მთავარი მენიუს გახსნა

ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო“ (ინგლ. We're more popular than Jesus) — ჯონ ლენონის მიერ 1966 წლის მარტის ინტერვიუში მოყვანილი ფრაზის ერთი ნაწილი, რომელსაც არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა რიგი ქვეყნების საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან. ფრაზის ეს ნაწილი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ მასზე სპეკულაციები წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა და თავისდაუნებურად ჯგუფის ისტორიის ერთ-ერთ გახმაურებულ ეპიზოდად რჩება დღემდე.

ისტორიარედაქტირება

1966 წლის აგვისტოში აგორდა სკანდალი მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონის მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ „ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო“ გაიჟღერა ახალგაზრდულ ჟურნალში Datebook. ეს ფრაზა ლენონმა წარმოთქვა ჟურნალისტ მორინ კლივთან ინტერვიუს დროს, როდესაც საუბარი შეეხო The Beatles-ის წევრთა პირად ცხოვრებას. როდესაც 1966 წლის მარტში ეს ინტერვიუ დაიბეჭდა ბრიტანეთში, რეაქცია მასზე არ ყოფილა.

1966 წლის აგვისტოში, ინტერვიუს დაბეჭდვიდან ხუთი თვის შემდეგ Datebook-მა ციტირების სახით ახსენა ლენონის ფრაზა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილი საპროტესტო ტალღა აგორდა. The Beatles-ის ჩანაწერებს საჯაროდ წვავდნენ, კონცერტები უქმდებოდა, ხოლო ჯგუფს ურეკავდნენ სხვადასხვა პირები, რომლებიც ღიად ემუქრებოდნენ მის წევრებს. პროტესტი შეეხო სხვა ქვეყნებს, რომელთა შორის იყვნენ მექსიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ესპანეთი. ადგილი ჰქონდა ანტი-ბიტლურ დემონსტრაციებს, ხოლო ადგილობრივი რადიოსადგურების ეთერიდან ქრებოდა მათი ჩანაწერები.

ამ პრობლემებს ადგილი ჰქონდა ჯგუფის 1966 წლის ამერიკული ტურის დაწყების წინ. რეაქციამ The Beatles-ის მიმართ კინაღამ აიძულა მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი, გაეუქმებინა ყველა დაგეგმილი კონცერტი. ამიტომ აშშ-ში შედგა ორი პრეს-კონფერენცია, რომელზეც ეპსტაინმა და ლენონმა მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ კონკრეტული წინადადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. იქვე დამსწრე ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლენონი თავის განცხადებაში მხოლოდ ხაზს უსვამდა იმას, რასაც თავად ეკლესია აცხადებდა ქრისტიანობის უარყოფის თაობაზე. ტური გაგრძელდა, მაგრამ ყველგან არეულობა ახლდა, რასაც თან ერთვოდა კუ-კლუქს-კლანის მხრიდან საპროტესტო აქციები. ერთ-ერთ კონცერტზე გაჩნდა ეჭვი, თითქოს ჯგუფის წევრებს სასროლ იარაღსაც უმიზნებდნენ. 1966 წლის 29 აგვისტოს შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო მოღვაწეობა შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება