მოციქულთასწორი ელენე

მოციქულთასწორი ელენე (ბერძ. Ἑλένη; ლათ. Flavia Iulia Helena; დ. 248/250 — გ. 18 აგვისტო, 330) — რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დედა. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 მაისი, ახალი სტილით - 3 ივნისი.

ელენე
Φλαβία Ιουλία Ελένη

კონსტანტინე დიდი და მოციქულთასწორი ელენე
დაიბადა 250[1]
Helenopolis
გარდაიცვალა 18 აგვისტო, 330
კონსტანტინოპოლი ან ნიკომედია
დასაფლავებულია Mausoleum of Helena, ტრირის წმინდა პეტრეს ტაძარი, ვატიკანის მუზეუმები და Lateran
ხსენების დღე 18 აგვისტო[1] , 21 მაისი[1] , 19 მარტი და 3 ივნისი
მოღვაწეობა პოლიტიკოსი
მეუღლე კონსტანციუს I ქლორუსი
შვილ(ებ)ი კონსტანტინე I დიდი[2] [1]

ელენეს შვილი კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმინდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმინდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმინდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმინდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმინდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინოპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.

ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმინდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.