A Hard Day's Night
A Hard Day's Night (ინგლ. მძიმე დღის ღამე) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა დიდ ბრიტანეთში, 1964 წლის 10 ივლისს. ალბომის პირველი მხარე მოიცავს ჯგუფის მიერ ფილმისთვის „მძიმე დღის ღამე“ დაწერილ სიმღერებს. მეორე მხარეზე წარმოდგენილია სიმღერები, რომლებიც ფილმისთვის დაიწერა, მაგრამ მასში არ მოხვედრილა. ალბომის ამერიკული ვერსია გამოიცა ორი კვირის შემდეგ, 26 ივნისს, United Artists Records და სიმღერების სიით განსხვავდება.
A Hard Day's Night | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 ივლისი 1964 | |||
ჩაიწერა | 29 იანვარი 1964 – 3 ივნისი 1964[1] | |||
სტუდია | EMI Studios, ლონდონი; Pathé Marconi Studios, პარიზი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 30:13 | |||
ლეიბლი | Parlophone | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან A Hard Day's Night | ||||
|
ისტორია
რედაქტირებაეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც მთლიანად ოთხტრეკიან მაგნიტოფონზე ჩაიწერა, რითაც სტუდიაში საშუალება ჰქონდათ, ხმის მიქსის დროს ვოკალი ცენტრში მოეთავსებინათ.
წინა ორი ალბომისგან განსხვავებით A Hard Day's Night-ის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, რაც ასახავს ჯგუფში სიმღერების შექმნის შესაძლებლობების დახვეწას. ალბომში შეტანილია The Beatles-ის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მათ შორის სასათაურო, რომელსაც ხსნის გამორჩეული, ცნობილი აკორდი[4] და მანამდე უკვე გამოსული „Can't Buy Me Love“. ორივე სიმღერა ატლანტიკის ორივე მხარეს ჯგუფის #1 ჰიტი იყო.
A Hard Day's Night ჯგუფის პირველი ალბომია, რომელიც მთლიანად ორიგინალურ კომპოზიციებს მოიცავს და პირველი, რომელშიც ყველა სიმღერის ავტორები ლენონი–მაკ-კარტნი არიან.[5] ლენონი დომინირებადია, ვინაიდან ალბომის ცამეტი სიმღერიდან ცხრის ავტორია. ლენონის და მაკ-კარტნის ერთობლივი სიმღერაა „I'm Happy Just to Dance with You“,[6] ხოლო მაკ-კარტნის საავტოროა „And I Love Her“, „Can't Buy Me Love“ და „Things We Said Today“. Let It Be-სთან და Magical Mystery Tour-თან ერთად ეს ჯგუფის ის ალბომია, რომელშიც რინგო სტარი არ ასრულებს წამყვან ვოკალს. სესიების დროს ჩაიწერა „Matchbox“, რომელიც EP-ში Long Tall Sally მოხვდა.
