ლიუბანი (ლენინგრადის ოლქი)
ლიუბანი (რუს. Любань) — ქალაქი (1912 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. ლიუბანის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 2010 წლის აღწერით 4188 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს ტოსნოს რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტიგოდის ნაპირას. სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ-აღმოსავლეთით 85 კმ-ში და ტოსნოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კმ-ში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლიუბანი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ტოსნოს რაიონი | ||||
კოორდინატები | 59°21′00″ ჩ. გ. 31°15′00″ ა. გ. / 59.35000° ჩ. გ. 31.25000° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | 1499 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1912 | ||||
ფართობი | 7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 41 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა|რუსული | ||||
მოსახლეობა | 4188 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81361 | ||||
საფოსტო ინდექსი | 187050—187052 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ქალაქი შედის რუსეთის ისტორიული ქალაქების რიცხვში, მთავარი ღირსშესანიშნაობაა — პეტრე-პავლეს ტაძარი. ქალაქის სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: პირველის თანახმად სახელი მომდინარეობს ნოვგოროდული ადგილობრივი სახელიდან „ლიუბინი“, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად კი მომდინარეობს ლაფნის სარეწიდან.
ქალაქი პირველად ნახსენებია 1499 წელს დმიტრი კიტაევის აღწერაში. 1711 წლიდან ქალაქი სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის არსებული საფოსტო ხაზის ერთ-ერთი სადგური იყო. 1770 წელს შმიტის მიერ შედგენილ სანქტ-პეტერბურგის გუბერნიის რუკაზე დასახლება ნახსენები იყო, როგორც სოფელი „ლიუბანი“[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ «Карта Санкт-Петербургской губернии содержащей Ингерманландию, часть Новгородской и Выборгской губернии», 1770 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-27. ციტირების თარიღი: 2013-01-19.