პრიოზერსკის რაიონი
პრიოზერსკის რაიონი (რუს. Приозерский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პრიოზერსკი. ფართობი — 3597,5 კმ². მდებარეობს კარელიის ყელის ჩრდილოეთ მხარეს, ლადოგის ტბის დასავლეთ სანაპიროზე. რაიონს ჩრდილოეთიდან — კარელიის რესპუბლიკა, სამხრეთიდან — ვსევოლოჟსკის რაიონი, დასავლეთიდან — ვიბორგის რაიონი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ლადოგის ტბა აკრავს.
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
პრიოზერსკის რაიონი Приозерский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | პრიოზიორსკი[1] | ||||
შიდა დაყოფა | Kuznechninskoye urban settlement[1] , Priozerskoye urban settlement[1] , Gromovskoye rural settlement[1] , Zaporozhskoye / Metsäpirtti[1] , Krasnoozyornoye rural settlement[1] , Larionovskoye rural settlement[1] , Melnikovsoye rural settlement[1] , Michurinskoye rural settlement[1] , Petrovskoye rural settlement[1] , Plodovskoye rural settlement[1] , Razdolyevskoye rural settlement[1] , Romashkinskoye rural settlement[1] , Sevastyanovskoye rural settlement[1] და Sosnovskoye Rural Settlement[1] | ||||
კოორდინატები | 61°02′00″ ჩ. გ. 30°07′00″ ა. გ. / 61.03333° ჩ. გ. 30.11667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 9 ივლისი, 1940 | ||||
ფართობი | 3597.5 კმ² | ||||
მოსახლეობა | 62 193 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 17.29 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81379 | ||||
ოფიციალური საიტი | priozersk.lenobl.ru | ||||
1940 წელს, ამჟამინდელი პრიოზერსკის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც სსრკ-მა მოიპოვა სსრკ-ფინეთის ომის შემდეგ, შეიქმნა კექსჰოლმის (კიაკისალმსკი) რაიონი. მისი ადმ. ცენტრი კექსჰოლმი იყო. 1944 წლის ნოემბერში კექსჰოლმის რაიონი გადავიდა ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში. 1963-1965 წლებში რაიონი გაუქმებული იყო. 2006 წლის 1 იანვარს რაიონმა მიიღო მუნიციპალიტეტის სტატუსი, რომლის შემადგენლობაშიც 2 საქალაქო და 12 სასოფლო დასახლება წარმოიქმნა, ქალაქი პრიოზერსკი ამავე სახელწოდების მქონე საქალაქო დასახლების შემადგენლობაში შევიდა.