კინგისეპი (რუს. Кингисепп) — ქალაქი (1784 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. კინგისეპის რაიონისა და კინგისეპის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ლუგის სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგიდან 130 კილომეტრის დაშორებით[1][2]. ქალაქი დააარსა ნოვგოროდელმა ბოიარინმა ივან ფიოდოროვიჩმა 1384 წელს, თავიდან იყო ციხესიმაგრე იამი. 1703-1922 წლებში ქალაქს ერქვა იამბურგი, მოგვიანებით კი სახელი გადაერქვა და ეწოდა კინგისეპი, ესტონელი ვიქტორ კინგისეპის პატივსაცემად (1952 წელს კინგისეპი ასევე ერქვა ქალაქ კურესაარეს, ესტონეთში, ქალაქმა თავისი ძველი სახელი 1988 წელს დაიბრუნა).

ქალაქი
კინგისეპი
Кингисепп
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი კინგისეპის რაიონი
კოორდინატები 59°22′00″ ჩ. გ. 28°36′00″ ა. გ. / 59.36667° ჩ. გ. 28.60000° ა. გ. / 59.36667; 28.60000
მმართველი ალექსანდრე ნევსკი
დაარსდა 1384
ადრეული სახელები 1703 წლამდე — იამი; 1922 წლამდე — იამბურგი
ამჟამინდელი სტატუსი 1784
ფართობი 29 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25,6
მოსახლეობა 48 488 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81375
საფოსტო ინდექსი 188455—188456, 188480, 188482, 188484—188455, 188457
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი http://kingisepp-mo.ru
კინგისეპი — რუსეთი
კინგისეპი
კინგისეპი — ლენინგრადის ოლქი
კინგისეპი
კინგისეპი — კინგისეპის რაიონი
კინგისეპი

ჩრდილოეთის ომის დროს,1703 წლის დასაწყისში, ქალაქში რუსული საჯარისო შენაერთები შევიდნენ ფონ ვერდენის მეთაურობით. რუსულმა ჯარის 14 დღიანი ალყის შემდეგ, ქალაქში მდგარმა შვედურმა გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ქალაქი რუსეთის დაქვემდებარებაში ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებისს საფუძველზე შევიდა. ქალაქს შვედური სახელწოდება იამბურგი (იამის ციხესიმაგრე) მომდევნო წლებშიც შეუნარჩუნდა.

2001 წლის 13 დეკემბერს ქალაქს შეუერთეს სოფლები: ლესობირჟა, კასკოლოვკა და ახალი ლუცკი[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება