Unfinished Music No.1: Two Virginsჯონ ლენონის და იოკო ონოს ექსპერიმენტული ალბომები, რომელიც გამოიცა 1968 წელს. მასში შესული სიმღერების ჩაწერა მიმდინარეობდა ერთი ღამის განმავლობაში, ჯონ ლენონის სახლ სტუდია კენვუდში,[2], რომელიც მდებარეობს ქალაქ ვეიბრიჯში. ეს ალბომი წარმოადგენს ჯონის და იოკოს სადებიუტო ნაშრომს, რომელიც ხასიათდება თავისი ავანგარდული სტილით, არა მარტო აქ შესული სიმღერებით, არამედ მისი ყდითაც. ამ პერიოდში ლენონი აქტიურად იყო გადრთული სოლო კარიერაზე.

Unfinished Music No.1: Two Virgins

სტუდიური ალბომი - ჯონ ლენონი
გამოცემის თარიღი 11 ნოემბერი 1968 (აშშ)
29 ნოემბერი 1968 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა 19 მაისი 1968
ჟანრი ექსპერიმენტალური მუსიკა
ხანგრძლივობა 29:27
ლეიბლი Apple/Track
პროდიუსერი ჯონ ლენონი და იოკო ონო
ჯონ ლენონი – ქრონოლოგია

Unfinished Music No.1: Two Virgins
(1968)
Unfinished Music No.2: Life with the Lions
(1969)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 1.5/5 stars [1]

ამ ალბომში შესული სიმღერები თავის მხრივ განსხვავდება, ჯონ ლენონის ჩვეული სტილსგან. აქ ძირითადად აქცენტი გადატანილია, მუსიკალური ინსტრუმენტების ხანგრძლივ პარტიებზე. ალბომში შეტანილ, სიღერებზე გამოყენებულია ხმის ეფექტები.

ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში წარმატებას ვერ მიაღწია და მან ვერცერთი პოზიცია ვერ დაიკავა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტებში მხოლოდ #124 პოზიციას დასჯერდა. რამდენიმე თვის შემდეგ ჯონმა და იოკომ, გამოუშვეს ახალი ალბომი Unfinished Music No.2: Life with the Lions.

Unfinished Music No.1: Two Virgins-ის გარეკანზე გამოსახულია შიშველი ჯონი და იოკო. რადგანაც ალბომის გარეკანი საკმაოდ გამომწვევი იყო, ეს შეიძლება ბევრისთვის შეურაცხმყოფად ყოფილიყო აღქმული. ამიტომ დისტრიბუტორებმა ალბომის დიდი ნაწილი ყავისფერი ფერით დაფარეს.[3] დიდ ბრიტანეთში Unfinished Music No.1: Two Virgins-ის მხოლოდ 5000 ასლი გაიყიდა, გაყიდვების მხრივ ალბომის ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკაში დაფიქსირდა.

1993 წელს მოხდა ალბომის ხელახალი გამოშვება, მისი გარეკანი კვლავ ყავისფერი ფერით იყო დაფარული.

სიმღერების სიარედაქტირება

ალბომში შესული თითქმის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონი და იოკო.

Unfinished Music No.1: Two Virgins შედგება ორი მხარისგან. თითოეულ მათგანზე არის დაახლოებით თანაბარი 15-წუთიანი კომპოზიციები. ესენია:

მხარე 1რედაქტირება

  1. Two Virgins Side One: – 14:14

მხარე 2რედაქტირება

  1. Two Virgins Side Two: – 15:13
    • Two Virgins No. 6
    • Hushabye Hushabye (კომპოზიტორი უცნობია)
    • Two Virgins No. 7
    • Two Virgins No. 8
    • Two Virgins No. 9
    • Two Virgins No. 10

Rykodisc გამოცემის დამატება: Remember Love (ონო)

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Unfinished Music No.1: Two Virgins საიტზე Allmusic
  2. [1] on Unfinished Music No.1 - Two Virgins
  3. Yoko Ono დაარქივებული 2009-05-02 საიტზე Wayback Machine. , Time magazine