Please Please Me
Please Please Me — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. ლეიბლმა Parlophone დაჩქარებულ რეჟიმში ალბომი ბრიტანეთში 1963 წლის 22 მარტს გამოსცა, რათა სინგლები „Please Please Me“ (სიების უმეტესობაში #1, მაგრამ Record Retailer-ის სიაში #2)[5] და „Love Me Do“ (#17) წარმატების გაკაპიტალიზება მოეხდინა.
Please Please Me | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 22 მარტი, 1963 | |||
ჩაიწერა | 11 სექტემბერი, 1962[1] – 20 თებერვალი, 1963 | |||
სტუდია | EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 32:59 | |||
ლეიბლი | Parlophone | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Please Please Me | ||||
|
ალბომის 14 სიმღერიდან 8 ჩანაწერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი (თავდაპირველად მათ უთითებდნენ, როგორც „მაკ-კარტნი/ლენონი“). ეს, როგორც Rolling Stone მოგვიანებით წერდა, იყო „მათ მიერ გამოგონილი დამოუკიდებელი როკ-ჯგუფის ადრეული ვერსია, რომელიც საკუთარ ჰიტებს წერდა საკუთარ ინსტრუმენტებზე უკრავდა“.[6] 2012 წელს Rolling Stone-მა Please Please Me ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში 39-ე ადგილზე დაასახელა.[7]
ჩაწერა
რედაქტირებაბრიტანული 12" ფირფიტებისთვის 1963 წელს სტანდარტს წარმოადგენდა შვიდი სიმღერა თითო მხარეს (ამერიკულ გამოცემებში წარმოდგენილი იყო ხუთი-ექვსი), ამიტომ პროდიუსერ ჯორჯ მარტინს სჭირდებოდა ათი სიმღერის დამატება. "პასუხად კითხვაზე, ჰქონდათ თუ რა არა რამე, რომ სწრაფად ჩაგვეწერა, ეს სიმღერები ჩაწერეს", ამბობს მარტინი. თავდაპირველად იგი აპირებდა ალბომის ცოცხლად ჩაწერას, კლუბში Cavern[8][9] და ლივერპულში 1962 წლის 9 დეკემბერს ჩავიდა, რათა ტექნიკური დეტალებისთვის გადაეხედა [10][11][12] (უკანასკნელი პერიოდის კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ეს 12 დეკემბერი იყო)[13] მაგრამ ჯგუფი დროში იყო შეზღუდული, ამიტომ მარტინმა The Beatles EMI-ს სტუდიებში მიიყვანა და იქ დაკვრა სთხოვა. მარტინი: "სასცენო რეპერტუარი პირდაპირ დაუკრეს, ეს უფრო ტრანსლირებას ჰგავდა, ასე თუ ისე".[14]
თავდაპირველად სტუდიაში დაინიშნა მხოლოდ დილის და დღის სესიები, ხოლო საღამოს სესია მოგვიანებით დაემატა.[15] ასე რომ, ორშაბათის, 1963 წლის 11 თებერვლის დილით, 10 საათზე, მათ დაიწყეს ყოველი სიმღერის დახვეწა და ჩაწერა (ყოველი ჩანაწერის დუბლების რაოდენობა მერყევი იყო) და დაასრულეს 10:45-ზე - გავიდა 13 საათზე ნაკლები. ჩანაწერში დაფიქსირდა კლუბური ატმოსფეროს ბუნებრივი განწყობა. უკანასკნელი სიმღერა "Twist and Shout" იყო, ვინაიდან ჯონ ლენონი იმ დღეს გაციებული იყო, მარტინი კი თვლიდა, რომ ეს ყელზე გავლენას იქონიებდა და ლენონის ვოკალს ცუდი ჟღერადობა ექნებოდა. სიმღერა პირველივე დუბლით ჩაწერეს და მარტინი ამბობდა: "არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას. მთელი დღეა, რაც ვიწერთ, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო კარგები ხდებიან".[15] მარკ ლუისონი: "მუსიკის ისტორიაში ამაზე უფრო მეტად პროდუქტიული 585 წუთი თითქმის არ ყოფილა".[16] სესიების დროს პოლ მაკ-კარტნიმ "A Taste of Honey"-ს ვოკალი დაამატა, ხოლო ლენონმა "There's A Place"-ს - ჰარმონიკა. მარტინმა 20 თებერვალს, როდესაც ჯგუფი სტუდიაში არ იმყოფებოდა, დაუკრა ფორტეპიანოზე "Misery"-ში და ჩელესტაზე and "Baby It's You"-ში.[17]
