კრივიჩებიაღმოსავლეთ სლავთა ტომობრივი გაერთიანება VI-X საუკუნეებში. ცხოვრობდნენ დნეპრის, ვოლგისა და დასავლეთ დვინის ზემო წელზე. არქეოლოგიური ძეგლებია გორასამარხები (გვამების დაწვა), მიწისმოქმედთა დასახლებანი, სადაც მიკვლეულია ხელოსნობის ნაშთები. მთავარი ცენტრები იყო სმოლენსკი, პოლოცკი, იზბორსკი და, შესაძლოა, ფსკოვიც. კრივიჩების შემადგენლობაში შედიოდნენ ბალტიკის მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები. კიევის სამთავროში გაერთიანებამდე კრივიჩებს საკუთარი მთავარი ჰყავდათ (IX საუკუნის II ნახევარი). უკანასკნელად იხსენიებიან 1162 წლის მატიანეში, როდესაც მათ მიწაზე ჩამოყალიბდა სმოლენსკისა და პოლოცკის სამთავროები.

სლავები და მათი მეზობლები

ლიტერატურა

რედაქტირება