კირიში (რუს. Кириши) — ქალაქი (1965 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. კირიშის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით 52 309 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს მდინარე ვოლხოვის მარჯვენა სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგიდან დაახ. 150 კილომეტრის დაშორებით, ნოვგოროდის ოლქის საზღვართან. კირიში წარმოადგენს რუსეთის ნავთობ-ქიმიური მრეწველობის ცენტრს.

ქალაქი
კირიში
Кириши
Kirishineft.jpg
დროშა გერბი
Flag of Kirishi (Leningrad oblast).svg Coat of Arms of Kirishi (Leningrad oblast).svg

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი კირიში
კოორდინატები 59°27′00″ ჩ. გ. 32°01′00″ ა. გ. / 59.45000° ჩ. გ. 32.01667° ა. გ. / 59.45000; 32.01667
მმართველი ალექსანდრ ვოსკობოვიჩი
პირველი ხსენება 1693
ადრეული სახელები კირეში
ამჟამინდელი სტატუსი 1965
ფართობი 38 კმ²
ცენტრის სიმაღლე 29
მოსახლეობა 52 309 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 81368
საფოსტო ინდექსი 187110—187115
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი gorod-kirishi.ru
კირიში — რუსეთი
კირიში
კირიში — ლენინგრადის ოლქი
კირიში
კირიში — კირიშის რაიონი
კირიში

ისტორიარედაქტირება

ქალაქი პირველად ნახსენებია 1693 წელს, როგორს სოფელი კირიში. ქალაქის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მას ფინურ-უნგრული ფუძე უნდა ჰქონდეს[1].

XVIII საუკუნის ბოლოს სოფელი შევიდა ახალილადოგის მაზრაში, ნოვგოროდის გუბერნია, რომელსაც ალექსანდრ ბესტუჟევი მართავდა, რომელიც დეკაბრისტი ძმების, ბასტუჟევების მამა იყო.

სოფელი კირეში, ნახსენებია სანქტ-პეტერბურგის გუბერნიის 1792 წლით დათარიღებულ რუკაზე, რომელიც ალექსანდრ ვილბრეხტმა შეადგინა[2].

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Потанина М. А. Загадки топонимики. — Кириши, 1998, с. 49
  2. «Карта окружности Петербурга» А. М. Вильбрехта. 1792 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-12. ციტირების თარიღი: 2013-01-13.