ვიბორგის რაიონი (ლენინგრადის ოლქი)

ვიბორგის რაიონი (რუს. Выборгский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ვიბორგი, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელი. ვიბორგის რაიონი შეიქმნა 1940 წლის ივლისში.[2] ისტორიულად ვიბორგის რაიონამდე არსებული ადმინისტრაციული ერთეული იყო ვიბორგის გუბერნია, რომელიც 1744 წელს რუსეთ-შვედეთის ომის შედეგად შეიქმნა (1741—1743). თუმცა მანამდეც არსებობდა სანქტ-პეტერბურგის გუბერნიის დაქვემდებარებაში არსებული ვიბორგის პროვინცია. 1802 წელს ვიბორგის გუბერნიას ეწოდა ფინეთის გუბერნია, 1811 წელს კი უკვე ფინეთის დიდი სამთავროს დაქვემდებარებაში გადავიდა, სადაც ხელახლა ეწოდა ვიბორგის გუბერნია. 1917—1940 წლებში რაიონი იყო დამოუკიდებელი ფინეთის შემადგენელი ნაწილი. სსრკ-ფინეთის ომის (1941—1944) ოკუპირებული იყო ფინური სამხედრო ძალების მიერ.

მუნიციპალური რაიონი
ვიბორგის რაიონი
Выборгский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ვიბორგი[1]
შიდა დაყოფა Vysotskoye urban settlement[1] , Kamennogorskoye urban settlement[1] , Vyborgskoye Urban Settlement[1] , Primorskoye urban settlement[1] , Roshchinskoye urban settlement[1] , Svetogorskoye urban settlement[1] , Sovetskoye urban settlement[1] , Goncharovskoye rural settlement[1] , Krasnoselskoye rural settlement[1] , Pervomayskoye rural settlement[1] , Polyanskoye rural settlement[1] და Seleznyovskoye rural settlement[1]
კოორდინატები 60°42′33″ ჩ. გ. 28°44′39″ ა. გ. / 60.70917° ჩ. გ. 28.74417° ა. გ. / 60.70917; 28.74417
დაარსდა ივლისი, 1940
ფართობი 7431.2 კმ²
მოსახლეობა 201 640 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 27,13 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81378
საფოსტო ინდექსი 188800–188999
ოფიციალური საიტი vbglenobl.ru

რაიონის ფართობია 7431 კმ², მოიცავს 7 საქალაქო და 6 სასოფლო დასახლებას, მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 201 640 ადამიანს შეადგენდა.

გეოგრაფიული მდებარეობა

რედაქტირება

ვიბორგის რაიონი მდებარეობს ლენინგრადის ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და იკავებს კარელიის ყელის დასავლეთ ნაწილს. რაიონს ჩრდილოეთითკარელიის რესპუბლიკა (ლახდენპოხსკის რაიონი), ჩრდილო-დასავლეთითპრიოზიორსკის რაიონი, აღმოსავლეთითვსევოლოჟსკის რაიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, ხოლო დასავლეთით — ფინეთი ესაზღვრება. სამხრეთ-დასავლეთით გარშემორტყმულია ფინეთის ყურით.

დემოგრაფია

რედაქტირება

რაიონის მოსახლეობის დინამიკა:

წელი მოსახლეობა, ადამ. წყარო შენიშვნა
1959 26 167[3] 1959 წლის აღწერა ვიბორგის (51 088 ადამ.), ლესოგორსკისა (27 388 ადამ.) და როშჩინსკის რაიონების (19 580 ადამ.) გარეშე.
1970 82 473[4] 1970 წლის აღწერა ვიბორგის გარეშე (65 188 ადამ.)
1979 92 604[5] 1979 წლის აღწერა ვიბორგის გარეშე (75 573 ადამ.)
1989 108 571[6] 1989 წლის აღწერა ვიბორგის გარეშე (80 924 ადამ.)
2002 113 748[7] 2002 წლის აღწერა ვიბორგის გარეშე (79 224 ადამ.)
2010 110 683[8] როსტატის აღწერა ვიბორგის გარეშე (77 786 ადამ.)
2011 201 640 როსტატის აღწერა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
  2. Административно-территориальное устройство Республики Карелия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
  3. Всесоюзная перепись населения 1959 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
  4. Всесоюзная перепись населения 1970 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
  5. Всесоюзная перепись населения 1979 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
  6. Всесоюзная перепись населения 1989 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
  7. Всероссийская перепись населения 2002 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-06-11.
  8. Оценка Росстата на 1 января 2010 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2013-06-11.