პოდპოროჟიეს რაიონი
პოდპოროჟიეს რაიონი (რუს. Подпорожский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პოდპოროჟიე, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელიც. შეიქმნა 1927 წლის სექტემბერში. 1963-1965 წლებში შედიოდა ლოდეინოპოლეს სასოფლო რაიონის შემადგენლობაში. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 31 707 ადამიანს შეადგენდა.
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
პოდპოროჟიეს რაიონი Подпорожский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | პოდპოროჟიე[1] | ||||
შიდა დაყოფა | Vazhinskoye urban settlement[1] , Voznesenskoye urban settlement[1] , Nikolskoye urban settlement[1] , Podporozhskoye urban settlement[1] და Vinnitskoye rural settlement[1] | ||||
კოორდინატები | 60°54′43″ ჩ. გ. 34°10′04″ ა. გ. / 60.91209694° ჩ. გ. 34.16795194° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 აგვისტო, 1927 | ||||
ფართობი | 7 830 კმ² | ||||
მოსახლეობა | 31 707 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 4.05 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81365 | ||||
ოფიციალური საიტი | podadm.ru | ||||
რაიონის ფართობია 7,83 ათასი კმ². ჩრდილოეთიდან — კარელიის რესპუბლიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ვოლოგდის ოლქი, სამხრეთიდან — ტიხვინის და სამხრეთ-დასავლეთიდან — ლოდეინოპოლეს რაიონები ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან — ონეგის ტბა აკრავს.
ისტორია
რედაქტირებაეკატერინესეული ადმინისტრაციული რეფორმების შემდეგ, ამჟამინდელი პოდპოროჟიეს რაიონის ტერიტორია ოლონეცისა და ნოვგოროდის გუბერნიების შემადგენლობაში შევიდა. რაიონის სამხრეთი ტერიტორიის მცირედი ნაწილი, მდინარე ოიატიდან მოყოლებული ნოვგოროდის, ხოლო ძირითადი ნაწილი ლოდეინოპოლეს მაზრის (ოლონეცის გუბერნია) შემადგენლობაში შევიდა. 1796 წელს ოლონეცკის გუბერნია გაუქმდა, მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კი ნოვგოროდის გუბერნიის შემადგენლობაში გადავიდა. მაზრებსშორისი საზღვრების შეიცვალა, თუმცა 1802 წელს ეკატერინეს დროს არსებული საზღვრები მთლიანად აღდგა.
1922 წელს, ოლონეცკის გუბერნიის მთლიანად გაუქმების შემდეგ, მისი სამხრეთი მაზრები: ლოდეინოპოლი და ვიტეგორსკი, პეტროგრადის გუბერნიის, ხოლო 1924-27 წლებში კი ლენინგრადის გუბერნიის შემადგენლობაში გადავიდნენ.
1996 წელს, რაიონმა მიიღო მუნიციპალური სტატუსი. 2006 წლის 1 იანვარს რაიონის შემადგენლობაში შეიქმნა საქალაქო და სასოფლო დასახლეები.