ბოქსიტოგორსკი
ბოქსიტოგორსკი (რუს. Бокситогорск) — ქალაქი რუსეთში (1950 წლიდან), ლენინგრადის ოლქში, ბოქსიტოგორსკის საქალაქო დასახლებისა და ბოქსიტოგორსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბოკსიტოგორსკის რაიონის დასავლეთ ნაწილში, მდინარე პიარდომლიას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგიდან აღმოსავლეთით 175 კილომეტრში. 2010 წლის 14 ოქტომბრის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 16 585 ადამიანს შეადგენდა, ბოკსიტოგორსკი ამავე სახელწოდების რაიონის უდიდესი დასახლებული პუნქტია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბოქსიტოგორსკი Бокситогорск | |||
ლენინის მოედანი ბოქსიტოგორსკში | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||
მუნიციპალიტეტი | ბოქსიტოგორსკის რაიონი | ||
კოორდინატები | 59°28′00″ ჩ. გ. 33°51′00″ ა. გ. / 59.46667° ჩ. გ. 33.85000° ა. გ. | ||
მმართველი | მიხაილ კატიუშენკო | ||
დაარსდა | 1929 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1950 | ||
ფართობი | 13 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 100 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | რუსული ენა|რუსული | ||
მოსახლეობა | 16 585 კაცი (2010) | ||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, უკრაინელები, პოლონელები, ფინელები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +7 81366 | ||
საფოსტო ინდექსი | 187650, 187651 | ||
საავტომობილო კოდი | 47 | ||
ოფიციალური საიტი | boksitogorsk.org | ||
ბოქსიტოგორსკის ადგილას დასახლების კვალი ჯერ კიდევ V-VII საუკუნეებში იყო, ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ სლოვენები და კრივიჩები. XIX-XX საუკუნეებში ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე გეოლოგებმა აღმოაჩინეს ბოქსიტების შემცველი ქანები, XX საუკუნეში აქ ააშენეს ბოქსიტების ქარხანა, სწორედ ამან შეუწყო ხელი ქალაქის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებას.
2006 წლის 1 იანვარს, ქალაქი ბოქსიტოგორსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბოქსიტოგორსკის დასახლება დაარქივებული 2012-01-21 საიტზე Wayback Machine.
- ბოქსიტოგორსკის რაიონის საიტი დაარქივებული 2010-10-29 საიტზე Wayback Machine.
- ბოქსიტოგორსკი ენციკლოპედიაში „ჩემი ქალაქი“