ლუის კეროლი
ლუის კეროლი[35] (ინგლ. Lewis Carroll, ნამდვილი სახელი — ჩარლზ ლატუიჯ დოდსონი; დ. 27 იანვარი, 1832, დერზბერი, ჩეშირი — გ. 14 იანვარი, 1898, გილდფორდი, სარი) — ინგლისელი მწერალი, მათემატიკოსი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ოქსფორდის კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი (1854), სადაც 1855–1881 წლებში ასწავლიდა მათემატიკას. ფსევდონიმ ლუის კეროლით ნაწარმოები პირველად გამოაქვეყნა 1856 წელს (ლექსი „მარტოობა“). მსოფლიო ცნობადობა მოუტანა ზღაპრულმა მოთხრობამ „ელისის თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში“ (1856) და მისმა გაგრძელებამ „სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა“ (1871). ამ ნაწარმოებებში შერწყმულია ფოლკლორული და ლიტერატურული ზღაპრის ნიშნები. ისინი, ედუარდ ლირის ნაწარმოებებთან ერთად, ითვლება ე.წ. ლიტერატურული აბსურდის (უაზრობის) ნათელ ნიმუშებად.[36]
ლუის კეროლის ექსცენტრული და ირონიული მოთხრობები უკუღმა ატრიალებს თავდაჭერილ და მოზომილ ვიქტორიანულ სინამდვილეს და მის ადგილას ქმნის ალოგიკურ და აბსურდულ სამყაროს, სადაც ცხადი და სიზმარი, რეალობა და მისი ანარეკლი განურჩეველია. ზღაპრები გამსჭვალულია ცნობილი ლიტერატურული ტექსტების პაროდიული ალუზიებით, ნეოლოგიზმებითა და კალამბურებით (მრავალი ნეოლოგიზმი დამკვიდრდა ინგლისურ ენაში, ზოგიერთი ფრაზა კი ფრთიანი გამონათქვამი გახდა); ამასთან, სიტყვებით თამაში ხშირად სიუჟეტის განვითარებას ემსახურება. ბავშვებისთვის ჩაფიქრებული ნაწარმოებები ძალიან სწრაფად გადავიდა „ზრდასრულთა“ ლიტერატურის თანრიგში და შვა მრავალი ინტერპრეტაცია.[36]
ლუის კეროლის სხვა ნაწარმოებებს შორისაა: პოემა-ნონსენსი „სნარკზე ნადირობა“ (1876), რომანი „სილვი და ბრუნო“ (ტ. 1–2, 1889–1893), ლექსები, პამფლეტები, ესეები, გამოცანები, თავსატეხები და სხვ.; ნამუშევრები მათემატიკაში: „ევკლიდე და მისი თანამედროვე მეტოქეები“ (1879), „სიმბოლური ლოგიკა“ (ნაწ. 1, 1896; ნაწ. 2, 1977, გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ) დ სხვ. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, ცნობილია მისი ფოტოპორტრეტები (ძირითადად ბავშვების). 1969 წელს შეიქმნა ლუის კეროლის ბრიტანული საზოგადოება (ფილიალები აშშ-სა და კანადაში).[36]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 3.0 3.1 Charles Lutwidge Dodgson — 2000.
- ↑ 4.0 4.1 Charles Lutwidge Dodgson
- ↑ 5.0 5.1 Lewis Carroll — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 6.0 6.1 Green R. L. Encyclopædia Britannica
- ↑ 7.0 7.1 SNAC — 2010.
- ↑ 8.0 8.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 10.0 10.1 IMSLP — 2006.
- ↑ 11.0 11.1 http://web.archive.org/web/20170324033915/http://jeugdliteratuur.org/auteurs/lewis-carroll
- ↑ 12.0 12.1 Luminous-Lint — 2005.
- ↑ 13.0 13.1 NooSFere — 1999.
- ↑ 14.0 14.1 BD Gest'
- ↑ 15.0 15.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 16.0 16.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 17.0 17.1 Williams L. Carroll, Lewis // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T014441
- ↑ 18.0 18.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 19.0 19.1 GeneaStar
- ↑ 20.0 20.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 21.0 21.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 22.0 22.1 Babelio — 2007.
- ↑ 23.0 23.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 26.0 26.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11851928X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Artists + Artworks
- ↑ 29.0 29.1 29.2 29.3 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ National Heritage List for England
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ poets.org
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 172.
- ↑ 36.0 36.1 36.2 Васильчук Т. А. Кэрролл Льюис // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 520.