კინგისეპის რაიონი

კინგისეპის რაიონი (რუს. Кингисеппский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კინგისეპი, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელწოდებაც. შეიქმნა 1927 წელს, ისტორიულად კინგისეპის რაიონის ტერიტორია მოიცავდა იამბურგის მაზრის ტერიტორიას, რომელიც 1783 წელს შეიქმნა. კინგისეპის რაიონს ჩრდილო-დასავლეთით — ლომონოსოვის, აღმოსავლეთითვოლოსოვის და სამხრეთითსლანცის რაიონები, ხოლო დასავლეთითესტონეთი ესაზღვრება. ჩრდილო-დასავლეთით გარშემორტყმულია ფინეთის ყურით. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 78 183 ადამიანს შეადგენდა.

მუნიციპალური რაიონი
კინგისეპის რაიონი
Кингисеппский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი კინგისეპი[1]
შიდა დაყოფა Ivangorodskoye urban settlement[1] , Kingisseppskoye urban settlement[1] , Bolshelutskoye rural settlement[1] , Vistinskoye rural settlement[1] , Kotelskoye rural settlement[1] , Kuzyomkinskoye rural settlement[1] , Nezhnovskoye rural settlement[1] , Opolyevskoye rural settlement[1] , Pustomerzhskoye rural settlement[1] , Ust-Luzhskoye rural settlement[1] და Falileyevskoye rural settlement[1]
კოორდინატები 59°22′00″ ჩ. გ. 28°36′00″ ა. გ. / 59.36667° ჩ. გ. 28.60000° ა. გ. / 59.36667; 28.60000
დაარსდა 1927
ფართობი 2990 კმ²
მოსახლეობა 78 183 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 26.15 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81375
ოფიციალური საიტი kingisepplo.ru

გეოგრაფია

რედაქტირება

რაიონის ტერიტორია ძირითადად დაბლობებისგან შედგება, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 0-150 მეტრია. აღმოსავლეთით მდებარეობს სოიკინსკის მაღლობი, ხოლო მდინარეების გასწვრივ ლუგისა და პლიუსკაიას დაბლობებია. რაიონის ტერიტორია მრავლადაა სხვადასხვა ბუნებრივი ნივთიერების ბუდობი. კლიმატი ზომიერი-კონტინენტურია, ივნისში საშუალო ტემპერატურა — 17 °C, ხოლო იანვარში − 8°C-ია. ნალექების წლიური რაოდენობა 550—700 მმ-ია.

1783 წელს სანქტ-პეტერბურგის გუბერნიის შემადგენლობაში წარმოიქმნა იამბურგის მაზრა, რომლის ცენტრიც ქალაქი იამბურგი (დღევანდელი კინგისეპი) იყო. 1922 წელს ამ რაიონს კინგისეპის რაიონი ეწოდა. 1927 წელს ლენინგრადის ოკრუგის შემადგენლობაში წარმოიქმნა კინგისეპის რაიონი, ის კინგისეპის მაზრის ოთხი რაიონიდან ერთ-ერთი იყო. 1930 წელს ოკრუგების გაუქმების შემდეგ რაიონი ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. 1931 წლის იანვარში კინგისეპის რაიონის შემადგენლობაში შევიდა გაუქმებული კოტელსკის რაიონის ტერიტორია. 1935—1940 წლებში კინგისეპის რაიონი ექვემდებარებოდა კინგისეპის ოკრუგს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავდა ვოლოსოვისა და ოსმინსკის რაიონებს.

დემოგრაფია

რედაქტირება

რაიონის მოსახლეობის დინამიკა:

წელი მოსახლეობა, ადამ. წყარო შენიშვნა
1959 48 995[2] 1959 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა
1970 53 672[3] 1970 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა
1979 34 580[4] 1979 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა კინგისეპის გარეშე (38 784 ადამ.)
1989 34 081[5] 1989 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა კინგისეპის გარეშე (49 954 ადამ.)
2002 20 408[6] 2002 წლის აღწერა კინგისეპისა და (50 295 ადამ.) ივანგოროდის გარეშე (11 209 ადამ.)
2010 78 183 2010 წლის აღწერა

2010 წლის აღწერის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 78 183 ადამიანს შეადგენდა, რაც ლენინგრადის ოლქის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4,55 %-ია. ამ მონაცემებით იგი ოლქში მეშვიდე ადგილზეა.

ურბანიზაციის დონე 65,99 %-ია, რაც საშუალო საოლქო მაჩვენებელზე მაღალია. ქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა 58 342 ადამიანს შეადგენს. რაიონში ორი ქალაქია — კინგისეპი და ივანგოროდი. რაიონის მთლიანი მოსახლეობის დაახ. 62 % კინგისეპში ცხოვრობს. იგეგმება ახალი, 34,5 ათასიანი საპორტო ქალაქის მშენებლობა საზღვაო პორტ უსტ-ლუგას (სოფელი კრაკოლე) მიდამოებში.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
  2. 1959 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  3. 1970 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  4. 1979 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  5. 1989 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  6. 2002 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  7. Новый населённый пункт