ამ სესიების დროს ჩაიწერა "Hold Me Tight", თუმცა იგი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ალბომში არ შეიტანეს.[15] "Hold Me Tight" 12 სექტემბერს, With the Beatles-ისთვის დაასრულეს.[18]
სესიის ერთი დღის ღირებულებამ 400 გირვანქა შეადგინა [19] მარტინი: "Parlophone-ს ბევრი ფული არ ჰქონია. ჩემი ხელფასი ყოველწლიურად 55.000-ს შეადგენდა."[12] ეს ბიუჯეტი მოიცავდა მარტინის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა შემსრულებელს. გარდა ამისა, მუსიკოსების გაერთიანებასთან კონტრაქტის თანახმად, The Beatles-ის ყოველი წევრი ყოველი სამსაათიანი სესიისთვის იღებდა 7.50 გირვანქას. [20]
მარტინს თავდაპირველად სურდა, ალბომის სახელწოდება ყოფილიყო Off the Beatle Track.[21] ალბომი ჩაიწერა ორფირიან ჩამწერზე, დელტა მონო რეჟიმში. ერთ ფირზე იწერებოდა ინსტრუმენტული ნაწილი, მეორეზე - ვოკალი, რაც ორს შორის საბოლოო მონო მიქსის დროს გაწონასწორების საშუალებას იძლეოდა.[17] იმავე პერიოდში მომზადდა სტერეო მიქსი, რომელშიც ერთი ფირი მარცხნივ არხში ისმოდა, ხოლო მეორე - მარჯვენაში. ამას დაემატა არეკლვის ეფექტი, რითაც ორი ფირი ერთმანეთს ერწყმოდა. იმ პერიოდში ეს სტერეო ალბომების ხმის მიქსის მომზადების ტრადიციული სქემა იყო.
გამოცემა
რედაქტირებაPlease Please Me თავდაპირველად გამოვიდა მონო გრამფირფიტის სახით, ლეიბლზე Parlophone, ბრიტანეთში, 1963 წლის 22 მარტს და ბრიტანულ კატალოგში 1963 წლიდან რჩებოდა. სტერეო ვერსია გამოვიდა 26 აპრილს, მონო ვერსიის გამოჩენიდან ერთი თვის შემდეგ.
- გამოცემების ფორმატები
- გრამფირფიტა (12", სტერეო და მონო)[22][23]
- კოჭები (3-3/4 დუიმი წამში, მონო, მუყაოს ყუთი) [1960-იანების ბოლოს ამოღებული იქნა][24]
- კოჭები (3-3/4 დუიმი წამში, მონო და სტერეო) (პლასტმასის ყუთები) [1970-იანებში ამოღებული იქნა]
- 8-ტრეკიანი ფირი (სტერეო) [1970-იანებში ამოღებული იქნა]
- აუდიოკასეტა (თავდაპირველად - სტერეო, მოგვიანებით, 1988 წელს - მონო) [1990-იანებში ამოღებული იქნა][25]
- CD (1987) (მონო) [2009 წლიდან გაყიდვაში აღარ არის][26]
- CD (2009 წლის რემასტერი) (სტერეო და შეზღუდული რაოდენობით - მონო)[27]
- ციფრული ჩამონატვირთი (2009 წლის რემასტერი) (სტერეო)
- გრამფირფიტა (1963 წლის ვინილის ხელმეორე გამოცემა, მაგრამ 2009 წლის რემასტერით) (სტერეო)[28]
აშშ-ში Please Please Me-ს სიმღერების ძირითადი ნაწილი Vee-Jay Records-ის მიერ გამოიცა Introducing... The Beatles-ის (1964) სახით, მოგვიანებით კი - Capitol Records-ის მიერ, როგორც The Early Beatles (1965). Please Please Me აშშ-ში არ გამოცემულ The Beatles-ის კატალოგის CD-ზე სტანდარტიზაციამდე.
კანადაში სიმღერების დიდი ნაწილი გამოვიდა მხოლოდ კანადურ სპეციალურ ალბომზე Twist and Shout. მასში "From Me to You" და "She Loves You" ენაცვლება სიმღერებს "I Saw Her Standing There" და "Misery".[29]
ახალ ზელანდიაში ალბომი პირველად გამოვიდა Parlophone-ის შავი სტიკერით, მხოლოდ მონო ვერსიის სახით. შემდეგ (1964) წელს EMI-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ Parlophone-ის სტიკერების ფერი ჩაანაცვლა ლურჯით და ალბომი კვლავ გამოვიდა მხოლოდ მონოს სახით. მუდმივი მოთხოვნის გამო იგი საბოლოოდ გამოუშვეს სტერეო ფირფიტებზე, თავდაპირველად - World Record Club-ის მიერ, ლეიბლზე Young World, როგორც სტერეო, ასევე მონო ვერსიების სახით. საბოლოოდ იგი Parlophone-ის ლურჯი სტიკერითაც გამოვიდა.
1987 წლის 26 თებერვალს ალბომზე CD-ზე, მონო ვერსიის სახით გამოიცა, ისევე, როგორც შემდგომი ჩანაწერები, With the Beatles, A Hard Day's Night და Beatles for Sale. გრამფირფიტაზე თუ აუდიოკასეტაზე იგი აშშ-ში შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში არ გამოსულა, შემდეგ კი აშშ-ში პირველად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე, 21 ივლისს.
Please Please Me-ს რემასტერი CD-ის სახით, ჯგუფის ძირითად ბრიტანულ სტუდიურ კატალოგთან ერთად, გამოვიდა 2009 წლის 9 სექტემბერს.[30] 2009 წლის რემასტერები ოფიციალურად ჩაენაცვლა 1987 წლის ვერსიებს. მონო დისკი, რემასტერის სახით, გამოიცა შეზღუდულ The Beatles in Mono-სთან ერთად.[31]
ანოტაციები გარეკანზე
რედაქტირებაისევე, როგორც 1960-იანებში ბრიტანეთში გამოცემული ალბომების უმეტესობას, ალბომის უკანა ნაწილს ახლავს ანოტაციები. მათი ავტორია ტონი ბაროუ, ჯგუფის პრეს-მდივანი. სტატიაში ზოგადად ნახსენებია The Beatles-ის 1960-იანების კონკურენტი, ჯგუფი The Shadows.
ალბომის გარეკანი
რედაქტირებაჯორჰ მარტინი იყო ლონდონის ზოოპარკის მფლობელი ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ჯგუფის წევრები დადგებოდნენ მწერების განყოფილების წინ და ასეთი სახის ფოტოსურათი ალბომის გარეკანზე მოხვდებოდა. თუმცა, საზოგადოებამ უარი განაცხადა მარტინის შემოთავაზებაზე. ამის მაგივრად, ანგუს მაკბინი მიიწვიეს, რომელსაც სთხოვეს, ჯგუფისთვის გადაეღო გამორჩეული ფოტო. ისინი გადაიღეს EMI-ს ლონდონურ ოფისში, კიბეზე, საიდანაც ისინი ქვემოთ იხედებიან.[21] მარტინი: "დავურეკეთ ლეგენდარულ თეატრალურ ფოტოგრაფ ანგუს მაკბინს და აი, ისიც მოვიდა, გადაიღო და ასე იყო. ყველაფერი სწრაფად გაკეთდა, ისევე, როგორც მუსიკა. თუმცა, მას შემდეგ, ჯგუფის შემოქმედებითმა ძალამ იმატა." [32] 1969 წელს The Beatles-მა მაკბინს სთხოვა ამ ფოტოს მსგავსი კიდევ ერთი სურათის გადაღება - იგი დაგეგმილი იყო, როგორც ალბომის Get Back გარეკანი, თუმცა, 1963 წლის კიდევ ერთ სურათთან ერთად, გამოიყენეს 1973 წელს, კომპილაციებისთვის 1962–1966 და 1967–1970. 1963 წლის კიდევ ერთი ფოტოსურათი მოხვდა The Beatles-ის გარეკანზე (1963).
შეფასება
რედაქტირებამიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [33] |
The A.V. Club | A[34] |
Consequence of Sound | A–[35] |
The Daily Telegraph | [36] |
Encyclopedia of Popular Music | [37] |
MusicHound | [38] |
Paste | 92/100[39] |
Pitchfork Media | 9.5/10[40] |
The Rolling Stone Album Guide | [41] |
Sputnikmusic | 4/5[4] |
Please Please Me მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში 1963 წლის მაისს და იქ 30 კვირის განმავლობაში დარჩა. მოგვიანებით მას With the Beatles ჩაენაცვლა. ალბომის წარმატება გამაოგნებელი იყო, ვინაიდან ბრიტანეთის ჩარტში ძირითადად მხოლოდ ფილმების საუნდტრეკები და მსუბუქად მოსასმენი შემსრულებლები ჭარბობდნენ.[42]
1987 წელს, როდესაც ჯგუფის კატალოგი CD-ზე გამოიცა, ჟურნალ Rolling Stone-ის ერთ-ერთი ავტორი, სტივ პონდი აღწერდა Please Please Me-ს, როგორც "The Beatles-ის მიერ მუსიკის შექმნის დაუოკებელ სიამოვნებას".[43] 2012 წელს Please Please Me Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #39 ადგილს იკავებდა.[7] სიაში აგრეთვე მოხვდა ჯგუფის ალბომები Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band, Revolver, Rubber Soul, The Beatles (The White Album) და Abbey Road, რომლებმაც უფრო მაღალი პოზიციები დაიკავეს.
Rolling Stone-მა საკუთარ სიაში ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა აგრეთვე შეიტანა "I Saw Her Standing There" (#140) და "Please Please Me" (186). სტივენ თომას ერლეუაინის (AllMusic) თქმით, "ათწლეულების შემდეგ ეს ალბომი კვლავ როგორც ახალი ჟღერს, ქავერ-ვერსიები შთამბეჭდავია, ხოლო ორიგინალური სიმღერები - განსაცვიფრებელი"[44].
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორები - მაკ-კარტნი/ლენონი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „I Saw Her Standing There“ | პოლ მაკ-კარტნი | 2:54 |
2. | „Misery“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 1:49 |
3. | „Anna (Go to Him)“ (ართურ ალექსანდერი) | ჯონ ლენონი | 2:57 |
4. | „Chains“ (ჯერი გოფინი, კეროლ კინგი) | ჯორჯ ჰარისონი | 2:26 |
5. | „Boys“ (ლუთერ დიქსონი, ვეს ფარელი) | რინგო სტარი | 2:27 |
6. | „Ask Me Why“ | ლენონი | 2:26 |
7. | „Please Please Me“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:03 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Love Me Do“ | მაკ-კარტნი და ლენონი | 2:23 |
2. | „P.S. I Love You“ | მაკ-კარტნი | 2:04 |
3. | „Baby It's You“ (მეკ დევიდი, ლუთერ დიქსონი, ბერტ ბეკარაკი) | ლენონი | 2:40 |
4. | „Do You Want to Know a Secret“ | ჰარისონი | 1:59 |
5. | „A Taste of Honey“ (ბობი სკოტი, რიკ მარლოუ) | მაკ-კარტნი | 2:03 |
6. | „There's a Place“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 1:51 |
7. | „Twist and Shout“ (ფილ მედლი, ბერტ ბერნსი) | ლენონი | 2:37 |
სიმღერების სია შედგენილია კალკინის თანახმად. [45]
პერსონალი
რედაქტირებამარკ ლუისონის თანახმად:[46]
- The Beatles
- ჯონ ლენონი – ვოკალი, რითმული გიტარა, აკუსტიკური გიტარა, ჰარმონიკა, ტაში
- პოლ მაკ-კარტნი – ვოკალი, ბას გიტარა, ტაში
- ჯორჯ ჰარისონი – ვოკალი, წამყვანი გიტარა, აკუსტიკური გიტარა, ტაში
- რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, დაირა, მარაკასი, ტაში, ვოკალი
- სხვა მუსიკოსები და პროდიუსერები
- ჯორჯ მარტინი – პროდიუსერი, ხმის მიქსი, დამატებითი არანჟირებები, ფორტეპიანო სიმღერაში "Misery", ჩელესტა სიმღერაში "Baby It's You"
- ნორმან სმითი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი
- ენდი უაიტი – დასარტყმელი საკრავები სიმღერებში "Love Me Do" და "P.S. I Love You".
გამოცემები
რედაქტირებარეგიონი | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | ნომერი კატალოგში |
---|---|---|---|---|
ბრიტანეთი | 22 მარტი 1963 | Parlophone | მონო გრამფირფიტა | PMC 1202 |
სტერეო გრამფირფიტა | PCS 3042 | |||
აშშ | 26 თებერვალი 1987 | Capitol Records | მონო გრამფირფიტა | C1 7 46435 1 |
სტერეო გრამფირფიტა | ||||
აუდიო კასეტა | ||||
კომპაქტ დისკი | ||||
მსოფლიო გამოცემა | 9 სექტემბერი 2009 | Apple Records | რემასტერი, CD | 0946 3 82416 2 1 |
რემასტერი, მონო CD | ||||
16 ნოემბერი 2010 | iTunes | რემასტერის სტერეო ციფრული ჩამონატვირთი |
50 წლიანი იუბილე
რედაქტირება2013 წელს ალბომის გამოცემა აღინიშნა თანამედროვე შემსრულებლების მიერ - ალბომის ერთ დღეში ხელმეორედ ჩაწერით, ისევე, როგორც ეს The Beatles-მა გააკეთა. The Stereophonics-მა ჩაწერა ალბომის პირველი სიმღერა, "I Saw Her Standing There." ეს და სხვა ჩანაწერები გადაიცა BBC Radio 2-ის ეთერში. BBC-ზე აგრეთვე გამოვიდა პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.
ჩარტები და სერტიფიცირებები
რედაქტირება
პოზიციები ჩარტშირედაქტირება
|
სერტიფიცირებებირედაქტირება
BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[64] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- შენიშვნები
- ↑ ლუისონი 1988, p. 20.
- ↑ Pop/Rock " British Invasion " Merseybeat. AllMusic. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2013
- ↑ Carlin, Peter Ames (3 ნოემბერი, 2009). Paul McCartney: A Life. Simon & Schuster, გვ. 82. ISBN 978-1-4165-6209-2.
- ↑ 4.0 4.1 Med57. (16 იანვარი 2005) The Beatles – Please Please Me (album review). Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2013.
- ↑ მაკდონალდი 1994, p. 46.
- ↑ Rolling Stone 2007.
- ↑ 7.0 7.1 500 Greatest Albums of All Time: The Beatles, 'Please Please Me'. Rolling Stone (1963-02-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-04. ციტირების თარიღი: 2012-06-12.
- ↑ Norman 1993, p. 169.
- ↑ მაკდონალდი 1994, p. 59.
- ↑ ჰარი 1992, p. 265.
- ↑ Salewicz 1986, p. 129.
- ↑ 12.0 12.1 Q (ჟურნალი), pp. 36–38.
- ↑ Lewisohn, Mark. The Beatles: All These Years, Volume One – Tune In. Crown Archetype, 2013, ISBN 978-1-4000-8305-3, pp. 766, 786–787, 877
- ↑ მარტინი & პირსონი 1994, p. 77.
- ↑ 15.0 15.1 15.2 ლუისონი 1988, pp. 24–26.
- ↑ ლუისონი 1988, p. 24.
- ↑ 17.0 17.1 ლუისონი 1988, p. 28.
- ↑ ლუისონი 1988, p. 36.
- ↑ ჰარი 1992, p. 528.
- ↑ ლუისონი 1988, p. 21.
- ↑ 21.0 21.1 ლუისონი 1988, p. 32.
- ↑ Beatles, The – Please Please Me (Vinyl, LP, Album) at Discogs
- ↑ Beatles, The – Please Please Me (Vinyl, LP, Album) at Discogs
- ↑ Please Please Me by The Beatles : Reviews and Ratings – Rate Your Music
- ↑ Beatles, The – Please Please Me (Cassette, Album) at Discogs
- ↑ Beatles, The – Please Please Me (CD, Album) at Discogs
- ↑ Beatles, The – Please Please Me (CD, Album) at Discogs
- ↑ Beatles, The – Please Please Me (LP, Album, RE, RM, 180) at Discogs
- ↑ Beatles, The – Twist And Shout (Vinyl, LP) at Discogs. Discogs. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2014.
- ↑ Reuters 2009.
- ↑ Aughton & Reuters 2007.
- ↑ მარტინი & პირსონი 1994, p. 121.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. The Beatles: Please Please Me > Review. Allmusic.
- ↑ კლოსტერმანი, ჩაკ (8 სექტემბერი 2009). „ჩაკ კლოსტერმანი Repeats The Beatles“. The A.V. Club. ჩიკაგო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2013.
- ↑ Young, Alex. (15 სექტემბერი 2009) Album Review: The Beatles – Please Please Me [Remastered]. Consequenceofsound.net. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2015.
- ↑ McCormick, Neil. (4 სექტემბერი 2009) The Beatles – Please Please Me, review. The Telegraph. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2011.
- ↑ ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 487–489. ISBN 0-19-531373-9.
- ↑ გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide, 2nd, Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 88. ISBN 1-57859-061-2.
- ↑ „The Beatles: The Long and Winding Repertiore“. Paste. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2013.
- ↑ Ewing, Tom. The Beatles: Please Please Me. Pitchfork Media.
- ↑ The Beatles | Album Guide. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2015.
- ↑ Apple Corps 2009.
- ↑ Pond, Steve. The Beatles: Please Please Me. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-13. ციტირების თარიღი: 2013-09-02.
- ↑ ერლეუაინი 2007.
- ↑ Calkin 2001.
- ↑ ლუისონი 1988.
- ↑ "Offiziellecharts.de – The Beatles – Please Please Me" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ 49.0 49.1 „Dutchcharts.nl – The Beatles – Please Please Me“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles - Please Please Me" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles: Please Please Me" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Please Please Me". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – The Beatles – Please Please Me. Music Canada.
- ↑ British album certifications – The Beatles – Please Please Me. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Please Please Me ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Beatles, The – Please Please Me. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
- წყაროები
- Please Please Me – The Beatles. Apple Corps. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2009.
- Aughton, Simon (12 თებერვალი 2013). „Please Please Me: Artists Recreate Beatles debut“. Chiraghpatel.com. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-27. ციტირების თარიღი: 2015-11-22.
- Aughton, Simon (4 ივნისი 2007). „Remastered Beatles on iTunes in 2008“. PC Pro. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2008.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Calkin, Graham. Please Please Me. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2010.
- Collett-White, მაიკ (7 აპრილი 2009). „Original Beatles digitally remastered“. Reuters. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2009.
- ერლეუაინი, სტივენ თომას. (2007)Please Please Me Review. Allmusic. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2007.
- ჰარი, ბილ (1992). The Ultimate Beatles Encyclopedia. ლონდონი: Virgin Books. ISBN 0-86369-681-3.
- ლუისონი, მარკ (1988). The Beatles Recording Sessions. ნიუ-იორკი: Harmony Books. ISBN 0-517-57066-1.
- მაკდონალდი, იენ (1994). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties. ნიუ-იორკი: Henry Holt and Company. ISBN 0-8050-2780-7.
- მარტინი, ჯორჯ; პირსონი, უილიამ (1994). With a Little Help from My Friends: The Making of Sgt. Pepper. Boston: Little, Brown. ISBN 0-316-54783-2.
- Norman, Philip (1993). Shout!. ლონდონი: Penguin Books. ISBN 0-14-017410-9.
- Penman, Ross (2009). The Beatles in New Zealand ... a discography. ISBN 978-0-473-15155-3.
- The Beatles Collectors Limited Edition. ლონდონი: Q, Maddy Ballantyne.
- The Beatles Biography. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-20. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2007.
- The 500 Greatest Albums of All Time. Rolling Stone (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-07. ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი 2007.
- Salewicz, კრის (1986). McCartney – The Biography. ლონდონი: Queen Anne Press. ISBN 0-356-12454-1.