ლენინგრადის ოლქი
კოორდინატები: 60°03′ ჩ. გ. 31°45′ ა. გ. / 60.050° ჩ. გ. 31.750° ა. გ.
| |||||
Leningrad Oblast | |||||
ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მდებარეობის ადგილი |
სანქტ-პეტერბურგი | ||||
ფართობი - სულ |
38-ე 83 908 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
27-ე დაახ. 1 750 946 (2013) | ||||
ფედერალური ოლქი | ჩრდილო-დასავლეთი | ||||
ეკონომიკური რაიონი | ჩრდილო-დასავლეთი | ||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
გუბერნატორი | ალექსანდრ დროზდენკო | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
ლენინგრადის ოლქი (რუს. Ленинградская область) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, მოიცავს ქვეყნის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. შედის ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგისა და ჩრდილო-დასავლეთის ეკონომიკური რაიონის შემადგენლობაში. ფართობის შეადგენს 83 908 კმ²-ს, რაც ქვეყნის ფართობის 0,49 %-ია, ამ მონაცემით რუსეთის ოლქებს შორის სიდიდით 38-ე ადგილზეა. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 500 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მაქს. 320 კილომეტრზე. 2013 წლის მონაცემებით მოსახლეობა 1 750 946 ადამიანს შეადგენდა. დაარსდა 1927 წლის 1 აგვისტოს. ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში.
ოლქს ჩრდილოეთიდან — კარელია, ჩრდილო-დასავლეთიდან - ფინეთი, აღმოსავლეთიდან — ვოლოგდის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ნოვგოროდის და სამხრეთიდან — ფსკოვის ოლქები ესაზღვრება, ხოლო დასავლეთიდან — ესტონეთი და ფინეთის ყურე. მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე, მოიცავს ძირითადად ვაკე ტერიტორიებს, სიმაღლე ზღვის დონიდან 50-150 მეტრი. კლიმატი ატლანტურ-კონტინენტურია, ზღვიდან მომავალი ჰაერის მასების გამო, ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული — ზომიერად თბილი, ხანდახან კი გრილია.
ისტორია
რედაქტირებალენინგრადის ოლქის ტერიტორიებზე პირველი მოსახლეობა ძვ. წ. IX-VIII ათასწლეულში გამოჩნდა (მეზოლითის ხანაში), მყინვარული საფარის რღვევის შემდეგ. ჩვ. წ I ათასწლეულის შუა პერიოდში ოლქის ტერიტორია უკვე განსახლებული იყო ფინურ-უგრული ტომებით, რომლებიც დაკავებულები იყვნენ მიწათმოქმედებით, მესაქონლეობით, მონადირეობითა და თევზჭერით. VIII საუკუნეში ამ ტერიტორიებზე დასახლებულები იყვნენ სლავური წარმოშობის ხალხი.
750-იან წლებში წარმოიშვა ლადოგი (XVIII საუკუნიდან ძველი ლადოგი) — უძველესი რუსული დასახლება რუსეთის ტერიტორიაზე. IX-X საუკუნეებში ლადოგს ძველი რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფორმირებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ლადოგმა X საუკუნეში დაკარგა თავისი გავლენა რეგიონში, ამ პერიოდიდან უკვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნოვგოროდს.
XII საუკუნეში ნოვგოროდმა მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ფინეთის ყურის, ლუგის, ნევის, ლადოგისა და ვოლხოვის სანაპირო ტერიტორიებთან ერთად შევიდა ნოვგოროდის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ნოვგოროდის რესპუბლიკა დაიყო ასობით ადმინისტრაციულ ერთეულად.
XIII-XIV საუკუნეებში ოლქის მიმდებარე მიწები ბრძოლის არენა გახდა, ერთ-ერთი ასეთი იყო: ნოვგოროდისა და ფსკოვის რესპუბლიკების ბრძოლა ლივონიის მმართველებისა და შვედი ფეოდალების წინააღმდეგ. 1240 წელს გაიმართა ერთ-ერთი ცნობილი ნევის ბრძოლა, სადაც რუსულმა საჯარისო ნაწილებმა, მთავარ ალექსანდრე ნეველის მეთაურობით გაანადგურეს შვედები. ჩრდილოეთ საზღვრის უკეთ დაცვისთვის რუსებმა XIII-XIV საუკუნეებში შემდეგი ციხე-სიმაგრეები: იამი, კოპორი, ორეშეკი, კორელა, ტივერსკი.
1478 წლის იანვარში ნოვგოროდის რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა, რადგან რესპუბლიკა მოსკოვის დიდი სამთავროს მმართველმა ივანე III-მ დაიპყრო. ნოვგოროდის რესპუბლიკის მოსკოვის დიდ სამთავროსთან შეერთების შემდეგ ნოვგოროდის მიწების დიდი ნაწილი დაიყო პიატინებად, რომელთა საზღვრები ძირითადად მდინარეებზე გადიოდა, თავის მხრივ, პიატინებიც იყოფოდა ორ-ორ ნაწილად. XV საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში ნოვგოროდის მიწები აღწერეს მოსკოველმა აღმწერებმა, რომლებიც სპეციალურად ამისათვის მიავლინეს მოსკოვიდან. ეს მონაცემები ერთიანად გამოქვეყნდა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებისა და ლენინგრადის ოლქის გარკვეული ნაწილის ისტორიასა და გეოგრაფიას მოიცავდა. ლენინგრადის ოლქის მრავალი დასახლების დაარსების თარიღად სწორედ ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ითვლება.
