მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვოლგა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვოლგამდინარე რუსეთში, ყველაზე გრძელი მდინარე ევროპაში. მისი სიგრძე 3530 კილომეტრია (წყალსაცავის აგებამდე 3690 კმ იყო) აუზის ფართობი 1 380 000 კმ². ერთვის კასპიის ზღვას, სადაც წარმოქმნის 160 კმ-ის სიგრძის დელტას, რომელიც 500-მდე არხსა და მცირე მდინარეს მოიცავს.

ვოლგა
Volgarivermap.png
ვოლგას აუზი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
სათავე ვალდაის მაღლობი
სიგრძე 3530 კმ
აუზის ფართობი 1 360 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვოლგა ვიკისაწყობში

ვოლგა გაედინება ცენტრალურ რუსეთში და ხშირად ამ ქვეყნის ეროვნულ მდინარედაც მოიხსენიებენ. რუსეთის 20 უდიდესი ქალაქიდან თერთმეტი, მათ შორის დედაქალაქი მოსკოვიც, ვოლგის აუზში მდებარეობს. ამავე დროს, ვოლგის აუზი ყველაზე დასახლებული ტერიტორიაა მთელს რუსეთში.

მდინარის უამრავ შენაკადთაგან აღსანიშნავია: კამა, ოკა, ველტუგა, სურა.

შუა საუკუნეების არაბულ და სპარსულ ლიტერატურაში ეწოდებოდა ითილი. ამ სახელწოდებას დღემდე ხმარობენ თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები და სხვა.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვოლგა&oldid=3712442“-დან