კოსტა მაისურაძე

ქართველი მოჭიდავე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

კოსტა მაისურაძე (დ. 1881, სოფელი ცხმორი, ქუთაისის გუბერნია — გ. 1918, ბაქო) — ქართველი ფალავანი. საჭიდაო სარბიელზე გამოვიდა 1902 წელს. თბილისის ცირკის პატრონმა ნიკიტინმა მოსკოვში წაიყვანა, სადაც მოკლე ხანში მაისურაძე დაეუფლა ფრანგული ჭიდაობის ილეთებს. დიდი წარმატებით გამოდიოდა თბილისში, კიევში, პეტერბურგში, გროზნოში, მოსკოვში, კისლოვოდსკში გამართულ შეჯიბრებებში, სადაც მრავალი სახელგანთქმული ფალავანი დაამარცხა, მათ შორის: კლემენტი ბული, „კაზბეკ-გორა“, პაველ ზაგორუიკო, ივანე ზაიკინი, ნიკოლოზ ვახტუროვი, ალიოშა გრამილოვი, გრიგორი კაშჩეევი და სხვა. ბევრჯერ მოიპოვა გამარჯვება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: ირანში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში და სხვა. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამახსოვრო ჯილდოები და ქამრები. მაისურაძე ჭიდაობის ილეთების იშვიათი მცოდნე იყო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა და კარგი სახელი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში. კოსტა მაისურაძე იყო ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ. მისი დასაფლავების ადგილი დღემდე დაუდგენელია.

კოსტა მაისურაძე

კოსტა მაისურაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი კოსტა მაისურაძე
დაბ. თარიღი 1881
დაბ. ადგილი ცხმორი, საქართველო
გარდ. თარიღი 1918
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სპორტი
ქვეყანა რუსეთის იმპერია
სპორტი ქართული ჭიდაობა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 368.
  • ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება