ჯონ ლენონი

ინგლისელი მომღერალი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი.
(გადამისამართდა გვერდიდან ლენონი, ჯონ)

ჯონ უინსტონ ონო ლენონი (ინგლ. John Lennon), ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, (დ. 9 ოქტომბერი, 1940 — გ. 8 დეკემბერი, 1980) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი[1]. იგი ცნობილი გახდა, როგორც The Beatles-ის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი დამაარსებელი. The Beatles-ის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის თანამონაწილეობით The Beatles-მა 1960-იანებში მსოფლიო წარმატება მოიპოვა.

ჯონ ლენონი
ჯონ ლენონი 1974 წელს
დაბადების სახელი ჯონ უინსტონ ლენონი
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1940
ლივერპული, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 8 დეკემბერი, 1980 (40 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა გასროლის შედეგად
დაკრძალულია კრემირებულია (ნეშტი მიმოფანტულია ცენტრალურ პარკში).
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
  • აქტივისტი
აქტიური 1956–1980
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი
მშობლები მამა: ალფრედ ლენონი
დედა: ჯულია სტენლი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • კლავიშებიანი საკრავები
  • ჰარმონიკა
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
საიტი johnlennon.com
ხელმოწერა

დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო The Beatles-ის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც The Beatles 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.

მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯონი სიმღერები ხშირად ჟღერდა ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში, ჰიმნების სახით.

2012 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[2].

ბიოგრაფია

რედაქტირება

1940–1957: ადრეული წლები

რედაქტირება

ლენონი დაიბადა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ინგლისში, 1940 წლის 9 ოქტომბერს, ლივერპულში, ჯულიასა და ალფრედ ლენონის ოჯახში. ალფრედი იყო ვაჭარი მეზღვაური, წარმოშობით ირლანდიელი, რომელიც შვილის დაბადებისას ქვეყანაში არ იმყოფებოდა.[3] მშობლებმა ბიჭუნას ჯონ უინსტონ ლენონი დაარქვეს, მამის მხრიდან ბაბუის, ჯონ „ჯეკ“ ლენონისა და პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის პატივსაცემად.[4] მამა შინ ხშირად არ იყო, მაგრამ აგზავნიდან ფულად ჩეკებს იმ მისამართზე, რომელზეც ლენონი დედასთან ერთად ცხოვრობდა.[5] ჩეკების გამოგზავნა შეწყდა, როდესაც იგი 1944 წლის თებერვალში დაიკარგა.[6][7] ექვსი თვის შემდეგ იგი შინ დაბრუნდა, მაგრამ ამ დროისთვის ჯულიას ურთიერთობა ჰქონდა სხვა მამაკაცთან და ფეხმძიმედ იყო, ამიტომ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენაზე უარი თქვა.[8] მას შემდეგ, რაც დამ, მიმი სმითმა, ლივერპულის სოციალურ სამსახურში ორჯერ იჩივლა, ჯონზე მეურვეობა ჯულიამ მას გადასცა. 1946 წლის ივლისში მამამ ჯონს სმითთან მიაკითხა და ბიჭუნა ბლეკპულში წაიყვანა. მას სურდა ჯონის ახალ ზელანდიაში ფარულად თან წაყვანა.[9] თავის პარტნიორთან, ბობი დიკინსთან ერთად, ჯულია მას გაჰყვა და ჯონს მოსთხოვა არჩევანია გაკეთება. ლენონმა ორჯერ აირჩია მამასთან დარჩენა, მაგრამ, როდესაც დედა მიდიოდა, აცრემლებული, უკან გაჰყვა.[10] მამასთან შემდეგი შეხვედრა ჯონს მხოლოდ 20 წლის შემდეგ ჰქონდა.[11]

 
251 Menlove Avenue, ქუჩა, სადაც ჯონი ბავშვობაში ცხოვრობდა.

პატარაობისას და ბავშვობაში ჯონი ცხოვრობდა 251 Menlove Avenue-ზე დეიდასთან და ბიძამისთან, მიმი და ჯორჯ სმითებთან ერთად, რომლებსაც თავად შვილები არ ჰყავდათ.[12] დეიდამ ჯონს ზღაპრების ბევრი წიგნი უყიდა, ხოლო ბიძიამ, რომელიც ფერმას უვლიდა, ტუჩის ჰარმონიკა აჩუქა და კროსვორდების ამოხსნაში ავარჯიშებდა.[13] ჯულია მათთან ხშირად დადიოდა და 11 წლის ასაკში ჯონი მას ხშირად აკითხავდა ბლომფილდ როუდის 1-ში, სადაც დედა ასმენინებდა ელვის პრესლის ჩანაწერებს, ასწავლიდა ბანჯოზე დაკვრას და ფეტს დომინოს "Ain't That a Shame"-ს. [14] 1980 წლის სექტემბერში ლენონმა ისაუბრა ოჯახსა და თავის მეამბოხე ხასიათზე:

 
„ჩემს ერთი ნაწილს სურს ამ საზოგადოების ასპექტებმა და არ იყოს გარეული ამ მთვარეულ-პოეტურ/მუსიკალურ სამყაროში. მაგრამ არ შემიძლია ვიყო ის, რაც არ ვარ - მე ვიყავი სწორედ ის, ვისზეც სხვა ბიჭების მშობლები (მათ შორის, პოლის მამა) ამბობდნენ: „მოერიდე მაგას“...მშობლებმა ინსტინქტურად იცოდნენ, რომ მე წესრიგის დამრღვევი ვიყავი, ანუ არ შევესაბამებოდი საზოგადოებას და მათ შვილებზე გავლენა მქონდა, რაც სიმართლეა იყო. ყველანაირად ვცდილობდი, ყველა მეგობრის სახლში უარზაური მომეხდინა...ნაწილობრივ, შურის გამო, ვინაიდან თავად ეს, ეგრეთ წოდებული სახლი არ მქონია....მაგრამ მქონდა. ჩემს ოჯახს ხუთი ქალი შეადგენდა. ხუთი ღონიერი, ჭკვიანი, მშვენიერი ქალბატონი, ხუთი და. ერთ-ერთი დედაჩემი იყო. უბრალოდ არ შეეძლო ცხოვრებასთან გამკლავება. იყო იყო ყველაზე ახალგაზრდა, რომლის მეუღლეც ზღვაში გაიქცა. ამ დროს ომი მიმდინარეობდა და მას ჩემი ატანა არ შეეძლო, ამიტომ საბოლოოდ მის უფროს დასთან დავსახლდი. ისინი საოცრები იყვნენ...ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი ფემინისტური შემთხვევა. სხვა ბიჭუნების გონებაზე გავლენა მქონდა. ვამბობდი ასე - „მშობლები არ არიან იდეალურები, ვინაიდან ჩემებთან არ ვცხოვრობ, ამიტომ ვიცი.“[15]

იგი ხშირად დადიოდა ბიძაშვილთან, სტენლი პარკსთან, რომელიც ფლიტვუდში ცხოვრობდა. შვიდი წლის შემდეგ პარკსებს ჯონი თან სამოგზაუროდ ან ადგილობრივ კინოთეატრებში დაჰყავდათ.[16] სასკოლო არდადეგების დროს ისინი ხშირად ეწვეოდნენ ჯონს ლილა ჰარვისთან, კიდევ ერთ ბიძაშვილთან ერთად და ხშირად, კვირაში ორჯერ-სამჯერ მოგზაურობდნენ ბლეკპულში, სხვადასხვა სანახაობაზე დასასწრებად. ისინი ესწრებოდნენ ბლეკპულ ტაუერის ცირკის წარმოდგენებს, სადაც გამოდიოდნენ დიკი ვალენტაინი, ართურ ესკი, მაქს ბაიგრეივზი და ჯო ლოსი. პარქსი იხსენებდა, რომ ჯონს განსაკუთრებით მოსწონდა ჯორჯ ფორმბი. [17] მოგვიანებით პარქსები საცხოვრებლად შოტლანდიაში გადავიდნენ და სამი ბიძაშვილი სასკოლო არდადეგებს იქ ერთად ატარებდა. პარქსი იხსენებდა, რომ სამივე ძალიან ახლოს იყო. „ჯონი ცხრა წლის იყო და 16 წლამდე ედინბურგიდან გავყვებოდით და ვმოგზაურობდით საოჯახო დერნესში მდებარე ნაკვეთამდე.“[18] როდესაც ჯონი 14 წლის იყო, ბიძია ჯორჯი ღვიძლის სისხლდენით გარდაიცვალა, 52 წლის ასაკში.[19]

ლენონს ანგლიკანური წესით ზრდიდნენ. იგი დადიოდა დავდეილის საშუალო სკოლაში.[20] 1952 წლის სექტემბრიდან 1957 წლამდე, როდესაც ჩააბარა 11 პლუს ტიპის გამოცდა, იყო ლივერპულის კუორი ბენკის კოლეჯის მოსწავლე. ჰარვი წერს, რომ იგი იყო „მხიარული, იუმორის კარგი გრძნობით, მეგობრული, ცოცხალი ბიჭუნა.“[21] სასკოლო ჟურნალ The Daily Howl-ისთვის იგი ხშირად ხატავდა კარიკატურებს[22], მაგრამ მხატვრის ნიჭის მიუხედავად, სკოლაში ცუდი მოსწრება ჰქონდა. „ნამდვილად ცუდად ექნება საქმე...უიმედოა...უფრო კლასს ართობს...და სხვებს დროს აკარგვინებს.“[23]

დედამისმა პირველი გიტარა 1956 წელს აჩუქა - ეს იყო იაფი აკუსტიკური Gallotone Champion, რომლისთვისაც შვილს „ასესხა“ 5 ფუნტი და 10 შილინგი - იმ პირობით, რომ გიტარა მასთან იქნებოდა და არა მიმისთან (მან იცოდა, რომ მიმის არ მოსწონდა შვილის მუსიკალური მიდრეკილებები).[24] მიმი სკეპტიკურად უყურებდა ჯონის იმედს, რომ ოდესმე ცნობილი გახდებოდა და იმედი ჰქონდა, რომ მომავალში იგი მუსიკისგან დაიღლებოდა. მიმი ხშირად ეუბნება: „გიტარა კარგია, ჯონ, მაგრამ ამით ვერ იცოცხლებ.“[25] 1958 წლის 15 ივლისს, როდესაც ბიჭუნას 17 წელი შეუსრულდა, დედას, გზად შინისაკენ, როდესაც იგი სმითებისგან ბრუნდებოდა, მანქანა დაეჯახა და მოკლა.[26]

განათლების ძირითადი სერტიფიკატის, O-დონის გამოცდა ლენონმა წარუმატებლად გაიარა, ამიტომ მხოლოდ დეიდის და დირექტორის ჩარევის შემდეგ მოხვდა ლივერპულის სამხატვრო კოლეჯში.[27] იქ მან დაიწყო სხვადასხვა სამოსის ტარები დათუნიას გამოსახულებით და სახელი გაითქვა კლასებში წესრიგის დარღვევით და მასწავლებლების გაღიზიანებით. თავდაპირველად იგი გააგდეს ხატვის ლექციებიდან, მოგვიანებით კი გრაფიკულიდან და საბოლოოდ გააფრთხილეს, რომ დასჯიდნენ, რაც, ყველაფერთან ერთად გულისხმობდა ნატურის ხატვისას შიშველი მოდელის სახით ჯდომას. [28] ყოველწლიური გამოცდა მან ვერ ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ ეხმარებოდა კურსელი და მომავალი მეუღლე სინთია პაუელი. სწავლის დასრულებამდე, უკანასკნელ სასწავლო წლამდე იგი გამოაგდეს.[29]

1957–70: The Quarrymen-იდან The Beatles-ამდე

რედაქტირება

1957–66: ჩამოყალიბება, კომერციული წარმატება და საკონცერტო წლები

რედაქტირება
 
ლენონი (მარჯვნივ) და The Beatles 1964 წელს, ბიტლომანიის პიკი.

15 წლის ასაკში, 1956 წელს ლენონმა სკიფლ-ჯგუფი, The Quarrymen ჩამოაყალიბა (სახელწოდება ჯგუფმა შეიძინა კუორი ბენკის სკოლის პატივსაცემად). [30] 1957 წლის ზაფხულისთვის ისინი ასრულებდნენ „სიმღერების ენერგიულ პროგრამას“, რომელშიც შედიოდა სკიფლის და როკ-ენ-როლის ჟანრის სიმღერები.[31] მაკ-კარტნი ლენონმა მეორე კონცერტის დღეს გაიცნო. იგი ჩატარდა ვულტონში, წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიის ეზოში, ვულტონში. კონცერტის შემდეგ ჯონმა მაკ-კარტნის ჯგუფში გაერთიანება შესთავაზა.[32]

მაკ-კარტნი იხსენებდა, რომ დეიდა მიმიმ იცოდა, რომ ჯონის მეგობრები დაბალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ბიჭებს ხშირად ადევნებდა თვალს, როდესაც პოლი ჯონს შინ აკითხავდა.[33] პოლის ძმა მაიკი ამბობდა, რომ მაკ-კარტნის მამასაც არ მოსწონდა ეს მეგობრობა, ფიქრობდა რა, რომ ჯონი მშვილს რამე უსიანოვნებაში ჩაითრევდა [34]. თუმცა, მოგვიანებით მან ჯგუფს ნება დართო 20 Forthlin Road-ზე მდებარე სახლში რეპეტიციები ჩაეტარებინათ.[35][36] ამ პერიოდკში 18 წლის ლენონმა დაწერა პირველი სიმღერა "Hello Little Girl", რომელიც ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა The Fourmost შეასრულა და სიმღერით ბრიტანეთის ათეულში მოხვდა.[37]

მაკ-კარტნის ინიციატივით The Quarrymen-ს წამყვანი გიტარისტის სახით შეუერთდა მისი მეგობარი, ჯორჯ ჰარისონი[38] ლენონი თვლიდა, რომ ის მეტად ახალგაზრდა იყო (მაშინ ჯორჯი 14 წლის იყო). მაკ-კარტნის თხოვნით, ჰარისონმა ჯგუფთან ერთად ინსტრუმენტული „Raunchy“ დაუკრა ავტობუსის სახურავზე და ლენონი დათანხმდა.[39] ბასისტის სახით ჯგუფს მოგვიანებით დაემატა სტიუარტ სეტკლიფი, ლენონის მეგობარი სამხატვრო სკოლიდან.[40] ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სეტკლიფი 1960 წლის დასაწყისში გახდნენ "The Beatles". იმავე წლის აგვისტოში ისინი ჰამბურგში გაემგზავრნენ, სადაც 48 კონცერტი ჩაატარეს. ვინაიდან დრამერი ჯერ არ ჰყავდათ, ძიების რთული პროცესის შედეგად პიტ ბესტი აიყვანეს. [41] ლენონს 19 წელი შეუსრულდა და დეიდა შეშინებული იყო ამ მოგზაურობით, ამიტომ ჯონს ეხვეწებოდა, სწავლისთვის მიეხედა.[42] ჰამბურგში პირველი ვიზიტის შემდეგ ჯგუფი გერმანიაში 1961 წლის აპრილში დაბრუნდა, მოგვიანებით კი - კიდევ ერთხელ, 1962 წლის აპრილში. როგორც ჯგუფის სხვა წევრები, ჰამბურგში ლენონი პრელუდინის მომხმარებელი გახდა, რაც მას ეხმარებოდა, საღამოს კონცერტების დროს ენერგიულად ყოფილიყო[43]. ამას ამფეტამინი დაემატა.[44]

ბრაიან ეპსტაინი, რომელიც The Beatles-ის მენეჯერი 1962 წელს გახდა, მანამდე შემსრულებლების მენეჯმენტის მხრივ გამოუცდელი იყო, მაგრამ მან გავლენა იქონია წევრების ჩაცმულობაზე და სასცენო ქცევაზე.[45] თავდაპირველად ლენონი მის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა და სურდა, ჯგუფს უფრო პროფესიონალური გარეგნობა ჰქონდოდა, მაგრამ მოგვიანებით დანებდა და განაცხადა „სისხლიანი ბუშტებით გამოვალ, ოღონდ გადამიხადონ.“[46]სეტკლიფი ჰამბურგში დარჩა და ბასზე მაკ-კარტნი გადაერთო, ხოლო ბესტი რინგო სტარის მიერ იქნა ჩანაცვლებული. 1970 წელს დაშლამდე ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო. მათი პირველი სინგლი "Love Me Do" გამოვიდა 1962 წლის ოქტომბერში და ბრიტანეთის ჩარტში #17 იყო. სადებიუტო ალბომ Please Please Me-ის ჩაწერას 10 საათიც არ დასჭირდა. ჯგუფმა იგი 1963 წლის თებერვალში ჩაწერა[47], როდესაც ლენონი გაიცებული იყო[48] - ეს კარგად შეიმჩნევა იმ დღეს ჩაწერილ "Twist and Shout"-ში. [49] ლენონის და მაკ-კარტნის ერთობლივი ძალებით დაიწერა ალბომის 14-დან 8 სიმღერა. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა (მათ შორის იყო ალბომის სახელწოდება), მომავალში ლენონის საყვარელი მეთოდი, სიტყვების თამაში სიმღერებში ჯერ არ გამოიყენებოდა: „უბრალოდ პოპულარულ სიმღერებს ვწერდით, ყოველგვარი აზრის გარეშე, მხოლოდ ჟღერადობაზე ვმუშაობდით. სიტყვებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.“[47] 1987 წელს მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ The Beatles-ის სხვა წევრები ჯონს კერპად თვლიდნენ: „ჩვენი პატარა ელვისის როლს ასრულებდა...ყველა ჯონზე იყო დამოკიდებული. იგი იყო უფროსი და ნამდვილად ლიდერი - ყველაზე მიხვედრილი და ჭკვიანი.“[50]

მნიშვნელოვანი წარმატება ბრიტანეთში ჯგუფმა 1964 წლის დასაწყისში მოიპოვა. ლენონი ჯგუფთან ერთად ტურნეში იმყოფებოდა, როდესაც დაიბადა მისი პირველი შვილი, ჯულიანი. სამეფო ოჯახის წინ გამოსვლისას, ლენონმა იხუმრა - „შემდეგი სიმღერისთვის თქვენ დახმარებას ვითხოვ. ვინც იაფ ადგილებზე ზის, ტაში დაუკარით. დანარჩენებმა, ძვირფასეულობა ათამაშეთ.“[51] ბრიტანეთში ბიტლომანიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ედ სალივანის შოუში, 1964 წლის თებერვალში შედგა ჯგუფის ამერიკული დებიუტი, რასაც მსოფლიო ვარსკვლავობა მოჰყვა. ორ წლიანი ტურნეს, ფილმების გადაღების და სიმღერების შექმნის პარალელურად ჯონმა დაწერა ორი წიგნი In His Own Write და A Spaniard in the Works.[52] The Beatles საბოლოოდ აღიარეს ბრიტანეთის უმაღლეს წრეებშიც და 1965 წელს დედოფალმა ოთხივეს გადასცა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.[53]

ლენონს აღელვებდა, რომ მსმენელები, რომლებიც The Beatles-ის კონცერტებს ესწრებოდნენ, ფანების კივილის გამო ვერ ისმენდნენ მუსიკას, რასაც ეწირებოდა ჯგუფის, როგორც მუსიკოსების, კარიერა.[54] მის მიერ დაწერილი "Help!" გამოხატავდა მის გრძნობებს 1965 წელს: „ანუ...მე ვმღეროდი 'მიშველეთ'.“[55] მან მოიმატა წონაში (მოგვიანებით ამას უწოდებდა მსუქანი ელვისის პერიოდს)[56] და ესაჭიროებოდა ცვლილებები.[57] შემდეგი წლის იანვარში, როდესაც ლენონი, ჰარისონი და მათი მეუღლეები კბილის ექიმთან სახლში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, უკანასკნელმა მათ ყავაში ლსდ გაურია - ასე ჯონი პირველად ეზიარა ამ ნარკოტიკს. [58] როდესაც შინ წასვლას აპირებდნენ, მასპინძელმა უამბო, თუ რა გასინჯეს და ჰალუცინოგენის ეფექტის გამო დარჩენა ურჩია. მოგვიანებით ისინი ღამის კლუბში შევიდნენ და ეჩვენათ, რომ იგი ცეცხლმოკიდებული იყო: „ისტერიული კივილი დავიწყეთ.“[58]

რამდენიმე თვეში, მარტში, Evening Standard-ის ჟურნალისტ მორინ კლივის ინტერვიუში ლენონმა ისაუბრა ქრისტიანობის შესახებ: „ქრისტიანობა გაქრება,“ განაცხადა მან. „იგი გაუჩინარდება და შემცირდება. ამაზე კამათს არ ვაპირებ. მე მართალი ვარ და ჩემს სიტყვებსაც გაამართლებენ. ჩვენ ამჟამად ვართ უფრო პოპულარული ვიდრე იესო, არ ვიცი, რომელი უფრო ადრე გაქრება, როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესო მართალი იყო, მაგრამ მისი მიმდევრები - შტერი და ჩვეული. სწორედ მათი სიჩლუნგეა, რომ აფუჭებს ყველაფერს.“[59] ინგლისში კომენტარი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ როდესაც აშშ-ის ჟურნალმა Datebook იგი ხუთი თვის შემდეგ დაბეჭდა - აგვისტოში ჯგუფის აშშ-ის ტურნეს წინ - ამერიკულ ბიბლიურ სარტყელში მან გამოიწვია დავა.[60] ვატიკანმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, ხოლო ესპანეთისა და ჰოლანდიის რადიოსადგურებში და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ სამაუწყებლო საშუალებებში შეწყდა ჯგუფის ტრანსლირება.[61] ეპსტაინმა Datebook დაადანაშაულა ლენონის სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯაში. პრეს-კონფერენციაზე ლენონმა განაცხადა: „რომ მეთქვა, რომ ტელევიზიაა უფრო პოპულარული, ვიდრე იესო, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა.“[62] ლენონი ამტკიცებდა, რომ იგი გულისხმობდა იმას, თუ როგორ ხედავენ სხვა ადამიანები მათ წარმატებას, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან მინიშნების შემდეგ შეაჯამა: „თუკი ისურვებთ, რომ მოვინანიო, თუკი ეს ბედნიერებას მოგიტანთ, მაშინ, კარგი, ბოდიშს ვიხდი.“[62]

1967–1970: სტუდიური წლები, წაშლა და სოლო ნამუშევრები

რედაქტირება
 
The Beatles ასრულებს "All You Need Is Love"-ს გადაცემის Our World ეთერში.

დაღლილი საკონცერტო გამოსვლებით, 1966 წლის 29 აგვისტოს ჯგუფმა გამართა უკანასკნელი კონცერტი. ლენონი კოლექტივის დატოვებაზეც ფიქრობდა.[63] ლსდ-ის გაცნობის შემდეგ იგი ჰალუცინოგენს ხშირად იყენებდა და მთელი წლის განმავლობაში მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.[64] ბიოგრაფ იენ მაკ-დონალდის თქმით, ამან სრულიად შეცვალა მისი პიროვნება.[65] 1967 წელს გამოსულ "Strawberry Fields Forever"-ზე Time წერდა, რომ ეს იყო „გამაოგნებელი გამომგონებლობა“[66]. ჯგუფის ალბომმა Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band წარმოაჩინა ლენონის, როგორც ტექსტების ავტორის ნიჭი, ადრეული წლების სასიყვარულო სიმღერებთან შედარებით.

აგვისტოში ჯგუფმა გაიცნო მაჰარიში მაჰეშ იოგი და დაესწრო მის მიერ ჩატარებულ ტრანსცენდენტური მედიცინის სეანსებს, რომლებიც ბანგორში (უელსი) ჩატარდა[67]. ამ შეხვედრების პერიოდში მათ აცნობეს ეპსტაინის გარდაცვალების შესახებ. მოგვიანებით ლენონი ამბობდა: „მარცხი განვიცადეთ. მივხვდი, რომ უსიამოვნებაში ამოვყავით თავი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რა შეგვეძლო, გარდა მუსიკის დაკვრისა და მეშინოდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა და მეშინოდა[68]“. მოგვიანებით, მაჰარიშის აშრამში ჩატარებულმა სპეციალურმა სარეაბილიტაციო კურსმა, რომელიც სამი თვით დაიგეგმა, ჯგუფის ისტორიას ერთ-ერთი ნაყოფიერი პერიოდი შემატა, რომლის დროსაც შეიქმნა მრავალი სიმღერა. ალბომებში The Beatles და Abbey Road მოხვდა მათი დიდი ნაწილი.[69]

1967 წლის ოქტომბერში კინოთეატრებში გამოვიდა ლენონის მონაწილეობით გადაღებული შავი კომედია „როგორ მოვიგე ომი“. [70] მაკ-კარტნიმ ორგანიზება გაუწია ეპსტაინის ზედამხედველობის გარეშე[71] შექმნილ პირველ ფილმს „ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა“, რომელიც იმავე წლის დეკემბერში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მან კრიტიკულად არ გაამართლა, მისმა საუნდტრეკმა დიდი წარმატება იქონია, ლენონის მიერ ლუის კეროლის გავლენით დაწერილი "I Am the Walrus"-ით.[72][73] ეპსტაინის გარეშე ჯგუფის წევრები მოექცნენ სხვადასხვა ბიზნეს-საქმიანობაში. 1968 წლის თებერვალში მათ ჩამოაყალიბეს Apple Records-ის და სხვა ფილიალებისგან შემდგარი მულტიმედიური კორპორაცია Apple Corps. ლენონი ამ გადაწყვეტილებას აღწერდა, როგორც ბიზნესის სტრუქტურაში თავისუფლების მიღწევის მცდელობას.[74] თუმცა, ნარკოტიკებთან ექსპერიმენტებისა და იოკო ონოსთან ურთიერთობის, ისევე, როგორც მაკ-კარტნის დაგეგმილი ქორწინების გამო, Apple-ს ესაჭიროებოდა პროფესიონალური ხელმძღვანელობა. თავდაპირველად ლენონმა თხოვნით მიმართა ლორდ ბიჩინგს, თუმცა მან უარი განაცხადა და ლენონს ურჩია, მუსიკაზე კვლავ ემუშავა. ამიტომ შემდეგი იყო ალენ კლაინი, რომელიც როლინგ სტოუნზის და სხვა ჯგუფების მენეჯმენტს ბრიტანული შემოჭრის პერიოდში ეწეოდა. კლაინი ჯონმა, ჯორჯმა და რინგომ Apple-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს [75], თუმცა ცნობილი იყო, რომ მაკ-კარტნის ამ კონტრაქტისთვის ხელი არასოდეს მოუწერია. [76]

მუსიკალური ნაწყვეტები:

1968 წელს ლენონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში The Rolling Stones Rock and Roll Circus (რომელიც 1966 წლამდე არ გამოსულა), Dirty Mac-ის წევრის როლში. სუპერჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ლენონი, ერიკ კლეპტონი, კით რიჩარდსი და მიტჩ მიტჩელი, ფილმში აგრეთვე ონოს გამოსვლისას ჩნდება.[78] ონოსთან ლენონმა 1969 ლის 20 მარტს იქორწინა. მოგვიანებით მათ გამოსცეს 20 ლითოგრაფი სერიიდან "Bag One", რომელიც მათ თაფლობის თვეს ასახავდა[79], თუმცა აქედან რვა უხამსი ხასიათის იყო და ჩამორთმეული იქნა.[80] ლენონი The Beatles-ის გარდა 1968-1969 წლებში მუსიკას ონოსთან ერთად იწერდა. მათ გამოსცეს სამი ალბომი - Unfinished Music No.1: Two Virgins[81] (უფრო მეტად ცნობილი გარეკანით), Unfinished Music No.2: Life with the Lions და Wedding Album. 1969 წელს მათ ჩამოაყალიბეს Plastic Ono Band და გამოუშვეს საკონცერტო ალბომი Live Peace in Toronto 1969. 1969-1970 წლებში ლენონმა გამოსცა სინგლები "Give Peace a Chance" (რომელიც 1969 წელს ვიეტნამში ომის საპროტესტო ჰიმნად იქცა),[82] "Cold Turkey" (ჯონის სიმპტომების შესახებ, რომლებიც ჰეროინისადმი მიდრეკილებამ გამოიწვია[83]) და "Instant Karma!". ბრიტანეთის ნიგერიის სამოქალაქო ომში მონაწილეობის[84] და მისი ვიეტნამის ომში ამერიკის მხარდაჭერის პროტესტის ნიშნად [85] ჯონმა დედოფალს დაუბრუნა მედალი, თუმცა ამან არ შეცვალა მისი, როგორც ბრიტანეთის იმპერიის კავალერის სტატუსი.[86]

ლენონმა The Beatles 1969 წლის სექტემბერში დატოვა[87] და გადაწყვიტა, მედიაში ამის შესახებ არ ესაუბრა. თუმცა, 1970 წლის აპრილში მაკ-კარტნიმ სადებიუტო სოლო ალბომი გამოსცა და ღიად ისაუბრა ჯგუფიდან წასვლაზე, რამაც ლენონი გააღიზიანა - „ღმერთო! იდეა მიითვისა!“[88] იგი მოგვიანებით წერდა - „ჯგუფი მე ჩამოვაყალიბე და მე დავშალე. მარტივია.“[89] ჟურნალ Rolling Stone-თან უფრო გვიანდელ ინტერვიუებში იგი საუბრობდა, რომ პოლზე გამწარებული იყო: „სულელი ვიყავი, რომ არ მოვიქეცი ისე, როგორც პოლი და არ გამოვიყენე ეს საშუალება, რათა საკუთარი ალბომი გამეყიდა.[90]“ მან აგრეთვე ისაუბრა სხვა წევრების კეთილგანწყობაზე ონოს მიმართ და იმაზე, რომ მასაც, ჰარისონსაც და სტარსაც „მობეზრდათ პოლის დამხმარე მუსიკოსების სახით არსებობა...ბრაიან ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ მარცხი განვიცადეთ. პოლი გააქტიურად და გვმართავდა. მაგრამ როგორც მივდიოდით წინ, თუკი წრეებს ვურტყამდით?“[91]

1970–1980: სოლო კარიერა

რედაქტირება

1970–1972: თავდაპირველი სოლო წარმატება და აქტივიზმი

რედაქტირება
 
სინგლის "Imagine" რეკლამა, Billboard, 1971 წლის 18 სექტემბერი.

1970 წელს ლენონმა და ონომ ლოს-ანჯელესში ექიმ ართურ ივანოვის ზედამხედველობით გაიარეს ძირითადი თერაპიის კურსი. იგი მიზნად ისახავდა ბავშვობაში მიღებული ემოციური ტრავმებისგან გათავისუფლებას და ოთხი თვის განმავლოვაში გრძელდებოდა, კვირაში ორი ნახევარ-ნახევარი დღის სახით. ექიმს სურდა წყვილთან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობაც, თუმცა მათ ჩათვალეს, რომ მეტი დახმარება აღარ ესაჭიროებოდათ და ლონდონში დაბრუნდნენ.[92] ლენონის სადებიუტო სტუდიური სოლო ალბომი John Lennon/Plastic Ono Band (1970), მაღალი შეფასებებით აღინიშნა. კრიტიკოსი გრაილ მარკუსი წერდა: „ჯონის სიმღერის „God“ უკანასკნელ სტროფში ვოკალური შესრულება, შესაძლოა, როკში საუკეთესოც იყოს.“[93] ალბომში შეტანილია "Mother", რომელშიც ლენონი დაუბრუნდა ბავშვობაში მიტოვების გრძნობებს,[94] და ბობ დილანის სტილის "Working Class Hero", იერიში ბურჟუაზიულ სოციალურ სისტემა, განსაკუთრებით სტრიქონით "you're still fucking peasants", რომელიც არ ესიამოვნა სხვადასხვა მაუწყებელს.[95][96] იმავე წელს ტარიკ ალის რევოლუციურმა პოლიტიკურმა ხედვამ, რომელიც ნათელი გახდა ლენონთან ინტერვიუს დროს, შთააგონა ჯონი, დაეწერა "Power to the People". ალისთან ერთად იგი აგრეთვე აპროტესტებდა ჟურნალ Oz-ის შეურაცხყოფაში უსამართლოდ დადანაშაულებას და მის სასამართლო დევნას. შედეგებს ჯონმა უწოდა „ამაზრზენი ფაშიზმი“ და ონოსთან ერთად (სახელით Elastic Oz Band) გამოსცა სინგლი "God Save Us/Do the Oz", აგრეთვე შეუერდა ჟურნალის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას.[97]

მუსიკალური ნაწყვეტები:

შემდეგი ალბომის Imagine (1971) შემთხვევაში კრიტიკოსთა შეფასებები უფრო შეზღუდული იყო. Rolling Stone წერდა: „მასში შეტანილია კარგი მუსიკის დიდი რაოდენობა“, მაგრამ მსმენელს აფრთხილებდა, რომ, შესაძლოა, „მასში გამოხატული პოზიციები მალე იქნება არა სულელური, არამედ უადგილო.“[100] ალბომის სასათაურო სიმღერა იქცა ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნად[101]. კიდევ ერთი, "How Do You Sleep?", იყო პასუხი მაკ-კარტნის ტექსტებზე ალბომიდან Ram. ლენონი მიხვდა იმას, რაც პოლმა მოგვიანებით დაადასტურა[102] - მისი ტექსტები ჯონისა და ონოს წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, 1970-იანებში ჯონმა შეარბილა თავისი დამოკიდებულება და განაცხადა, რომ "How Do You Sleep?" საკუთარ თავზე დაწერა.[103] 1980 წელს იგი ამბობდა: „ჯავრი ვიყარე პოლზე...სიმღერის შესაქმნელად...ეს არ იყო საზარელი მანკიერი ვენდეტა...ჯავრი ვიყარე და პოლისგან და The Beatles-ისგან დაშორების ფაქტი გამოვიყენე, ისევე, როგორც პოლთან დამოკიდებულება, რათა დამეწერა „How Do You Sleep“. სინამდვილეში მუდმივად ამაზე არ ვფიქრობ.“[104]

1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლად ნიუ-ოპრკში გადავიდნენ და იმავე წლის დეკემბერში გამოუშვეს სინგლი "Happy Xmas (War Is Over)".[105] შემდეგ წელს რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციამ მიიღო „სტრატეგიული ზომები“ ლენონის ანტისაომარი და ანტი-ნიქსონური პროპაგანდის წინააღმდეგ და სცადა ლენონის დეპორტირება. 1972 წელს, მას შემდეგ, რაც ჯორჯ მაკ-გოვერმა წააგო საპრეზიდენტო არჩევნებში, ნიუ-იორკელი აქტივისტ ჯერი რუბინის სახლში გაიმართა პოსტ-საარჩევნო შეკრება[106][107], რომელშიც ჯონი მონაწილეობდა. ლენონმა მიიღო უარი შტატების მოქალაქეობაზე (კონფლიქტი მხოლოდ 1976 წელს დასრულდა).[108] დეპრესიაში ჩავარდნილი ლენონი მოიწამლა და ჰქონდა სექსი საღამოს ერთ-ერთ დამსწრესთან, რის გამოც ონო შეცბუნებული დარჩა. ამ ინციდენტის გავლენით იოკომ დაწერა "Death of Samantha".[109]

ონოსთან და ნიუ-იორკულ ჯგუფ Elephant's Memory-სთან ერთად ჯონმა ჩაწერა ალბომი Some Time in New York City (1972). მასში წარმოდგენილია სიმღერები ქალების უფლებებზე, რასობრივ კავშირებზე, ბრიტანეთის როლზე ჩრდილოეთ ირლანდიაში და ლენონის პრობლემებზე.[110] ჩანაწერმა დაბალი შეფასებები მიიღო და, კრიტიკოსთა აზრით, არამოსმენადი იყო.[111] "Woman Is the Nigger of the World"-მა, გამოცემულმა სინგლის სახით იმავე წელს, 11 მაისს გაიჟღერა „დიკ კევეტის შოუს“ ეთერში. რადიოსადგურების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა მის ტრანსლირებაზე სიტყვის "nigger" ("ზანგი") გამო.[112] ჯგუფთან Elephant's Memory და მოწვეულ შემსრულებლებთან ერთად, 1972 წლის 30 აგვისტოს, ნიუ-იორკში, მედისონ-სკვერ-გარდენზე, უილბრუკის სკოლის ფსიქოლოგიური განყოფილების პაციენტების დასახმარებლად ლენონმა და ონომ გამართეს ორი საქველმოქმედო კონცერტი.[113] ეს იყო ჯონის უკანასკნელი გამოსვლა სოლო კონცერტის ფარგლებში.[114]

1973–1975: "დაკარგული შაბათ-კვირა"

რედაქტირება
 
ჯონ ლენონი და წამყვანი ტომ სნაიდერი გადაცემაში Tomorrow. 1975 წელს ეთერში გასული ეს ინტერვიუ იყო ჯონის უკანასკნელი სატელევიზიო გამოსვლა.

ალბომის Mind Games (1973) ჩაწერის პერიოდში ჯონმა და ონომ დაშორება გადაწყვიტეს. ეს იქცა 18 თვიან პაუზად მათ ურთიერთობაში, რომელსაც „დაკარგულ შაბათ-კვირას“ (ინგლ. lost weekend) უწოდებენ[115]. ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში ჯონი დროს მეი პენგის საზოგადოებაში ატარებდა. Mind Games, რომლის შემსრულებლად მითითებული იყო "Plastic U.F.Ono Band", გამოვიდა 1973 წლის ნოემბერში. ჯონის მიერ დაწერილი "I'm the Greatest" შეტანილი იქნა რინგო სტარის ალბომში Ringo, რომელიც იმავე თვეში გამოვიდა. მისი ალტერნატიული დუბლი, იმავე სესიებიდან, ლენონის წამყვანი ვოკალით, შეტანილია კომპილაციაში John Lennon Anthology.

1974 წლის დასაწყისში ლენონი აქტიური მსმელი იყო. ჰარი ნილსონთან ერთად სხვადასხვა სკანდალში მისმა მოხვედრამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ორი ცნობილი უსიამოვნება მოხდა ლოს-ანჯელესის კლუბ The Troubadour-ში, მარტში. პირველ შემთხვევაში, ლენონმა შუბლზე ჩამოიკიდა ტილო (რომელიც თითქოს მენსტრუაციანი იყო) და ოფიციანტს ქალს ეჩხუბა. მეორედ, ორი კვირის შემდეგ, ლენონი და ნილსონი კლუბიდან Smothers Brothers-ის დაცინვის გამო გამოაგდეს.[116] ლენონმა გადაწყვიტა ნილსონის ალბომის Pussy Cats პროდიუსერობა და პენგმა ყველა მუსიკოსისთვის ლოს-ანჯელესის სანაპიროზე სახლი იქირავა[117], მაგრამ შემდეგი თვის განმავლობაში სახლში არ წყდებოდა ანარქია და ხმისჩამწერი სესიები ქაოტური იყო. ამიტომ ლენონი პენგთან ერთად ნიუ-იორკში დაბრუნდა, რათა ალბომზე მუშაობა დაესრულებინა. აპრილში მან პროდიუსერის სახით იმუშავა მიკ ჯეგერის "Too Many Cooks (Spoil the Soup)"-ზე, რომელიც, საკონტრაქტო მიზეზით, 30 წლის განმავლობაში არ გამოცემულა. პენგმა ეს სიმღერა ჯეგერს გადასცა კომპილაციაში The Very Best of Mick Jagger (2007) შესატანად.[118]

ნიუ-იორკში დაბრუნებულმა ჯონმა ჩაწერა Walls and Bridges. იგი გამოვიდა 1974 წელს და აღინიშნა ჯონის ერთადერთი აშშ #1 სინგლით, რომელიც ცხელ ასეულში მოხვდა - ეს იყო "Whatever Gets You thru the Night", ელტონ ჯონის მონაწილეობით.[119] (Imagine მოხვდა აშშ-ის Record World-ის ჩარტის პირველ პოზიციაზე[120] და სხვა ქვეყნების ჩარტების სათავეებში).

ალბომის მეორე სინგლი "#9 Dream" წლის ბოლომდე გამოიცა. სტარის Goodnight Vienna-ზე (1974) ლენონი მვლავ გამოჩნდა, სასათაურო სიმღერის ავტორისა და კლავიშისტის სახით.[121] 28 ნოემბერს იგი მოულოდნელად გამოვიდა ელტონ ჯონის მადლიერების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც მედისონ-სკვერ-გარდენზე გაიმართა. ეს იყო ერთგვარი საპასუხო დახმარება, ვინაიდან ორი მუსიკოს შეთანხმდა, რომ "Whatever Gets You thru the Night"-ში ელტონ ჯონის გამოჩენის სანაცვლოდ ლენონიც მის რომელიმე ღონისძიებაში მიიღებდა მონაწილეობას. კონცერტზე ლენონმა შეასრულა "Lucy in the Sky with Diamonds" და "I Saw Her Standing There" - უკანასკნელს მან უწოდა „ჩემი ყოფილი ძველი შორეული საცოლე პოლის სიმღერა“.[122]

დევიდ ბოუის პირველი აშშ #1 ჰიტი "Fame" ლენონმა დაწერა და 1975 წლის იანვარში მისი ჩაწერისას დაუკრა გიტარაზე და ბეკ-ვოკალები შეასრულა.[123] იმავე თვეში ელტონ ჯონის მიერ ლენონის მონაწილეობით ჩაწერილი "Lucy in the Sky with Diamonds" (ჯონი მითითებულია ფსევდონიმით "Dr. Winston O'Boogie") ჩარტში მოხვდა. მოგვიანებით ლენონი დაბრუნდა ონოსთან და თებერვალში გამოსცა ქავერ-ალბომი Rock 'n' Roll (1975). მასში შეტანილი "Stand by Me" აშშ-სა და ბრიტანეთში ჰიტად იქცა და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მის უკანასკნელ სინგლად რჩებოდა.[124] 18 აპრილს ჩაიწერა და ივნისში ATV-ის ეთერში გავიდა გადაცემა A Salute to Lew Grade, რომელიც აღინიშნა ჯონის უკანასკნელი სასცენო გამოსვლით.[125] აკუსტიკური გიტარის და რვა მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით ლენონმა შეასრულა ორი სიმღერა ალბომიდან Rock 'n' Roll ("Stand by Me", რომელიც არ გადაიცა და "Slippin' and Slidin'"), რასაც მოჰყვა "Imagine".[125] ეს ჯგუფი, Etc., კეფაზე ნიღბებით გამოვიდა - ეს იყო ლენონის ჩანაფიქრი, ვინაიდან, მისი აზრით, ლიუ გრეიდი, რომელსაც გადაცემა ეძღვნებოდა, ფარისეველი იყო.[126]

1975–1980: წასვლა და დაბრუნება

რედაქტირება

1975 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა ჯონის მეორე შვილი, შონი, ამიტომ ლენონმა მეტი ყურადღება დაუთმო შინაურ გარემოს და ხუთი წლით მუსიკალური სამყაროდან გაქრა.[127] თუმცა მანამდე, ერთი თვის განმავლობაში, დაასრულა EMI/Capitol-თან ურთიერთობა კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ალბომის, Shaved Fish-ის გამოცემით. ეს იყო კომპილაცია მისი გამოუცემელი სიმღერებით.[127] ჯონი მთლიანად გადაერთო შონზე, დგებოდა დილით ადრე, ამზადებდა მისთვის საუზმეს და დროს მასთან ერთად ატარებდა.[128] რინგო სტარის ალბომისთვის Ringo's Rotogravure (1976) მან დაწერა სიმღერა "Cookin' (In the Kitchen of Love)". ეს იყო 1980 წლამდე ჯონის უკანასკნელი სტუდიური სესია[129]. მუსიკის შესვენების შესახებ მან 1977 წელს ტოკიოში ყოფნისას ფორმალურად განაცხადა: „მოკლედ, ყოველგვარი დიდი გადაწყვეტილებების მიღების გარეშე, ვგეგმავთ, ბავშვთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ და ოჯახის მიღმა არსებული საკითხებისგან დავისვენოთ.“[130] კარიერაში პაუზის პერიოდში ჯონი ხატავდა და შეადგინა წიგნი, რომელშიც მოხვდა როგორც ავტობიოგრაფიული, ასევე, ავტორის თქმით, „შეშლილი მასალა“[131], გამოცემული უკვე სიკვდილშემდგომ.