XVIII საუკუნის დასაწყისში რუსეთში არეულობის ხანა დაიწყო, მან დაკარგა ბალტიისპირა ტერიტორიები, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიები შვედებმა დაიპყრეს. რუსეთის მცდელობა 1656-1658 წლებში დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები წარუმატებლად დასრულდა.
XVIII საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთის ომის შედეგად რუსეთმა დაიბრუნა (თანამ. ლენინგრადის ოლქის) დაკარგული ტერიტორიები, ამ მხარეში აშენდა ქვეყნის ახალი დედაქალაქი — სანქტ-პეტერბურგი. 1708 წელს დაარსდა ინგერმანლანდიის გუბერნია, რომელსაც 1710 წელს პეტერბურგის, 1914 წელს — პეტროგრადის, ხოლო 1924 წელს — ლენინგრადის გუბერნია ეწოდა.
1917 წელს მომხდარი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტროგრადის გუბერნიაში მრავალი ბოლშევიკური მმართველი ორგანო შეიქმნა. 1919 წელს პეტროგრადის გუბერნიაში წითელ არმიასა და გენერალ ნიკოლაი იუდენიჩს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა[1].
1926 წელს რსფსრ-ის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოყალიბდა ჩრდილო-დასავლეთის ოლქი. ამ ოლქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ჩრდილო-დასავლეთის სახალხო კომისართა საბჭოს ეკონომიკურმა განყოფილებამ 1926 წლის 7 მაისს მიიღო. ოლქის შემადგენლობაში 5 გუბერნია შედიოდა: მურმანსკის, ნოვგოროდის, ფსკოვის, ლენინგრადისა და ჩერეპოვეცის. 1927-29 წლებში საბჭოთა კავშირში გატარდა რეფორმა, რომლის მიხედვითაც გაუქმდა გუბერნიები. რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს 1927 წლის 1 აგვისტოს დადგენილების მიხედვით ჩრდილო-დასავლეთის ოლქს ეწოდა ლენინგრადის ოლქი, რცაკ-ის დადგენილებების „ჩრდილო-დასავლეთის მხარის ოკრუგების შემადგენლობისა და საზღვრების შესახებ“ (მიღებული 1927 წლის 18 ივლისს) და „ლენინგრადის ოლქის ოკრუგების შემადგენლობისა და საზღვრების შესახებ“ (მიღებული 1927 წლის 1 აგვისტოს) საფუძველზე დაყრდნობით ლენინგრადის ოლქის ფართობი 360,4 ათას კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ბოლო დროს ოლქის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები
რედაქტირებარელიეფი
რედაქტირებალენინგრადის ოლქი აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე მდებარეობს, სწორედ ამით აიხსნება მისი დაბლობი რელიეფი უმნიშვნელო ამაღლებებით (ძირითადად, 50-150 მეტრი ზღვის დონიდან). კარელიის ყელის ტერიტორია, განსაკუთრებით კი მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, დასერილი რელიეფის, მრავალრიცხოვანი კლდოვანი შვერილებისა და ტბებისგან შედგება. კარელიის ყელი ბალტიის ფარის ნაწილს წარმოადგენს. მისი უმაღლესი წერტილი მთა კივისიურია, რომლის სიმაღლე 203 მეტრია, მდებარეობს დაბა ნოვოჟილოვოს მახლობლად.
დადაბლებები ძირითადად ფინეთის ყურისა და ლადოგის ტბის სანაპირო ტერიტორიებსა და მდინარეთა ხეობებშია. მათ შორისაა: ვიბორგის, პრიოზერსკის, პრიმორსკის, პლიუსკაიას, ლუგის, ვოლხოვის, სვირსკისა და ტიხვინის დაბლობებია.
ოლქის ტერიტორიაზე არსებული ძირითადი მაღლობებია: ლემბოლოვის, იჟორის, ლოდეინოპოლესა და ვეპსოვის, ასევე ტიხვინის სერი. ოლქის უმაღლესი წერტილია — მთა გაპსელგა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 203 მეტრია, მდებარეობს ვეპსოვის მაღლობზე.
ჰიდროგრაფია
რედაქტირებალენინგრადის ოლქის ტერიტორია, გარდა მცირე სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისა, მიეკუთვნება ბალტიის ზღვის აუზსს. ოლქი კარგად განვითარებულ მდინარეთა ქსელს მოიცავს. ოლქის მდინარეთა საერთო სიგრძე დაახ. 50 ათასი კილომეტრია, ასევე ოლქის ტერიტორიაზე 1800 ტბა მდებარეობს, მათ შორისაა ლადოგის ტბა, რომელიც უდიდესია ევროპაში, ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაჭაობებულია.
მდინარეები
რედაქტირებამდინარის სახელი | სიგრძე (კმ) | აუზის ფართობი (კმ²) |
---|---|---|
ლუგა | 353 | 13 200 |
ოიატი | 266 | 5200 |
სიასი | 260 | 7300 |
პაშა | 242 | 6700 |
ვოლხოვი | 224 | 80 200 |
სვირი | 224 | 84 000 |
ორედეჟი | 192 | 3200 |
ვუოქსა | 156 | 68 700 [2] |
ნევა | 74 | 281 000 |
ტბები
რედაქტირებატბის სახელი | ფართობი (კმ²) | მაქს. სიღრმე (მ) |
---|---|---|
ლადოგი | 17700 | 225 |
ონეგი | 9890 | 110 |
ვუოქსა | 95,6 | 24 |
ოტრადნოე | 66 | 27 |
სუხოდოლი | 44,3 | 17 |
ვიალე | 35,8 | 9 |
სამრო | 40,4 | 5 |
გლუბოკოე | 37,9 | 12 |
კომსომოლსკოე | 24,6 | 20 |
ბალახანოვსკოე | 15,7 | 12 |
ჩერემენეცკოე | 15 | 32 |
ვრევო | 12 | 44 |
კავგოლოვსკოე | 5,4 | 5 |
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა 1 750 946 ადამიანს შეადგენდა, სიმჭიდროვე — 20,87 ად./კმ².
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, 2010 წელი, %[3] | ||||||||||||||||||||||||||||
|
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებალენინგრადის ოლქში დაიბადნენ:
- ლეონიდ ალექსეევი (1902—1988) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1945), გენერალ-ლეიტენანტი (1984).
- თედორე აფანასევი (1898 — 1971) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1940).
- მარტი აჰტისაარი (1937) — ფინელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ფინეთის პრეზიდენტი 1994-2000 წლებში.
- ვლადიმერ ბელოუსოვი (1946) — სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი.
- ვლადიმერ ბისტროვი (1984) — ფეხბურთელი.
- მიხეილ ვაშუკოვი (1958) — მსახიობი, კუპლეტისტი, იუმორისტი.
- თედორე ვასილიევი (1850—1873) — მხატვარი.
- თედორე ვოლკოვი (1898—1954) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი.
- მიხეილ გორშენიოვი (1973) — ვოკალისტი, როკ ჯგუფის „მეფე და მასხარა“ დამაარსებელი.
- ლეონიდ გუბანოვი (1928—2004) — კინოსა და თეატრის მსახიობი, სსრკ-ის სახალხო მსახიობი (1989).
- ნიკოლაი იგნატოვი (1901—1985) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (2 ნოემბერი 1944). საბჭოთა კავშირის გმირი.
- ალექსანდრე კერჟაკოვი (1982) — ფეხბურთელი.
- ორესტ კიპრენსკი (1782—1836) — მხატვარი.
- ალექსანდრე მაქსიმოვი (1901—1952) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1945).
- ალექსანდრე მოსტოვოი (1968) — საბჭოთა და რუსი ფეხბურთელი.
- ვიტალი პეტროვი (1984) — ავტომრბოლელი.
- ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი (1844—1908) — ცნობილი რუსი კომპოზიტორი.
- კონდრატი რილეევი (1795—1826) — პოეტი, დეკაბრისტი.
- ელიზავეტა ტომბერგი (1909—1988) — თეატრის მსახიობი, სსრკ-ის სახალხო მსახიობი (1959).
- პეტრე ჩიხაჩიოვი (1808—1890) — გეოგრაფი, კუზნეცკის აუზის აღმომჩენი.
დაძმობილებული რეგიონები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ленинградская область — официальное представительство
- Памятники архитектуры Ленинградской области. Краткий список по районам
- Леноблинформ
- Карта Ленинградской области, поиск населённых пунктов, постановка точек
- Ленинградская область в справочнике-каталоге «Вся Россия» დაარქივებული 2012-10-16 საიტზე Wayback Machine.
- сайт газеты «Тосненские ведомости» დაარქივებული 2011-12-17 საიტზე Wayback Machine.
- ლენინგრადის ოლქის კულტურა. ელექტრონული ენციკლოპედია დაარქივებული 2018-03-23 საიტზე Wayback Machine.
- ლენინგრადის ოლქის კულტურა. ენციკლოპედია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Этапы большого пути // Достопримечательности Ленинградской области, Лениздат, 1977. — გვ. 9-44.
- ↑ Даринский А. В., Воды // География Ленинградской области, Санкт-Петербург: Глагол, 2001. — გვ. 34, ISBN 5-88729-025-0.
- ↑ Национальный состав населения по субъектам Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2013-02-26.
- ↑ Программа пленарного заседания Форума регионов-побратимов Ленинградской области «Межрегиональное экономическое сотрудничество: вчера, сегодня, завтра»
- ↑ Схожие проблемы регионов-побратимов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2013-02-06.