დიმიტრი ანუჩინი
დიმიტრი ნიკოლოზის ძე ანუჩინი (რუს. Анучин, Дмитрий Николаевич; დ. ძველი სტილით [27 აგვისტო], ახალი სტილით [8 სექტემბერი], 1843, სანქტ-პეტერბურგი — გ. 4 ივნისი 1923, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, ეთნოგრაფი და არქეოლოგი. მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი (1884), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1896). საპატიო წევრი (1898 წლიდან). ჟურნალ „ზემლევედენიეს“ (1894) დამაარსებელი.
დიმიტრი ანუჩინი | |
---|---|
რუს. Дмитрий Николаевич Анучин | |
დაბ. თარიღი | 27 აგვისტო (8 სექტემბერი) 1843 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 4 ივნისი, 1923[1] [2] [3] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი[1] |
დასაფლავებულია | ვაგანკოვოს სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, ანთროპოლოგი, არქეოლოგი, გეოგრაფი და local historian |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ალექსანდრე ბარკოვი, ლევ ბერგი, მიტროფანე ბოდნარსკი, ალექსანდრე ბორზოვი, ვიქტორ ბუნაკი, სერგეი გრიგორიევი, ბორის დობრინინი, ალექსანდრე კრუბერი, ბორის კუფტინი, სერგეი ჩეფრანოვი და ივანე შჩუკინი |
სამეცნიერო ხარისხი | მაგისტრი და მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი, კონსტანტინეს მედალი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1860 წელს დაამთავრა გიმნაზია, რომლის შემდეგ ჩაირიცხა ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა ნიკოლოზ კოსტომაროვის, ისმაილ სრეზნევსკისა და სხვათა ლექციებს.
სტუდენტობის პერიოდში რამდენიმე წლით საზღვარგარეთ გაემგზავრა. უკან დაბრუნების შემდეგ ისევ მოსკოვის უნივერსიტეტში ჩააბარა, ამჯერად ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1867 წელს წარჩინებით დაამთავრა ფაკულტეტი. 1880 წელს ანთროპოლოგიურ თემატიკაზე დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია. დისერტაციის დაცვის შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. 1885 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრას. მოსკოვის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა გეოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის შესწავლის საქმეს. 1886-1889 წლებში გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო ნაშრომი, რის საფუძველზე მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის წოდება — honoris causa-ს პრინციპით.
დიმიტრი ანუჩინი 600-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი შრომები ეხება: ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის, ქვეყანათმცოდნეობის, ეთნიკური ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის, პირველყოფილი არქეოლოგიისა და მეცნიერების ისტორიის მთელ რიგ საკითხებს. 1880 წლიდან დაიწყო ვალდაის მაღლობის შესწავლა, დაადგინა ტვერის გუბერნიის უმაღლესი მთის ნაწილები, ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა მდინარე ვოლგის ზემო წელის რელიეფის შესწავლას.
1894-1895 წლებში ალექსი ტილოს ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო ექსპედიციებში, რომლის ფარგლებში შეისწავლა მდინარეების ვოლგის, დასავლეთის დვინისა და დნეპრის სათავეები და ტბები. დიმიტრი ანუჩინმა საბოლოოდ გადაჭრა მდინარე ვოლგის სათავეების საკითხი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კავშირს გეოგრაფიასა და ქვეყნის სამეურნეო განვითარებას შორის.
ანთროპოლოგიის განვითარებაში დიდია დიმიტრი ანუჩინი ღვაწლი. მას ანთროპოლოგია ესმოდა, როგორც ადამიანის შესახებ საბუნებისმეტყველო ცოდნის ჯამი, რომელიც მოიცავს ადამიანის ევოლუციას, შედარებით ანატომიას, ბიოლოგიასა და სხვა. გამოდიოდა რასიზმის წინააღმდეგ. ანუჩინი დარვინისტი იყო. 1881 წელს თბილისში V არქეოლოგიურ ყრილობაზე დიმიტრი ანუჩინი გამოვიდა მოხსენებით „ძველი მშვილდისრის შესახებ“.
დიმიტრი ანუჩინის სახელობისაა მყინვარი კუნძულ ახალ მიწაზე, მწვერვალი ჩრდილოეთ ურალზე, კუნძული და სრუტე მცირე კურილის კუნძულების ჯგუფში. ანუჩინის სახელობისაა მოსკოვის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მუზეუმი. ქალაქ მოსკოვში ზუსტად იქ, სადაც სახელოვანი მეცნიერი ცხოვრობდა (1911-1923) აღმართულია მემორიალური დაფა მისი ბარელიეფით.
თხზულებები
რედაქტირება- Рельеф поверхности Европейской России в последовательном развитии о нем представлений, М., 1895;
- Верхневолжские озера и верховья Западной Двины. წგნ.: Труды экспедиции для исследования источников главнейших рек Европейской России, в. 61, М., 1897;
- Япония и японцы. Географический, антропологический и этнографический очерк, М., 1907;
- Географические работы, М., 1954 (с библиографией работ); О людях русской науки и культуры, 2 изд., М., 1952.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 502.
- Карпов Г. В., Путь ученого, М., 1958.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Анучин Дмитрий Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4