1980 წლის ოქტომბერში ლენონი დაბრუნდა სინგლით "(Just Like) Starting Over", რომელიც შემდეგ თვეში ალბომზე Double Fantasy გამოვიდა. უკანასკნელში მოხვდა სიმღერები, დაწერილი ივნისში, სამოგზაურო ლაინერზე, გზად ბერმუდის კუნძულებისკენ[132]. მათში აისახა მუსიკოსის ოჯახური ცხოვრება.[133] დამატებითი დარჩენილი მასალა დაგეგმილი იყო Milk and Honey-ში შესატანად (იგი საბოლოოდ 1984 წელს გამოვიდა).[134] Double Fantasy, გამოცემული ჯონის და ონოს მიერ, წარმატებული არ ყოფილა. Melody Maker, მაგალითად, წერდა, რომ იგი იყო „ტკბილი უნაყოფობა...სასტიკად მოსაწყენი“.[135]

8 დეკემბერი 1980: მკვლელობა

რედაქტირება
 
Strawberry Fields, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, უკანა ფონზე - დაკოტა

1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:50-ზე, როდესაც ლენონი და ონო ბრუნდებოდნენ დაკოტაში (ნიუ-იორკი) მდებარე ბინაში, მათ სადარბაზოსთან დახვდა მარკ დევიდ ჩეპმენი. მან ჯონს ოთხჯერ ესროლა ზურგში. ლენონი გადაყვანეს ახლოს მდებარე რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში. 23:07-ზე იგი გარდაიცვალა.[136] მანამდე ლენონმა ჩეპმენის მიერ მიწოდებულ Double Fantasy-ზე ავტოგრაფი დატოვა.[137]

მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა: „ჯონის დასაფლავება არ გაიმართება“. მან იგი დაასრულა სიტყვებით: „ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ.“[138] ჰარტსდეილში (ნიუ-იორკი), ფერნკლიფის სასაფლაოზე მოხდა მუსიკოსის ნეშტის კრემაცია. ფერფლი ონომ გაფანტა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სადაც მოგვიანებით აგებული იქნა ძეგლი „Strawberry Fields“.[139] ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და იგი ციხეში შემდეგი 20 წლით მოხვდა.[140] 2016 წლისთვის, მიუხედავად ცხრა აპელირებისა, მან გათავისუფლებაზე უარი მიიღო.[141]

პირადი ურთიერთობები

რედაქტირება

სინთია ლენონი

რედაქტირება

ლენონმა სინთია პაუელი (1939–2015) გაიცნო 1957 წელს, ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სტუდენტობისას.[142] მიუხედავად იმისა, რომ პაუელს ეშინოდა ლენონის ქცევის და გარეგნობის, მან შეიტყო, რომ ჯონს მოსწონდა ფრაგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო, ამიტომ თმა ქერად შეიღება. ლენონმა მას ხელი სთხოვა, თუმცა სინთიამ უპასუხა, რომ უკვე დანიშნული იყო და მიაძახა: „ჩემზე ქორწინება არ მითხოვია, ხომ ასეა?“[143] პაუელი ხშირად ახლდა ლენონს Quarrymen-ის კონცერტებზე და მაკ-კარტნის მეგობარ გოგონასთან ერთად ჰამბურგში მის მოსანახულებლად იმოგზაურა.[144] თავად ლენონი ბუნებით ეჭვიანი იყო, რაც შემდგომში აგრესიაში გადაიზარდა. იგი ხშირად აშინებდა პაუელს თავისი რეაქციით და ფიზიკური ძალადობით.[145] მოგვიანებით მან ახსენა, რომ ონოსთან შეხვედრამდე ქალებისადმი შოვინისტურ დამოკიდებულებაში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. იგი ამბობდა, რომ The Beatles-ის „Getting Better“ სწორედ მის საკუთარ ამბავზეა: „ჩემს ქალთან უხეში ვიყავი და ფიზიკურად – ნებისმიერთან. ვცემდი. საკუთარ თავს ვერ გამოვხატავდი და ვცემდი. კაცებს ვეჩხუბებოდი და ქალებს ვცემდი. ამიტომ არის, რომ ყოველთვის მშვიდობაზე ვსაუბრობ.“[127]

1962 წლის ივლისში თავის რეაქციაზე, როდესაც შეიტყო, რომ სინთია ფეხმძიმედ იყო, ჯონი იხსენებდა, რომ სინთიას უთხრა: „ერთადერთი დაგვრჩენია, სინ. უნდა დავქორწინდეთ.“[146] მათ 23 აგვისტოს იქორწინეს, მაუნტ-პლეზენტის სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო ოფისში, ლივერპულში. მეჯვარე იყო ბრაიან ეპსტაინი. ლენონის ქორწინება დაემთხვა ბიტლომანიის დაწყებას. ჯონი გამოვიდა ჯგუფთან ერთად კონცერტზე იმავე საღამოს და შემდგომშიც გრაფიკის მიხედვით მუშაობა განაგრძო.[147] თავად ეპსტაინს ეშინოდა, რომ მსმენელებს დაქორწინებული ბიტლისადმი უნდობლობა ექნებოდათ, ამიტომ ჯონს სთხოვა, ქორწინების დეტალები გაესაიდუმლოებინა. ჯულიანი დაიბადა 1963 წლის 8 აპრილს. ლენონი ამ დროს ტურნეში იყო და შვილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იხილა.[148]

სინთიას აზრით, წყვილის პრობლემების მიზეზი იყო LSD-ის გამოყენება. მისი აზრით, ნარკოტიკებით გატაცების გამო ლენონმა მისდამი ინტერესი მალევე დაკარგა.[149] როდესაც The Beatles-მა მიემგზავრებოდა ბანგორში (უელსი), 1967 წელს, მაჰარიში მაჰეშ იოგის სემინარზე დასასწრებად, პოლიციელმა ვერ იცნო სინთია და თვითმფრინავში არ აუშვა. სინთია მოგვიანებით იხსენებდა, რომ ეს ქორწინების დასასრულის სიმბოლო იყო.[150] მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდა შინაურ კენვუდში, ჯონი იოკო ონოსთან ერთად აღმოაჩინა და მეგობრებთან წავიდა. ალექსის მარდასი მოგვიანებით ამბობდა, რომ სინთიასთან ღამე გაატარა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ამცნო მას, რომ ჯონი აპირებდა გაყრას და ჯულიანის მეურვეობას, ცდილობდა რა დაემტკიცებინა, რომ სინთიამ მას უღალატა. ხანგრძლივი დავის შემდეგ ლენონი დანებდა და სინთიასთან თანასწორი უფლებებით გაყრა არჩია. ყოველივე 1968 ნოემბერში, სასამართლოს გარეშე გადაწყდა. შეთანხმების თანახმად, ლენონი ყოფილ მეუღლეს წლიურად გადასცემდა 100 000 გირვანქა სტერლინგს.[151]

ბრაიან ეპსტაინი

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://johnlennonpeace.weebly.com/the-john-lennon-peace-movement.html
  2. Lennon's 70th birthday. Rock and Roll Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2015. ციტირების თარიღი: 8 October 2010.
  3. ჰარი 2000b, p. 504.
  4. სპიცი 2005, p. 24: "Julia offered the name in honour of ... Winston Churchill".
  5. სპიცი 2005, p. 24: "The entire Stanley clan gathered nightly at Newcastle Road".
  6. ლენონი 2005, p. 54: "Until then he had sent her money each month from his wages, but now it stopped".
  7. სპიცი 2005, p. 26: "In February 1944 ... he was arrested and imprisoned. Freddie subsequently disappeared for six months".
  8. სპიცი 2005, p. 27.
  9. ლენონი 2005, p. 56: "Alf admitted to her that he had planned to take John to live in New Zealand".
  10. სპიცი 2005, p. 30: "Julia went out of the door ... John ran after her".
  11. სპიცი 2005, p. 497.
  12. ლენონი 2005, p. 56: "Hard to see why Mimi wanted John, as she had always said she didn't want children".
  13. სპიცი 2005, p. 32: "When he was old enough, taught John how to solve crossword puzzles".
  14. სპიცი 2005, p. 48: "To get them started, she applied the triad to 'Ain't That a Shame'".
  15. Sheff 1981, pp. 134–136. sfn error: multiple targets (2×): CITEREFSheff1981 (help)
  16. სპიცი 2005, p. 32: "Parkes recalled ... Leila and John to the cinema as often as three times a day".
  17. ჰარი 2009.
  18. ჰარი 2000b, p. 702.
  19. ჰარი 2000b, p. 819.
  20. ჰარი 2000b, p. 411.
  21. სპიცი 2005, pp. 32–33.
  22. სპიცი 2005, p. 40.
  23. ClassReports 2008.
  24. სპიცი 2005, p. 45.
  25. ნორმანი 2008, p. 89.
  26. მაილზი 1997, p. 48.
  27. სპიცი 2005, p. 100.
  28. ჰარი 2000b, pp. 553–555.
  29. ლენონი 2005, p. 50.
  30. ჰარი 2000b, p. 738.
  31. სპიცი 2005, p. 95.
  32. სპიცი 2005, pp. 93–99.
  33. მაილზი 1997, p. 44.
  34. მაილზი 1997, p. 32.
  35. მაილზი 1997, pp. 38–39.
  36. ლენონი 2005, p. 47.
  37. ჰარი 2000b, pp. 337–338.
  38. მაილზი 1997, pp. 47, 50.
  39. მაილზი 1997, pp. 47.
  40. ლენონი 2005, p. 64.
  41. მაილზი 1997, p. 57.
  42. ლენონი 2005, p. 53.
  43. მაილზი 1997, pp. 66–67.
  44. ლენონი 2005, p. 57.
  45. The Beatles 2000, p. 67.
  46. ფრენკელი 2007.
  47. 47.0 47.1 ჰარი 2000b, p. 721.
  48. ლუისონი 1988, pp. 24–26: "Twist and Shout, which had to be recorded last because John Lennon had a particularly bad cold".
  49. სპიცი 2005, p. 376: "He had been struggling all day to reach notes, but this was different, this hurt".
  50. დოგეტი 2010, p. 33.
  51. შენანი 2007.
  52. კოულმენი 1984a, pp. 239–240.
  53. London Gazette 1965, pp. 5487–5489.
  54. კოულმენი 1984a, p. 288.
  55. გულდი 2008, p. 268.
  56. ლოურენსი 2005, p. 62.
  57. The Beatles 2000, p. 171.
  58. 58.0 58.1 ჰარი 2000b, p. 570.
  59. გულდი 2007, pp. 307–9.
  60. ლუისონი 1992, pp. 212–213.
  61. ნორმანი 2008, p. 449.
  62. 62.0 62.1 გულდი 2007, p. 346.
  63. ბრაუნი 1983, p. 222.
  64. გულდი 2008, p. 319.
  65. MacDonald 2005, p. 281.
  66. Time 1967.
  67. BBC News 2007b.
  68. Brown 1983, p. 276.
  69. მაილზი 1997, p. 397.
  70. Hoppa 2010.
  71. მაილზი 1997, p. 349-373.
  72. Logan 1967.
  73. ლუისონი 1988, p. 131.
  74. ჰარი 2000b, p. 31.
  75. TelegraphKlein 2010.
  76. მაილზი 1997, p. 549: "Paul never did sign the management contract".
  77. ჰარი 2000b, pp. 276–278.
  78. ჰარი 2000b, pp. 774–775.
  79. Fawcett 1976, p. 185.
  80. კოულმენი 1984a, p. 279.
  81. კოულმენი 1984a, pp. 48–49.
  82. Perone 2001, pp. 57–58.
  83. ჰარი 2000b, pp. 160–161.
  84. მაილზი and Badman 2003.
  85. „Beatles fans call for return of MBE medal rejected by John Lennon“. The Daily Telegraph. 2 August 2013. ციტირების თარიღი: 2 August 2013.
  86. ჰარი 2000b, pp. 615–617.
  87. Edmondson 2010, pp. 129–130.
  88. სპიცი 2005, pp. 853–54.
  89. Loker 2009, p. 348.
  90. Wenner 2000, p. 32.
  91. Wenner 2000, p. 24.
  92. ჰარი 2000b, pp. 408–410.
  93. Blaney 2005, p. 56.
  94. ჰარი 2000b, pp. 640–641.
  95. Riley 2002, p. 375.
  96. Schechter 1997, p. 106.
  97. Wiener 1990, p. 157.
  98. ჰარი 2000b, p. 382.
  99. ჰარი 2000b, pp. 382–383.
  100. Gerson 1971.
  101. Vigilla 2005.
  102. Goodman 1984.
  103. ჰარი 2000b, pp. 354–356.
  104. Peebles 1981, p. 44.
  105. Allmusic 2010f.
  106. Bill DeMain. John Lennon and the FBI. Dangerous Liaisons: The FBI Files of Musicians. Performing Songwriter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 19 January 2013.
  107. Alan Glenn. (27 December 2009) The Day a Beatle Came to Town. The Ann Arbor Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 19 January 2013.
  108. Wiener 1990, p. 204.
  109. LennoNYC, PBS Television 2010
  110. BBC News 2006a.
  111. Landau 1974.
  112. ჰარი 2000b, pp. 979–980.
  113. Deming 2008.
  114. The Rock and Roll Hall of Fame and Museum 1994.
  115. ჰარი 2000b, pp. 698–699.
  116. ჰარი 2000b, pp. 927–929.
  117. ჰარი 2000b, p. 735.
  118. The Very Best of Mick Jagger liner notes
  119. Badman 2001, 1974.
  120. RECORD WORLD 1971. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-31. ციტირების თარიღი: 2015-01-12.. Record World. Geocities.com. Retrieved 21 July 2014.
  121. ჰარი 2000b, p. 284.
  122. ჰარი 2000b, p. 970.
  123. The Rock and Roll Hall of Fame and Museum 1996.
  124. ჰარი 2000b, pp. 240, 563.
  125. 125.0 125.1 ჰარი 2000b, p. 758.
  126. Madinger, Eight Arms to Hold You, 44.1 Publishing, 2000, ISBN 0-615-11724-4
  127. 127.0 127.1 127.2 Sheff 1981. sfn error: multiple targets (2×): CITEREFSheff1981 (help)
  128. ჰარი 2000b, p. 553.
  129. ჰარი 2000b, p. 166.
  130. Bennahum 1991, p. 87.
  131. ჰარი 2000b, p. 814.
  132. BBC News 2006b.
  133. Schinder & Schwartz 2007, p. 178.
  134. Ginell 2009.
  135. Badman 2001, 1980.
  136. Ingham 2006, p. 82.
  137. ჰარი 2000b, p. 145.
  138. ჰარი 2000b, pp. 692.
  139. ჰარი 2000b, pp. 510.
  140. Inmate Population Information Search. Nysdoccslookup.doccs.ny.gov. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2014.
  141. „John Lennon's killer Mark Chapman denied parole again“. BBC News. 29 აგვისტო 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2016.
  142. Lennon 2005, pp. 17–23.
  143. Lennon 2005, p. 21.
  144. Lennon 2005, pp. 89–95.
  145. Harry 2000b, pp. 492–493.
  146. Lennon 2005, p. 91.
  147. Harry 2000b, pp. 493–495.
  148. Lennon 2005, p. 113.
  149. Harry 2000b, pp. 496–497.
  150. Warner Brothers 1988.
  151. Lennon 2005, p. 305–306.

წყაროები

რედაქტირება
დამატებითი ლიტერატურა