე ანდრია მოციქულის დაბადების თარიღი. გამოდის, რომ მას 600 წელი უცხოვრია (ის მე მგონი ძვ. წ-ის პირველ საუკუნეში დაიბადა). ეხლა მეორე, კარგია, რომ ყველა პიროვნებას გაბადების ან გარდაცვალების თარიღის კატეგორიას რომ უღნიშნავ, მაგრამ ეს კატეგორიები თავისით არ ებმევა სხვა ენებს. რამდენიმე თვეა ვდგავარ და ვუბავ. ერთი ესკიმო მაინც იკისრე!GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:30, 23 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

მაშინ თვით სტატიაშია შესაცვლელი. მე მხოლოდ კატეგორია ჩავწერე. თბილისში რომ ჩამოვალ ესკიმო ჩემზეა.--ცანგალა 17:50, 23 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

გულწრფელად რომ გითხრათ

რედაქტირება

გულწრფელად რომ გითხრათ თერთმეტი წლის ვარ,ყველა ჩემს კლასელს ეზიზღება ვიკიპედია,მე კი მათი მთავარი ოპონენტი ვარ,ჩხუბიც კი მოგვსვლია,ვიკიპედია სწორედ მათ მიაჩნიათ გასართობად და არა მე.აქ იმისთვის დავრეგისტრირდი რომ ჩემი წვლილი შემეტანა ვიკიპედიის გაუმჯობესებაში,ამაზე მეტყველებს ჩემი თარგმანები,რედაქტირებები და სტატიები,ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა.აქ რომ დავრეგისტრირდი ჯერ კიდევ 10 წლის ვიყავი,ასე რომ მომეცით საშუალება განვითარებისათვის,ყველას მადლობა,იმასაც ვინც დამბლოკა,ვინც ცდილობს რომ აზრზე მომიყვანოს --ჯეო განხილვაწვლილი 06:39, 28 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

ოკ, გილოცავ ხელმოწერა გისწავლია. --ცანგალა 07:58, 28 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი
Zangala/არქივი 32-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.