ალბომის სახელწოდების იდეა რინგო სტარის შემთხვევითი მიგნებაა.[7] Playboy-ში ლენონის 1980 წლის ინტერვიუში განმარტებულია: „შინ მანქანით მივდიოდი და დიკ ლესტერმა (ფილმის რეჟისორმა) შემოგვთავაზა სახელწოდება, მძიმე დღის ღამე, რაც რინგო სტარის ფრაზიდან გამომდინარეობდა. მანამდე წიგნში In His Own Write გამოვიყენე, მაგრამ ეს რინგოს ფრაზა იყო. ერთ-ერთი მალაპრომიზმი. რინგოიზმი, რაც არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სასაცილო. უბრალოდ ასე თქვა. ამიტომ დიკ ლესტერმა თქვა, რომ ამ სახელწოდებას გამოვიყენებდით.“[8]
2000 წელს Q-ს 100 ყველა დროის უდიდესი ბრიტანული ალბომის სიაში A Hard Day's Night #5 პოზიციას იკავებდა.[9] 2012 წელს იგი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #307 ადგილზე მოხვდა.[10]
შეფასება
რედაქტირებამიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [11] |
The A.V. Club | A[12] |
Blender | [13] |
Consequence of Sound | A–[14] |
The Daily Telegraph | [15] |
Encyclopedia of Popular Music | [16] |
Paste | 100/100[17] |
Pitchfork Media | 9.7/10[18] |
The Rolling Stone Album Guide | [19] |
Sputnikmusic | 4.5/5[20] |
მუსიკალურად A Hard Day's Night ერიდება ჯგუფის წინა ალბომებში არსებულ როკ-ენ-როლის ქავერ-ვერსიების ტრადიციას და უფრო მეტად პოპულარული მუსიკის ჟღერადობისკენ იხრება.[18] Sputnikmusic-ის დეივ კონელი წერდა, რომ ალბომში არის „მოკლე, სიცოცხლით სავსე“ სიმღერები, სახასიათო მრავალდონიანი ვოკალებით, უშუალო მისამღერებით და მინიმალისტური ინსტრუმენტული მხარით.[20] According to Pitchfork Media-ს ტომ ევინგი აღნიშნავს, რომ როკ-ენ-როლის ქავერების ნაკლებობის გამო მსმენელი ჯგუფის ახალ ჟღერადობას აღიქვამს, როგორც მოდერნისტულს, აკორდების გამბედავი არჩევანით, მძლავრი ჰარმონიებით, გონებამახვილური გიტარით და ჩრდილოური ჰარმონიკით.[18] რობერტ კრისტგოუს აზრით, ლენონისა და მაკ-კარტნის სიმღერები „მუსიკალურად უფრო გაუმჯობესებული იყო“, ვიდრე მანამდე.[21]
გავლენა კულტურაზე
რედაქტირებამუსიკის კრიტიკოს რიჩი უნტერბერგერის თქმით, „ჯორჯ ჰარისონის ხმოვანი 12 სიმიანი ელექტროგიტარები განსაკუთრებით გავლენიანი იყო. ფილმის გავლენით The Byrds (რომელიც უფრო ხალხურ მუსიკას ასრულებდა) როკ-ენ-როლში გადავიდა, ხოლო The Beatles-მა 1965 წელს ფოლკ-როკის წარმატებას ხელი შეუწყო. The Beatles-ის წარმატებამ ამერიკის შეერთებული შტატებში გზა გაუხსნა როლინგ სტოუნზის, The Animals-ის და The Kinks-ის მუსიკას. შთაგონებული ამერიკული ჯგუფები Beau Brummels და Lovin' Spoonful უფრო მეტად პოპულარულები გახდნენ, რითაც ლენონისა და მაკ-კარტნის შემოქმედებას უნდა უმადლოდნენ“.[22]
სხვა გამოცემები
რედაქტირება1987 წლის 26 თებერვალს A Hard Day's Night ოფიციალურად გამოვიდა CD-ზე მონო მიქსის სახით, სხვა ალბომებთან ერთად (Please Please Me, With the Beatles და Beatles for Sale.) მანამდე ამერიკის შეერთებული შტატებში მხოლოდ იმპორტირებული გამოცემის სახით იყო ხელმისაწვდომი ბრიტანული 13 სიმღერიანი ვერსია, რომელიც 1987 წლის 21 ივლისს ოფიციალურად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე. სიმღერების „A Hard Day's Night“, „Can't Buy Me Love“ და „And I Love Her“ სტერეომიქსები 1993 წლის 1962–1966-ზე გამოვიდა. სხვა სიმღერების დიდი ნაწილი სტერეო ვერსიების სახით მხოლოდ 2004 წელს The Capitol Albums, Volume 1-ზე გამოჩნდა.
2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ალბომის რემასტერი და მთლიანი ჩანაწერი პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტერეოს სახით CD ფორმატში. იგი შეტანილია ბოქს-სეტშიThe Beatles Stereo Box Set. ბრიტანული ვერსიის მონო რემასტერი The Beatles in Mono-ში შეიტანეს.[23]
სიმღერების სია
რედაქტირებათითქმის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „A Hard Day's Night“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:34 |
2. | „I Should Have Known Better“ | ლენონი | 2:46 |
3. | „If I Fell“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:24 |
4. | „I'm Happy Just to Dance with You“ | ჰარისონი | 1:59 |
5. | „And I Love Her“ | მაკ-კარტნი | 2:33 |
6. | „Tell Me Why“ | ლენონი | 2:12 |
7. | „Can't Buy Me Love“ | მაკ-კარტნი | 2:14 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Any Time at All“ | ლენონი | 2:15 |
2. | „I'll Cry Instead“ | ლენონი | 1:49 |
3. | „Things We Said Today“ | მაკ-კარტნი | 2:40 |
4. | „When I Get Home“ | ლენონი | 2:20 |
5. | „You Can't Do That“ | ლენონი | 2:39 |
6. | „I'll Be Back“ | ლენონი | 2:20 |
ჩარტები და სერტიფიცირებები
რედაქტირება
ჩარტებირედაქტირება
|
სერტიფიცირებებირედაქტირება
BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[40] |
ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა
რედაქტირებაA Hard Day's Night | ||||
---|---|---|---|---|
კინომუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 26 ივნისი 1964 | |||
ჩაიწერა | 29 იანვარი, 25–27 თებერვალი, 1 მარტი და 1–4 ივნისი 1964 | |||
სტუდია | EMI-ს სტუდიები, ლონდონი და Pathé Marconi Studios, პარიზი | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 29:29 | |||
ლეიბლი | United Artists UAL-3366 (მონო) UAS-6366 (სტერეო) | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემები — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან A Hard Day's Night | ||||
|
ალბომის ამერიკული გამოცემა გამოვიდა 1964 წლის 26 ივნისს, ლეიბლზე United Artists Records, როგორც მონო, ასევე სტერეო ვერსიების სახით. ეს იყო The Beatles-ის მეოთხე ამერიკული გამოცემა. ალბომი მოხვდა Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე, სადაც 14 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც იმ წელს ნებისმიერი სხვა ალბომის წარმატებაზე გამარჯვება იყო.[41]
ფილმის შვიდივე სიმღერა, ისევე, როგორც „I'll Cry Instead“, ალბომის პირველ მხარეზეა. უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმისთვის დაიწერა, უკანასკნელ წუთზე წყდება. ამერიკულ ვერსიაში აგრეთვე შეტანილია ლენონის და მაკ-კარტნის სიმღერების არანჟირებები, რომლებზეც ჯორჯ მარტინმა იმუშავა — „I Should Have Known Better“, „And I Love Her“, „Ringo's Theme“ და „A Hard Day's Night“. მას შემდეგ, რაც EMI-ს დაქვემდებარებაში United Artists Records გადავიდა, 1980 წლის აგვისტოში Capitol-ზე, ნომრით SW-11921 მისი ახალი ტირაჟი გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომის სტერეო ვერსიაში ინსტრუმენტული ვერსიები ნამდვილ სტერეოში იყო წარმოდეგნილი, The Beatles-ის სიმღერები მონო ვერსიებისთვის სპეციალურად გადაამუშავეს ისე, რომ ხმის გადანაწილებით ჟღერდნენ, როგორც მონო ჩანაწერები. 1980 წლის გამოცემა იყენებს იგივე ძირითად ფირს, რაც United Artists-ის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოიპოვებოდა ორიგინალური სტერეო მიქსების ნაწილი. სიმღერების უმეტესობის ნამდვილი სტერეო ვერსიები Something New-ზე 1964 წლის ივლისში გამოსცეს. „Can't Buy Me Love“ და „I Should Have Known Better“ საბოლოოდ, სტერეო ვერსიების სახით გამოვიდა Apple Records-ის 1970 წლის კომპილაციაზე Hey Jude. სიმღერა „A Hard Day's Night“ სტერეოს სახით ამერიკის შეერთებული შტატებში კომპილაციამდე Reel Music (მარტი, 1982) არ გამოსულა. 2014 წელს მისი ვარიანტი გამოვიდა CD-ზე, ჯგუფის ბოქს-სეტში, რომელიც აღნიშნავს The Beatles-ის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის 50 წლისთავს. ამ CD-ზე ყველა სიმღერა წარმოდგენილია როგორც სტერეო, ასევე მონო მიქსების სახით.
