ვოლხოვი (ქალაქი)
ვოლხოვი (რუს. Волхов) — ქალაქი (1933 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, ვოლხოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის 14 ოქტომბრის მონაცემებით ქალაქში 47 182 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი მდებარეობს მდინარე ვოლხოვის ნაპირას, ვოლხოვის დაბლობზე, სანქტ-პეტერბურგიდან აღმოსავლეთით 122 კილომეტრში. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად: პირველი ვოლხოვი, მდებარეობს ვოლხოვის მარცხენა ნაპირზე და მეორე ვოლხოვი, მდებარეობს ვოლხოვის მარჯვენა ნაპირზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვოლხოვი Волхов | |||||
ვოლხოვი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 59°55′00″ ჩ. გ. 32°21′00″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 32.35000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1918 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1933 | ||||
ფართობი | 108,21 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 33 მ | ||||
მოსახლეობა | 47 182 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81363 | ||||
საფოსტო ინდექსი |
187401, 187403 187404, 187406[1] | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | volkhov.info | ||||
ვოლხოვოს განვითარება დაკავშირებულია ვოლხოვის ჰიდროელექტროსადგურთან, რომელიც 1918 -1926 აშენდა და იყო რუსეთის ერთ-ერთი პირველი ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური. 1925 წლის 15 მაისს დასახლებას მიენიჭა დაბის სტატუსი. 1929 ვოლხოვის ჰიდროელექტოსადგურის სიახლოვეს აშენდა რუსეთში პირველი ალუმინის ქარხანა. ქალაქი 1970 წელს დააჯილდოვეს ოქტომბრის რევოლუციის ორდენით.