20 Forthlin Road
ფორტლინ როუდის 20 (ინგ. 20 Forthlin Road) წარმოადგენს ნაციონალური ფონდის საკუთრებას, რომელიც მდებარეობს ლივერპულში (ინგლისი), მერსისაიდის დასახლებაში. ესაა სახლი, რომელშიც რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა პოლ მაკ-კარტნი, სანამ ის ”The Beatles-ის” დიდების ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. ეს სახლი ასევე ეკუთვნოდა მის ძმას მაიკსაც.
ისტორია
რედაქტირებასახლი აშენებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელშიც მაკარტნების ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად 1955 წელს. 1965 წელს პოლმა მამამის ჯეიმზს უყიდა სახლი უირალში. სახლი ნაციონალური ფონდის საკუთრებაშია 1995 წლიდან. ფონდი ამ სახლს მოიხსენიებს „ადგილად, სადაც დაიბადა The Beatles“, ვინაიდან ესაა ის სახლი, სადაც The Beatles ატარებდა რეპეტიციებს და წერდა ადრეულ სიმღერებს.
სახლი ასევე ჯგუფ ”The Scaffold”-ის დაბადების ადგილადაც იქცა, სადაც უკრავდა მაიკ მაკ-კარტნი.
ბოლო წლებში
რედაქტირებაჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა (Magical Mystery Tour) ჩერდება ამ სახლთან, რათა ტურისტებმა გარედან შეავლონ მას თვალი. შენობის შიგნით ვიზიტის უფლებას იძლევა ნაციონალური ფონდი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- 251 Menlove Avenue - ჯონ ლენონის ბავშვობის სახლი
- 9 Newcastle Road - ჯონ ლენონის პირველი სახლი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პოლ მაკ-კარტნის ბავშვობის სახლის ხედი თანამგზავრიდან დაარქივებული 2011-01-12 საიტზე Wayback Machine.