სიმღერების სია
რედაქტირებამხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შენიშვნა | ხანგრძლივობა |
1. | „A Hard Day's Night“ | 2:33 | |
2. | „Tell Me Why“ | 2:10 | |
3. | „I'll Cry Instead“ | 2:06 | |
4. | „I Should Have Known Better“ | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 2:10 |
5. | „I'm Happy Just to Dance with You“ | 1:59 | |
6. | „And I Love Her“ | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 3:46 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შენიშვნა | ხანგრძლივობა |
1. | „I Should Have Known Better“ | 2:44 | |
2. | „If I Fell“ | 2:22 | |
3. | „And I Love Her“ | 2:29 | |
4. | „Ringo's Theme (This Boy)“ | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 3:10 |
5. | „Can't Buy Me Love“ | 2:12 | |
6. | „A Hard Day's Night“ | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 2:06 |
ჩარტები და სერტიფიცირებები
რედაქტირება
ჩარტებირედაქტირება
|
სერტიფიცირებებირედაქტირება
|
პერსონალი
რედაქტირება- პერსონალი
- ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა (6 და 12 სიმიანი), აკუსტიკური და ესპანური გიტარები, დამატებითი ვოკალი; ვოკალური ჰარმონია სიმღერაში „Things We Said Today“
- ჯონ ლენონი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი; რითმული გიტარა, აკუსტიკური გიტარები, ჰარმონიკა, წამყვანი გიტარა სიმღერაში „You Can't Do That“; ფორტეპიანო სიმღერა „Things We Said Today“ და დაირა
- პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი, ბას-გიტარა, ფორტეპიანო, აკუსტიკური გიტარა სიმღერაში „I'll Be Back“
- რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, დაირა
- დამატებითი მუსიკოსები
- ჯორჯ მარტინი – ფორტეპიანო
ლიტერატურა
რედაქტირებარეკომენდებული ლიტერატურა
რედაქტირება- Babiuk, Andy (2002). Beatles Gear: All the Fab Four's Instruments, from Stage to Studio. San Francisco, CA: Backbeat Books. ISBN 978-0-87930-731-8.
- Badman, Keith (2009). The Beatles: Off the Record. London: Omnibus Press. ISBN 978-0-857-12045-8.
- Badman, Keith (2001). The Beatles Diary Volume 2: After the Break-Up 1970–2001. London: Omnibus Press. ISBN 978-0-7119-8307-6.
- The Beatles (2000). The Beatles Anthology. San Francisco, CA: Chronicle Books. ISBN 978-0-8118-2684-6.
- Brackett, Nathan; with Hoard, Christian (eds) (2004) The New Rolling Stone Album Guide (4th edn). New York, NY: Fireside/Simon & Schuster. ISBN 0-7432-0169-8.
- Castleman, Harry; Podrazik, Walter J. (1976) All Together Now: The First Complete Beatles Discography 1961–1975. New York, NY: Ballantine Books. ISBN 0-345-25680-8.
- Doggett, Peter (2015). Electric Shock: From the Gramophone to the iPhone: 125 Years of Pop Music. London: The Bodley Head. ISBN 978-1-847922182.
- Everett, Walter (2001). The Beatles as Musicians: The Quarry Men through Rubber Soul. New York, NY: Oxford University Press. ISBN 0-19-514105-9.
- Everett, Walter (2009). The Foundations of Rock: From "Blue Suede Shoes" to "Suite: Judy Blue Eyes". New York, NY: Oxford University Press. ISBN 978-0-19-531024-5.
