ივანე შჩუკინი
ივანე სემიონის ძე შჩუკინი (რუს. Щукин, Иван Семёнович; დ. 10 მაისი [ძვ. სტ. 28 აპრილი], 1885 მოსკოვი — გ. 11 ოქტომბერი, 1985, იქვე) — რუსი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1935). მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი (1935 წლიდან). რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1957). ფიზიკური გეოგრაფიის ცნობილი სპეციალისტი.
ივანე შჩუკინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 აპრილი (10 მაისი), 1885 ან 10 მაისი, 1885[1] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[2] |
გარდ. თარიღი | 11 ოქტომბერი, 1985[1] (100 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | მსუ გეოგრაფიული ფაკულტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Bondarev Lev |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ხელმოწერა | |
1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1918 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი. ივანე შჩუკინი საბჭოთა გეომორფოლოგიური სკოლის ერთ-ერთი შემქმნელია. 1944 წელს ჩამოაყალიბა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული ფაკულტეტის გეომორფოლოგიური კათედრა (გამგე 1944–1960).
შჩუკინის მრავალწლიანი სამეცნიერო ექსპედიციები კავკასიასა და შუა აზიაში საფუძვლად დაედო მის შრომებს ზოგად და რეგიონულ გეომორფოლოგიასა და ფიზიკურ გეოგრაფიაში.
შეადგინა ფიზიკური გეოგრაფიის ტერმინოლოგიის „ოთხენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (1980). მნიშვნელოვანია ასევე მისი შრომები (ტომებში) გეომორფოლოგიის კარდინალურ საკითხებზე.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. ივანე შჩუკინის სახელი დაერქვა ჰისარ-ალაის 2 მწვერვალს, ყურეს კუნძულ ურუპთან, მთებს აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, მყინვარს ჯუნღარის ალათაუზე.
თხზულებები
რედაქტირება- Очерки геоморфологии Кавказа, ч. 1, М., 1926;
- Общая геоморфология, т. 1‒3, М., 1960‒74;
- Общая морфология суши, т. 1‒2, М.‒ Л., 1934‒38;
- Очерки физической географии Средней Азии, ч. 1, М., 1956.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ივანე სემიონის ძე შჩუკინი დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 63.
- Гвоздецкий Н. А., Спиридонов А. И., К юбилею И. С. Щукина, в сборнике: Рельеф и ландшафты, М., 1977.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ Щукин Иван Семёнович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.