ლუგა
ლუგა (რუს. Луга) — ქალაქი (1777 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. ლუგის რაიონისა და ლუგის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი, „სამხედრო დიდების ქალაქი“ (2008 წლის მაისიდან). მდებარეობს მდინარე ლუგის სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგის სამხრეთით. ლუგის რაიონის უმსხვილესი დასახლებული პუნქტი. ქალაქის მუდმივი მოსახლეობა 2010 წლის აღწერით 38 593 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ზაფხულობით ქალაქის მოსახლეობა დამსხვენებლების ხარჯზე მნიშვნელოვნად იზრდება.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლუგა Луга | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ლუგის რაიონი | ||||
კოორდინატები | 58°44′00″ ჩ. გ. 29°51′00″ ა. გ. / 58.73333° ჩ. გ. 29.85000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1777 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1777 | ||||
ფართობი | 13 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 48 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა|რუსული | ||||
მოსახლეობა | 38 593 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81372 | ||||
საფოსტო ინდექსი | 188230-188233, 188235-188238 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | adm.luga.ru/adm-luga.htm | ||||
ქალაქი დაარსდა 1777 წელს, ეკატერინე II-ის მმართველობის დროს. 1781 წელს შევიდა ლუგის მაზრაში. ქალაქი მდიდარია მინერალური წყაროებით. 1927 წელს ქალაქი გახდა ლუგის რაიონისა და ლუგის ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი, ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში. 1939 წელს გახდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული. 2006 წელს ლუგის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრიც გახდა.
ქალაქის გერბი მიღებულია 2003 წლის 27 იანვარს, სანომრე ნიშნით — 1159[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Геральдика.ру — Герб города Луга и Лужского района