- Gould, Jonathan (2007). Can't Buy Me Love: The Beatles, Britain and America. London: Piatkus. ISBN 978-0-7499-2988-6.
- Hertsgaard, Mark (1996). A Day in the Life: The Music and Artistry of the Beatles. London: Pan Books. ISBN 0-330-33891-9.
- Kingsbury, Paul; McCall, Michael; Rumble, John W. (eds) (2012) The Encyclopedia of Country Music (2nd edn). New York, NY: Oxford University Press. ISBN 978-0-19-539563-1.
- Larkin, Colin (ed.) (2006). The Encyclopedia of Popular Music (4th edn). London: Oxford University Press. ISBN 978-0-19-531373-4.
- Lewisohn, Mark (1996). The Complete Beatles Chronicle. Chronicle Press. ISBN 1-85152-975-6.
- Lewisohn, Mark [1988] (2005). The Complete Beatles Recording Sessions: The Official Story of the Abbey Road Years 1962–1970. London: Bounty Books. ISBN 978-0-7537-2545-0.
- Lewisohn, Mark (1989). The Beatles recording sessions: the official Abbey Road studio session notes 1962-1970. New York: Harmony Books. ISBN 978-0-517-57066-1.
- Lewisohn, Mark (2016). The Beatles A Hard Day's Night: A Private Archive. London: Phaidon Press. ISBN 978-0-714-87185-1.
- MacDonald, Ian (2005). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties (2nd rev. edn). Chicago, IL: Chicago Review Press. ISBN 978-1-55652-733-3.
- Miles, Barry (2001). The Beatles Diary Volume 1: The Beatles Years. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-8308-9.
- Millard, André (2012). Beatlemania: Technology, Business, and Teen Culture in Cold War America. Baltimore, MD: Johns Hopkins University Press. ISBN 978-1-4214-0525-4.
- Norman, Philip [1981] (1996). Shout!: The Beatles in Their Generation. New York, NY: Fireside. ISBN 0-684-83067-1.
- Riley, Tim [1988] (2002). Tell Me Why – The Beatles: Album by Album, Song by Song, the Sixties and After. Cambridge, MA: Da Capo Press. ISBN 978-0-306-81120-3.
- Rowley, David (2002). Beatles for Sale. Mainstream Publishing. ISBN 1-84018-567-8.
- Schaffner, Nicholas (1978). The Beatles Forever. New York, NY: McGraw-Hill. ISBN 0-07-055087-5.
- Sheff, David (2010). All We Are Saying: The Last Major Interview with John Lennon and Yoko Ono. New York: St. Martin's Press. ISBN 978-0-312-25464-3.
- Sounes, Howard (2010). Fab: An Intimate Life of Paul McCartney. London: HarperCollins. ISBN 978-0-00-723705-0.
- Spencer, Neil (2002). „Beatles For Sale: Some Product“, Mojo Special Limited Edition: 1000 Days of Beatlemania (The Early Years – April 1, 1962 to December 31, 1964). London: Emap.
- Spignesi, Stephen J.; Lewis, Michael (2004) Here, There, and Everywhere: The 100 Best Beatles Songs. New York: Black Dog & Leventhal. ISBN 978-1-57912-369-7.
- Talevski, Nick (1999). The Encyclopedia of Rock Obituaries. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-7548-5.
- Unterberger, Richie (2006). The Unreleased Beatles: Music & Film. San Francisco, CA: Backbeat Books. ISBN 978-0-87930-892-6.
- Whitburn, Joel (2001). Joel Whitburn's Top Pop Albums, 1955-2001. University of California: Record Research. ISBN 978-0-898-20147-5.
- Winn, John C. (2008). Way Beyond Compare: The Beatles' Recorded Legacy, Volume One, 1962–1965. New York, NY: Three Rivers Press. ISBN 978-0-307-45239-9.
- Womack, Kenneth (2007). Long and Winding Roads: The Evolving Artistry of the Beatles. New York, NY: Continuum. ISBN 978-0-8264-1746-6.
