მძიმე დღის ღამე
მძიმე დღის ღამე (ინგლ. A Hard Day's Night) — 1964 წლის კომედიური ჟანრის ფილმი The Beatles-ის შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, ჯგუფი მოგზაურობს ტურნეს ფარგლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტელეგამოსვლის წინ მისი წევრი, რინგო სტარი იკარგება და გადაცემის ჩაწერა ჩაშლის პირასაა. ფილმში დამატებით კომიკურ სიტუაციებს ქმნის პოლ მაკ-კარტნის ბაბუაც.
„მძიმე დღის ღამე“ | |
---|---|
რეჟისორი | რიჩარდ ლესტერი |
პროდიუსერი | უოლტერ შენსონი |
სცენარისტი | ალუნ ოუენი |
როლებში | The Beatles |
კომპოზიტორი |
The Beatles ჯორჯ მარტინი |
დისტრიბუტორი | United Artists |
ხანგრძლივობა | 87 წთ. |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 500,000 აშშ დოლარი |
ფილმი წარმატებული გამოდგა კომერციულად და კრიტიკულად და დიდი გავლენა იქონია შემდგომ პოპ-კულტურაზე.