ვისოცკი
ვისოცკი (რუს. Высоцк) (1917 წლამდე — ტრონგზუნდი, 1917-1948 წლებში — ურასი) — საპორტო ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, ვიბორგის რაიონში ფინეთის ყურის სანაპიროზე. ქალაქი წარმოადგენს ოქტომბრის სარკინიგზო ხაზის ერთ-ერთ სადგურს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვისოცკი Высоцк | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ვიბორგის რაიონი | ||||
კოორდინატები | 60°37′00″ ჩ. გ. 28°34′00″ ა. გ. / 60.61667° ჩ. გ. 28.56667° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | 1532 | ||||
ადრეული სახელები |
1917-მდე — ტრონგზუნდი 1948-მდე — ურასი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1940 | ||||
ფართობი | 39.81 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა|რუსული | ||||
მოსახლეობა | 1 244 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81378 | ||||
საფოსტო ინდექსი | 188909 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.vysotsk.vbglenobl.ru | ||||
მას შემდეგ, რაც 1710 წელს ჩრდილოეთის ომის მიმდინარეობის დროს ვიბორგის ყურის ყველაზე ვიწრო ადგილი, ქალაქი ვიბორგი და მისი მიმდებარე ტერიტორიები შვედებისგან დაიბრუნეს რუსებმა, სწორედ აქედან მომდინარეობდა ქალაქის ძველი სახელწოდებაც (შვედ. trång — ვიწრო, sund — „სრუტე“), პეტრე I-ის ბრძანებით ამ ტერიტორიებზე ააშენეს საფორტიფიკაციო ნაგებობები[1].
1917-1940 წლებში ქალაქი ფინეთის შემადგენლობაში იყო და ერქვა ურასი (ფინ. Uuras. 1948 წელს ქალაქს სახელი შეეცვალა საბჭოთა კავშირის გმირის კუზმა ვისოცკის პატივსაცემად.[2]
ვისოცკი ერთ-ერთი ყველაზე პატარა დასახლებაა, რომელსაც ქალაქის სტატუსი აქვს (2010 წლის მონაცემებით ქალაქში 1244 ადამიანი ცხოვრობდა), ამაზე პატარა დასახლება არის ქალაქი ჩეკალინი.