I Am the Walrus — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Magical Mystery Tour, რომელიც გამოვიდა 1967 წელს. სიმღერის ავტორია ჯონ ლენონი, ხოლო ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი.[1] ცნობილია, რომ სიმღერა ლენონმა ერთ-ერთი ნარკოტიკული გაბრუებისას დაწერა. [2] „I Am the Walrus“ აგრეთვე გამოვიდა სინგლზე „Hello, Goodbye“.

საგულისხმოა, რომ ლენონმა „I Am the Walrus“ დაწერა მას შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ მასწავლებელი მისი ყოფილი სკოლიდან თავის მოსწავლეებს The Beatles-ის სიმღერების ტექსტების ანალიზს ატარებინებდა. მან გადაწყვიტა, ტექსტში სიტყვების აბსურდული წყობა შეეტანა. [3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Unterberger 2007.
  2. Sheff 2000, p. 184.
  3. About The Beatles 2008.