- Womack, Kenneth (2014). The Beatles Encyclopedia: Everything Fab Four. Santa Barbara, CA: ABC-CLIO. ISBN 978-0-313-39171-2.
- Miles, Barry (1997). Paul McCartney: Many Years From Now. New York: Henry Holt and Company. ISBN 0-8050-5249-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- AllMusic · A Hard Day's Night · Norwegian Wood · A Hard Day’s Night
- Beatles Interview: Promoting A Hard Day's Night, July 1964
- The "A Hard Day's Night" Chord - Rock's Holy Grail by Chris Hook · Everything2 Media · Internet Archive
- Original Beatles digitally remastered by Mike Collett-White · Reuters · Internet Archive
- Rolling Stone’s definitive list of the 500 greatest albums of all time · Rolling Stone · Internet Archive
- HTYn Popbandits: Hard Day's Night · Helsingin Työväen Pop-orkesteri esiintyy. (1.5.1971)
სქოლიო
რედაქტირება- წყაროები
- ↑ A Hard Day's Night (album). Recorded: 29 January – 2 June 1964. Producer: George Martin; Engineer: Norman Smith; Released: 10 July 1964 (UK), 26 June 1964 (US). The Beatles Bible წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ World – Volume 2 – Page 61, 1973. "[on Help! and A Hard Day's Night], the soundtrack – gone – rock album is a marketing ideal that is passed off on the buying public with objectionable regularity and has already begun to backfire."
- ↑ Spignesi & Lewis 2004, p. 140.
- ↑ Hook 2005.
- ↑ ლუისონი 1988, p. 47.
- ↑ მაილზი 1997, p. 163.
- ↑ Badman, p. 93.
- ↑ Sheff 2000, pp. 174–175.
- ↑ Q 2000.
- ↑ 500 Greatest Albums of All Time: The Beatles, 'A Hard Day's Night'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2012.
- ↑ A Hard Day's Night AllMusic-ზე
- ↑ კლოსტერმანი, ჩაკ (8 სექტემბერი 2009). „ჩაკ კლოსტერმანი Repeats The Beatles“. The A.V. Club. ჩიკაგო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2013.
- ↑ Maxim. blender.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-09. ციტირების თარიღი: 2011-07-23.
- ↑ Consequence of Sound review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
- ↑ McCormick, Neil (4 სექტემბერი 2009). „The Beatles – A Hard Day's Night, review“. The Daily Telegraph. ლონდონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-06. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
- ↑ ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 487–489. ISBN 978-0-19-531373-4.
- ↑ „The Beatles: The Long and Winding Repertiore“. Paste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2013.
- ↑ 18.0 18.1 18.2 Pitchfork review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-10. ციტირების თარიღი: 2011-07-23.
- ↑ The Beatles | Album Guide | Rolling Stone Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
- ↑ 20.0 20.1 Sputnik Music review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ et al. (1 ოქტომბერი 2000). Rock & Roll Is Here to Stay: An Anthology. W. W. Norton & Company, გვ. 565. ISBN 978-0-393-04700-4.
- ↑ Unterberger 2009.
- ↑ Reuters 2009.
- ↑ Kent, David (2005). Australian Chart Book (1940–1969). Turramurra: Australian Chart Book. ISBN 0-646-44439-5.
- ↑ "Offiziellecharts.de – Beatles – A Hard Day's Night" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ 27.0 27.1 „Dutchcharts.nl – The Beatles – A Hard Day's Night“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles - A Hard Day's Night" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles: A Hard Day's Night" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – A Hard Day's Night". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ British album certifications – The Beatles – A Hard Day's Night. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ A Hard Day's Night ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-12. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
- ↑ Whitburn 2001, p. 1178.
- ↑ „The Beatles ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 16 მაისი 2016.
- ↑ Canadian album certifications – The Beatles – A Hard Day's Night. Music Canada.
- ↑ American album certifications – The Beatles – Hard Day_s Night. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH