პიკალიოვო (რუს. Пикалёво) — ქალაქი (1954 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, ბოქსიტოგორსკის რაიონში. „ქალაქ პიკალიოვოს“ საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი დასახლებული ცენტრი. მდებარეობს რაიონის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიადანის სანაპიროზე, ბოქსიტოგორსკის აღმოსავლეთით 20 კმ-ზე და სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთით 192 კმ-ში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 21 562 ადამიანს შეადგენდა.

ქალაქი
პიკალიოვო
Пикалёво
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი ბოქსიტოგორსკის რაიონი
კოორდინატები 59°31′00″ ჩ. გ. 34°10′00″ ა. გ. / 59.51667° ჩ. გ. 34.16667° ა. გ. / 59.51667; 34.16667
მმართველი ვალენტინა მენშიკოვა
დაარსდა 1927
პირველი ხსენება 1620
ამჟამინდელი სტატუსი 1954
ფართობი 38 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180
ოფიციალური ენა რუსული ენა|რუსული
მოსახლეობა 21 562 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81366
საფოსტო ინდექსი 187600—187602
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი pikadmin.ru
პიკალიოვო — რუსეთი
პიკალიოვო
პიკალიოვო — ლენინგრადის ოლქი
პიკალიოვო
პიკალიოვო — ბოქსიტოგორსკის რაიონი
პიკალიოვო

ქალაქი ძველი დასახლების „პიკალიოვოს სტეპის“ ადგილას მდებარეობს, რომელიც ნახსენებია 1620 წლით დათარიღებულ, მინი ლიკოვას, წიგნში. ეს სტეპი მოგვიანებით გახდა სოფელი, ხოლო 1906 წელს სანქტ-პეტერბურგი—ვოლოგდას სარკინიგზო სადგური გახდა[1].

1927 წლიდან 1932 წლის ჩათვლით პიკალიოვო იყო პიკალიოვოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

1947 წელს მიიღო დაბის სტატუსი.1954 წელს მიიღო რაიონული მნიშვნელობის ქალაქის, ხოლო 1992 წლიდან კი საოლქო მნიშვნელობის ქალაქის სტატუსი. 1996 წელს გახდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული, თუმცა 2006 წლიდან ისევ შევიდა ბოქსიტოგორსკის რაიონის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება