ვოლოსოვის რაიონი
ვოლოსოვის რაიონი (რუს. Волосовский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ვოლოსოვო, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელწოდება. შეიქმნა 1927 წლის სექტემბერში. 1963-1965 წლებში შედიოდა კინგისეპის სასოფლო რაიონის შემადგენლობაში. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 49 443 ადამიანს შეადგენდა.
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვოლოსოვის რაიონი Волосовский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ვოლოსოვო[1] | ||||
შიდა დაყოფა | Volosovskoye urban settlement[1] , Begunitskoye rural settlement[1] , Besedskoye rural settlement[1] , Bolshevrudskoye rural settlement[1] , Gubanitskoye rural settlement[1] , Zimititskoye rural settlement[1] , Izvarskoye rural settlement[1] , Kalitinskoye rural settlement[1] , Kalozhitskoye rural settlement[1] , Klopitskoye rural settlement[1] , Kurskoye rural settlement[1] , Rabititskoye rural settlement[1] , Sabskoye rural settlement[1] , Seltsovskoye rural settlement[1] და Terpilitskoye rural settlement[1] | ||||
კოორდინატები | 59°27′00″ ჩ. გ. 29°29′00″ ა. გ. / 59.45000° ჩ. გ. 29.48333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 აგვისტო, 1927 | ||||
ფართობი | 2680.5 კმ² | ||||
მოსახლეობა | 49 443 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 18.45 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81373 | ||||
ოფიციალური საიტი | http://волосовскийрайон.рф/ | ||||
რაიონის ფართობი შეადგენს 2,73 ათას კმ²-ს, რაც ოლქის საერთო ფართობის 3,65%-ია, გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 65 კილომეტრზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 55 კილომეტრზე. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლომონოსოვის, სამხრეთიდან — ლუჟსკის, აღმოსავლეთიდან — გატჩინის, სამხრეთ-დასავლეთიდან — სლანცის, ხოლო დასავლეთიდან — კინგისეპის რაიონი.
ისტორია
რედაქტირება1927 წლამდე რაიონის ტერიტორია შედიოდა ტროიცკისა და იამბურგის (კინგისეპი) მაზრების შემადგენლობაში, იამბურგის მაზრას რაიონი ვოლოსოვის ვოლოსტის სტატუსით ექვემდებარებოდა. 1927 წლის სექტემბერში წარმოიქმნა ვოლოსოვის რაიონი, ხოლო 1930 წელს რაიონების გაუქმების შედეგად დაექვემდებარა უშუალოდ ლენინგრადის ოლქს. 1935 წლის მარტიდან 1940 წლის სექტემბრამდე შედიოდა კინგისეპის რაიონის შემადგენლობაში. 1931 წლის იანვარში ვოლოსოვის რაიონს მიუერთდა გაუქმებული მოლოსკოვიცკის რაიონის ტერიტორია.
2006 წლის 1 იანვარს რაიონში წარმოიქმნა საქალაქო და სასოფლო დასახლებები.
მოსახლეობა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
- ↑ Всесоюзная перепись населения 1959 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-05-27.
- ↑ Всесоюзная перепись населения 1979 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-05-27.
- ↑ Всесоюзная перепись населения 1989 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-05-27.
- ↑ Всероссийская перепись населения 2002 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-05-27.
- ↑ Оценка Росстата на 1 января 2010 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2013-05-27.