ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 235:
ადმინთა კორპუსზე მიდის შეტევაო, ამბობ, ოთო. ადმინთა ქმედებების '''კრიტიკა''' მიდის მართლაც და ეს თავისთავად ცუდი სულაც არ არის, უნდა ვიღებდეთ კრიტიკას და ვითვალისწინებდეთ. არავის აქვს უფლება იმის თქმის, „ჩემში ეჭვი არ უნდა შეგეპარათ“ ან „ჩემი ქმედებების სისწორეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა აყენებდეთ“. არავის. პირადად მე, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ადმინისტრაციის ქმედებებით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „რასაც გვინდა, ვხედავთ“ და „რაზეც გვინდა, ვრეაგირებთ“ სიტუაციაა ახლა ადმინისტრაციაში და ეს პირად შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, უბრალოდ, ამას ვხედავ და ძალიან მამწუხრებს ეს ფაქტი. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვეუბნებოდი დავითს (დეუს), ოთოს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბიუროკრატის სტატუსით, ნეიტრალიტეტს იცავს და ობიექტურია ხოლმე-მეთქი. მერე გაკვირვებული დავრჩი იმით, რაც ამ განხილვაში მოხდა. უნდა გვესმოდეს, რომ მომხმარებლის გაფრთხილება არ არის დაშინების იარაღი და ადამიანი რომ ორ აბზაცს დაწერს უამრავი კითხვით, ერთადერთი პასუხი „ასე თუ გააგრძელე, გაფრთხილებას მოგცემ“ არ უნდა იყოს. თუნდაც დავითის თავდაპირველი პოსტი, რომლის ერთადერთი გამოხმაურებაც იყო დაბლოკვის მოთხოვნა. კი ბატონო, არ ვეთანხმები იმას, რომ დავითს ამგვარი ეპითეტები უნდა დაეწერა, თუმცა ობიექტური პასუხი ამ ყველაფერზე იქნებოდა გაფრთხილების მიცემა და თან მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ადმინისტრაცია კი '''უნდა იყოს ობიექტური''' (ვფიქრობ, როდესაც მომხმარებელი ხმას აძლევს ვინმესთვის ადმინისტრატორის სტატუსის მინიჭებას, ამის იმედი აქვს მისგან). არ შეიძლება განხილვებში იმის უგულებელყოფა, რაც მნიშვნელოვანი და საკამათოა. არც დათო1010-ს გამოუჩენია შუამავლობა მხარეებს შორის, რაც ასევე არასწორი მგონია. არც ის მგონია სწორი, რომ მხოლოდ {{მომხრე}}-ს დაწერის უფლება უნდა ჰქონდეს მოხმარებელს. ასეც რომ იყოს, განხილვიდან მხოლოდ ვანდალიზმი უნდა იშლებოდეს, სხვა შემთხვევებში კი გადაიხაზოს ტექსტი. ეს მხოლოდ თქვენი, ადმინისტრაციის, ქმედებების კრიტიკაა, რისი უფლებაც ნებისმიერ მომხმარებელს აქვს. არცერთს გაყენებთ შეურაცხყოფას. ყველას დიდ პატივს გცემთ და ჯერ კიდევ მაქვს თქვენი ობიექტურობის იმედი. ამ კენჭისყრაც რაც შეეხება, პირადად მე, მრცხვენია იმის, რაც მანდ ხდება და არ ვაპირებ ხმის დაფიქსირებას.--[[მომხმარებელი:SHOTHA|<font color="#45b94d">შოთა</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:SHOTHA|<span style="color:#ff0000">(განხილვა)</span>]]</sup></small> 13:29, 7 აგვისტო 2018 (UTC)
:{{ping|SHOTHA}} რა კარგი განმარტება დაწერე. მე კი მთელი ამ განხილვის მანძილზე მაინტერესებს MIKHEIL-ის აზრი და ვერ მივიღე. თვითონ შესანიშნავად ხედავს {{მომხრე}} ვინ არის. აქტიური მომხმარებელი ამ მომენტისათვის მხოლოდ ოთხი [[მომხმარებელი:Mehman97]], [[User:Otogi]] [[User:David1010]] და ბოლოს ასე ვიტყოდი [[მომხმარებელი:Jaba1977]] თავისი ვიკიბანაკის მოსწავლეებით. ვიტყოდი ვიკიბანაკის მასწავლებელი ასეთ ქცევებს არ უნდა ასწავლიდეს მომავალ თაობას, რომ ხელი მოაწორენ ყველგან და ყველაფერს. ისინი ხომ პასუხს აგებენ ყველაფერზე. გაიზრდებიან და მიხვდებიან თავიანთ ქმედებებზე. MIKHEIL-ს კი მოუწევს აქტიურებთან კონტაქტი. --[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] 14:41, 7 აგვისტო 2018 (UTC)
==შეუჩერდეს თუ არა მომხმარებელ MIKHEIL-ს ადმინისტრატორის უფლებამოსილება?==
|